Piczo

Log in!
Stay Signed In
Do you want to access your site more quickly on this computer? Check this box, and your username and password will be remembered for two weeks. Click logout to turn this off.

Stay Safe
Do not check this box if you are using a public computer. You don't want anyone seeing your personal info or messing with your site.
Ok, I got it
Вернуться на домашнюю страницу
XAMURABIS KANONEBI
ხამურაბის კანონები შეიქმნა ბაბილონში მეფე ხამურაბის მიერ ძვ. წ. XVII საუკუნეში.

ხამურაბის კანონები მესოპოტამიის ისტორიაში არაა პირველი კანონმდებლობა. კანონების ჩვენამდე მოღწეული პირველი კოდექსი შუმერ მეფეს შულგის ეკუთვნის. შემდეგი ჩვენამდე მოღწეული კანონმდებლობა ისინის სამეფოს მეფეს ლიპიტ-იშტარს მიეკუთვნება. ხოლო ხამურაბის კანონების უშუალო წინამორბედია ეშნამუს კანონები, რომლებიც ძვ. წ. 1790 წლით თარიღდება.

ამრიგად სახეზეა მესოპოტამიის იურისპუდენციის ტრადიციის განვითარება. იმ დროს არ არსებობდა დღევანდელი ცნება nullum crimen sine lege - დანაშაული არ არსებობს თუ კი იგი არაა მითითებული კანონებში. ამიტომ მესოპოტამიელი იურისტები არ ცდილობდნენ კანონებში ყველანაერი შემთხვევები აესახათ. მესოპოტამიური იურისპუდენციის განვითარების კულმინაცია კი სწორედ ხამურაპის კანონები გახლდათ. მესოპოტამიიდან ჩვენ არ გვაქვს სამართალმცოდნეობაზე არანაერი თეორიული ნაწარმოებები, მიუხედავად ამისა ჩანს რომ ხამურაბის კანონები არის კანონების შეგროვების, სისტემატიზაციის და განზოგადების მაყოფი. ისეთი შემთხვევები რაც თვალსაჩინოა საერთოდ არაა ნახსენები, მაგალითად განძრახ მკვლელობა, ასეთ საქმეებზე ადათიდან გამომდინარე გამოჰქონდათ განაჩენი. ძველ ბაბილონში არსებობდა თანამედროვე პრინციპიც "ერთ საქმეზე ორჯერ გადაწყვეტილება არ გამოიტანება".

ბაბილონური სამართალი, ისევე როგორც სხვა ძველი სამართლები, არ იყოფოდა კრიმინალურ, საოჯახო, სამოქალაქო და სხვა დარგებად. ხამურაპის კანონებში კარგადაა განსაზღვრული დანაშაულებისთვის სასჯელები. ფართოდ გამოიყენებოდა სიკვდილით დასჯაც. ძირითადად კი ხელმძღვანელობდნენ "ტალიონის პრინციპით", ანუ სარკისებრი პრინციპით, რაც იმას ნიშნავს, რომ სასჯელი დანაშაულის საფასური იყო.

ხამურაბის კანონები ძველი მესოპოტამიის მთელი ისტორიის განმავლობაში ითვლებოდა ეტალონად, მას სწავლობდნენ შემდეგი თაობების იურისტები და იგი საფუძვლად ედო შემდეგ შექმნილ კანონებს. ჩვენამდე ხამურაბის კანონების ტექსტის 40-მა ეგზემპლარმა მოაღწია.

შექმნის ისტორია [რედაქტირება]

ხამურაბის (ჰამრაბი; მმართველობდა ძვ.წ. 1796 - 1750 წწ.) რწმენით ის ღმერთების მიერ იყო არჩეული მისი ხალხისთვის კანონების დასაწერად. კანონების კოდექსის თავფურცელში ის აღნიშნავს "ანუმ და ბელმა სახელით მომიხმეს მე, ჰამურაბი, ღვთისმოშიში, ამაღლებული უფლისწული, რათა ქვეყნისთვის მომეტანა ჭეშმარიტების მმართველობა"

კანონები დანომრილია 1-დან 282-მდე (ნომრები 13 და 66-99 დაკარგულია) და დაწერილია ძველბაბილონური შრიფტით 2.5 მეტრიან სტელებზე. ისინი აღმოაჩინეს 1901 წლის დეკემბერში სუსაში, ელამი, ამჟამად ხუზესტანი, ირანი, და სავარაუდოდ ძვ. წ. მე-12 საუკუნის ელამის მეფე შუტრუკ-ნაჰუნტეს წეილებად ჩათვალეს. ამჟამად ისინი ლუვრის მუზეუმშია გამოფენილი, პარიზში.

ხამურაბის კანონები იწყება "პროლოგით", რომელშიც ძირითადად ბაბილონის და ხამურაბის განდიდებაა, შემდეგ თვითონ კანონები, და ბოლოს "ეპილოგი", სადაც კანონთა დამრრვევთა მიმართ წყევლაა. თვითონ კანონები შემდეგ ნაწილებად იყოფა: 1. მარლთმსაჯულების ძირითადი პრინციპები. 2. მეფის, ტაძრების და თავისუფალი ხალხის ქონების დაცვა. 3. სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული ნორმები. 4. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები. 5. სავაჭრო და კომერციული ოპერაციები. 6. ოჯახური სამართალი. 7. დიზიკური დასახიჩრება. 8. მოძრავ ქონებასთან და მის დაქირავებასთან დაკავშირებული ოპერაციები. პროლოგი და ეპილოგი არქაული ლიტერატურული ენითაა დაწერილი, ხოლო თვით კანონები — მშრალი საქმიანი ენით.

ამ კოდექსს ხშირად იურიდიული კონცეფციის პირველ ნიმუშად მოიხსენიებენ და ის იმდენად მარტივია, რომ თვით მეფესაც კი არ ძალუძს მისი შეცვლა. ჰამურაბის ბრძანებით კოდექსი ქვაზე გამოკვეთეს, რათა ისინი უცვლელი დარჩენილიყო.

ჰამურაბის კოდექსი ძველი ახლო აღმოსავლეთის კანონთა კრებულებიდან ერთ-ერთი იყო. ამ კოდექსთა უმრავლესობა მონათესავე კულტურებიდან მომდინარეობს შედარებით მცირე გეოგრაფიული არეალიდან და მათში შესულ კანონთა დიდი ნაწილი ერთმანეთს ემსგავსება. ურ-ნამუს ადრეული კოდექსი (ძვ. წ. XXI ს. ურ-ილის დინასტია), ჰიტიტთა კანონთა კოდექსი (ძვ. წ. 1300 წ.) და მოსეს კანონი (ძვ. წ. 1400 წ.) - ყველა მოიცავს მუხლებს, რომლებიც ჰამურაბის კანონთა მსგავსი პარაფრაზია.
KODEKSSHI 282 KANONIA
    * თუ ერთი მეორეს მკვლელობას დასწამებს, მაგრამ ბრალდებას ვერ დამუტკიცებს, ბრალმდებელი სიკვდილით დაისჯება.

    * თუ ერთი მეორეს ბრალს დასდებს და დაამტკიცებს მას, ბრალმდებელი ფულით უნდა დასაჩუქრდეს.

    * თუ მოსამართლე გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ მოტგვიანებით გაირკვევა, რომ ის მცდარი იყო, მან თორმეტჯერ მეტი უნდა გადაიხადოს ვინემ ბრალდებულმა და მოსამართლის უფლებას სამუდამოდ დაჰკარგავს.

    * თუ ერთი მეორის ვაჟს მოიპარავს, ის მოკლულ იქნება და დაიმარხება რიტუალს გარეშე.

    * თუ ვინმე გაპარულ მონას იპოვის და მას პატრონს მოუყვანს, პატრონმა მპოვნელს ორი შეკელი უნდა გადაუხადოს.

    * თუ ქურდი მოპარვისას დაიჭირეს, ის მოკლულ იქნება.

    * თუ მავანი არხს არ მოუვლის და არხი გაირღვევა, ის ფულზე გაიყიდება, რათა ამ ფულით ანაზღაურდეს წყლით გაფუჭებული მარცვლეულის საზღაური.

    * თუ მავანი მეზობლის სახნავ-სათესს დატბორავს, მაშინ მან უნდა იწვნიოს დანაკლისი.

    * თუ მავანი საკუთარ ბაღს მებაღეს მისცემს მოსავლელად და მებაღე ოთხი წლის განმავლობაში სამსახურს პირნათლად შეასრულებს, მეხუთე წელს მფლობელი მებაღეობაში თავადაც უნდა დასაქმედეს.

    * თუ მებაღე საკუთარ საქმეს პირნათლად ვერ შეასრულებს, მან უნდა დაფაროს დანაკლისი ზარალიან წელიწადს მეზობლის მოსავლის რაოდენობის მიხედვით.

    * თუ მავანი ვალში ჩავარდა და მას ვერ იხდის, მაშინ მან საკუთარი თავი, მეუღლე, ვაჟი და ქალიშვილი უნდა გაჰყიდოს; სამ წელიწადში ისინი უნდა განთავისუფლდნენ.

    * თუ მავანი ვალის სანაცვლოდ მონას გაჰყიდის, ესეც მისაღებია, ამისთვის წინააღმდეგობა არ უნდა გაიწიოს.

    * თუ მავანი ქალს შეირთავს, მაგრამ მასთან კავშირი არა აქვს, ამგვარი ქორწინება ბათილად ჩაითვლება.

    * თუ ქალს ურთიერთობა აქვს სხვა მამაკაცთან, ორივე უნდა დაიბას და წყალში ჩაიყაროს, მაგრამ ცოლს შეიძლება სასჯელი მოეხსნას, თუ ქმარი მას მეფეს აჩუქებს როგორც მონას.

    * თუ მამაკაცი ძალას გამოიყენებს სხვა მამაკაცის ქალზე მასთან დაწოლის მიზნით, ეს მამაკაცი მოკლულ იქნება, ქალს კი ბრალი არ დაედება.

    * თუ მამაკაცი ომში ტყვედ აიყვანეს, ხოლო ქალი სახლს მიატოვებს საჭმლის სიუხვის მიუხედავად, ეს ქალი წყალში უნდა გადაიგდოს.

    * თუ მამაკაცი ომში ტყვედ აიყვანეს და შინ საჭმელი არ არის, მაშინ ცოლი თავისუფლდება სხვა სახლში წასასვლელად.

    * თუ მამაკაცი შინიდან გაიქცევა, ხოლო ცოლი სხვა სახლში გადავა, თუ ქმარი მოგვიანებით დაბრუნდა, ცოლი არ არის ვალდებული დაბრუნდეს.

    * თუ მამაკაცი გაყრას მოინდომებს ცოლთან, რომელსაც მისგან შვილები ჰყავს, მაშინ მამაკაცის მიწისა და ფულის ნაწილი ცოლს უნდა გადაეცეს. როცა შვილები გაიზრდებიან, ცოლი შეიძლება ხელმეორედ გათხოვდეს.

    * თუ მამაკაცი გაყრას მოინდომებს ქალთან, რომელსაც მისგან შვილები არ ჰყავს, მაშინ მამაკაცმა ქალს უნდა დაუბრუნოს მზითევი და ფული, რომელიც ქალმა მამის ოჯახიდან მოიტანა.

    * თუ მამაკაცი ვაჟს იშვილებს და ვაჟი მშვილებლის ოჯახში გაიზრდება, ვაჟის ნამდვილ მშობელს არა აქვს უფლება მისი დაბრუნება მოითხოვოს.

    * თუ მავანი გაარტყამს მამაკაცს, რომლის რანგი მისაზე მაღალია, მაშინ მას 60 როზგი უნდა მოხვდეს საჯაროდ.

    * თუ მავანი გაარტყამს მამაკაცს იმავე რანგით, მან ერთი ოქროს მინა უნდა გადაუხადოს.

    * თუ მონა გაარტყამს მის მფლობელს, მონას ყური მოეჭრება.

    * თუ მამაკაცი ორსულ ქალს გაარტყამს და ამის გამო ქალს მუცელი მოეშლება, მამაკაცმა მას 10 შეკელი უნდა გადაუხადოს.

    * თუ მავანი მასზე დაბალი რანგის მამაკაცს გაარტყამს, მაშინ დაზარალებულმა იგივე ზიანი უნდა მიაყენოს მას.

    * თუ მშენებელი სახლს ააგებს საგულდაგულოდ, მფლობელმა სახლის ყოველი ზედაპირისთვის მას 2 შეკელი უნდა უზღოს.

    * თუ მშენებელი კარგად ვერ ააშენებს და შენობა დაინგრევა, იგი მოკლულ იქნება.

    * თუ მფლობელის ვაჟი მოკვდება, მშენებლის ვაჟს მოკლავენ.

    * თუ მავანი სახლის კედელს გაანგრევს მის გასაძარცვად და მას დაიჭერენ, სასჯელის სახით მას კედელში ჩააშენებენ.

    * თუ ვაჟიშვილი დედას ხელს გაარტყამს, მას ხელებს მოჰკვეთენ.

    * თუ ვაჟიშვილი იტყვის რომ მისი დედა ან მისი მამა მისი მშობელი არაა, მას ენას მოჰკვეთენ.
shumerebi
შუმერები ერი რომელმაც შექმნა შუმერული ცივილიზაცია სამხრეთ მესოპოტამიაში. შუმერები არ იყვნენ მესოპოტამიის მკვიდრი მოსახლეები, სავარაუდოდ ისინი მესოპოტამიაში ძვ. წ. VI - ძვ. წ. V ათასწლეულებში გადმოსახლდნენ. მათი თავდაპირველი სამშობლო უცნობია. შუმერები საუბრობდნენ შუმერულ ენაზე, მეცნიერებმა ჩაატარეს აზიის ყველა ენის ანალიზი, მაგრამ შუმერული ენის მსგავსი ვერ აღმოაჩინეს, დღეს უცნობია ამ ენის მონათესავე ენები. შუმერების თვითდასახელებაა "შავთავიანები". შესაძლოა ეს იმას ნიშნავს რომ შუმერთა თავდაპირველ სამშობლოში არსებობდნენ "თეთრთავიანებიც", ანუ ღია ფერის თმის მქონე ხალხი. შუმერული არქიტექტურიდან და ენის ანალიზიდან გამომდინარე მეცნიერები ვარაუდობენ რომ ისინი მთიანი რეგიონიდან გადმოსახლდნენ, ამავე დროს ისინი კარგი მეზღვაურები იყვნენ, რაც ასევე გვაფიქრებს რომ ისინი ზღვისპირა რეგიონიდან იყვნენ, ამაზე მათი მითოლოგიაც მიუთითებს. ზოგი მოსაზრებით შუმერები ზღვით მოვიდნენ შუამდინარეთში. მეტად სავარაუდოა, რომ შუმერები სამხრეთიდან მოვიდნენ, რადგან შუამდინარეთის სამხრეთში დასახლების შემდეგ მათ ჩრდილოეთით დაიწყეს ექსპანსია.
მოძიებულია "http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A8%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98"-დან
კატეგორია: გადაშენებული ერები
ALEXANDRIIS BIBLIOTEKA
ალექსანდრიის ბიბლიოთეკა
ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალექსანდრიის სამეფო ბიბლიოთეკა ალექსანდრიაში, ეგვიპტე, ერთ დროს მსოფლიოში უდიდესი ბიბლიოთეკა იყო. მიიჩნევენ, რომ ბიბლიოთეკა დაარსდა ძვ.წ. მე-3 საუკუნის დასაწყისში, ეგვიპტეში პტოლემეოს II-ის მეფობის ჟამს, მას შემდეგ რა პტოლემეოსის მამამ მიწასთან გაასწორა მუზათა ტაძარი "მუზეუმი" (აქედან წარმოსდგება თანამედროვე ტერმინი მუზეუმი), რაც შემდეგ ბიბლიოთეკის კომპლექსის პირველი ნაწილი გახდა.

მისი არსებობის პიკში სამეფო ბიბლიოთეკას, როგორც მიიჩნევენ, შესაძლოა დაახლოებით 700.000-მდე წიგნი ჰქონოდა და თავდაპირველად ორგანიზებული იქნა დემეტრიოს ფალერეუსის მიერ. ასევე მიიჩნევენ, რომ ბიბლიოთეკა ხანძარმა გაანადგურა, თუმცა ამ განადგურების ფაქტის დეტალები დიდი კამათის საგანია. ძველი ბიბლიოთეკის ადგილთან 2003 წელს ახალი "ბიბლიოთეკა ალექსანდრინას" ინაუგურაცია ჩატარდა.
ძველი ეგვიპტის დედაქალაქი იყო მემფისი. ეს სახელი ქალაქს ბერძნებმა უწოდეს, თავად ეგვიპტელები კი მას ჰიკუპტას უწოდებდნენ (ჰეტ-კა-პტაჰ; ქართულად ნიშნავს კა-პტას სახლს). ბერძნებმა მოგვიანებით ჰიკუპტა, ან ჰიკვიპტა მთელ ქვეყანას უწოდეს. თავად ეგვიპტელები კი თავიანთ ქვეყანას შავ ქვეყანას, ანუ კემეს ეძახდნენ

გეოგრაფიული მდებარეობა [რედაქტირება]

ძველი ეგვიპტე აფრიკის ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში, თანამეროვე ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ჩრდილოეთიდან ესაზაღვრებოდა ხმელთაშუა ზღვა, დასავლეთით - ლიბიის უდაბნო, აღმოსავლეთით წითელი ზღვა, სამხრეთიდან ნილოსის ჭორომები. ნილოსი ეგვიპტის ერთადერთი მდინარეა. იგი სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ მიედინება და ხმელთაშუა ზღვაში ჩაედინება. შესართავთან იგი შვიდ ტოტად იყოფა. ნილოსის შესართავი ბერძნებმა თავიანთ ასოს, დელტას მიამსგავსეს და მას ნილოსის დელტა უწოდეს. ქვეყნის სამხრეთ ნაწილს ძველი ეგვიპტელები ზემო ეგვიპტეს უწოდებდნენ, ჩრდილოეთ ნაწილს - ქვემო ეგვიპტეს. ქვემო ეგვიპტე უფრო ნაყოფიერი მხარე იყო და აქ წვიმებიც უფრო მეტი მოდიოდა. 19 ივლისიდან ნილოსი დიდდებოდა და ანაყოფიერებდა მის ნაპირზე არსებულ მიწებს. შემოდგომაზე კი ისევ თავის კალაპოტს უბრუნდებოდა.

ეგვიპტის მოსახლეობა და თანადებობები [რედაქტირება]

ფარაონები [რედაქტირება]
მთავარი სტატია : ფარაონი.
ძველი ეგვიპტელი ფარაონი

ფარაონები უდიდეს როლს ასრულებდნენ ეგვიპტელთა ცხოვრებაში. ისინი ერთდროულად ქვეყნის მმართველებიც იყვნენ და უმაღლესი ქურუმებიც. ფარაონი იყო განკაცებული ღმერთი დედამიწაზე და ღმერთი სიკვდილის შემდეგ. იგი ღვთის შვილად მიიჩნეოდა და მის სამეფო ტიტულს ”რას შვილიც” ემატებოდა. თვით ტერმინი ”ფარაონი” ორი სიტყვის შერწყმაა: ”პერ-აა”, რაც ”დიდ სისხლს” ნიშნავდა. ფარაონს ქარაგმულად იხსენიებდნენ, რათა მისი სახელი ტაბუდადებული ყოფილიყო. ამ სახელის ხმამაღლა წარმოთქმა არ შეიძლებოდა.

გადმოცემის თანახმად, პირველი ფარაონი თვით ღმერთი ”რა” იყო. შემდეგ მოდიოდნენ სხვა ღმერთები. მოგვიანებით ტახტზე ოსირისისა და ისიდის ვაჟი ”ხორი” ასულა. ხორი ეგვიპტის ყოველი დინასტიის ფარაონის პირველსახე და პორტრეტია. თითოეული ფარაონი რასა და ხორის შთამომავლად ითვლებოდა და მისი ე.წ ტიტულატურა ხუთი სახელისგან შედგებოდა: ხორის, ოქროს ხორის, ორი ქალღმერთისა (ზემო და ქვემო ეგვიპტის მეუფე+სახელი) და რას ვაჟის სახელებისგან. ფარაონი სხვადასხვა ვითარებაში სხვადასხვა სახელებით მოიხსენიებოდა. ”პერ-აა”-ს თავიდან ფარაონის სახლს ეძახდნენ, დაახლოებით შუა სამეფოს დასასრულიდან კი თავად ფარაონსაც ასე მოიხსენიებდნენ.

ეგვიპტელებს სწამდათ, რომ ფარაონები დედოფლისა და რას ჰიეროგამიური [2] კავშირის შედეგად ჩნდებოდნენ. ფარაონს მრავალი ცოლი ჰყავდა, მაგრად მთავარი ერთი იყო და ქვეყნის დედოფლის ტიტულსაც ის ატარებდა. მხოლოდ ფარაონისა და დედოფლის საკრალური კავშირის შედეგად დაბადებული ბავშვი შეიძლება გამხდარიყო ეგვიპტის ფარაონი. ეგვიპტეს ფარაონი ქალებიც მართავდნენ (ნიტოკრისი - VI დინასტია; ნეფრუსებეკი - XII დინასტია, ძვ. წ. 1789 - ძვ. წ. 1785; ხატშეპსუტი - XVIII დინასტია, ძვ. წ. 1490 - ძვ. წ. 1468). ყველა ეგვიპტურ ტაძარში ქებას უძღვნიდნენ ფარაონს, როგორც ღმერთს. თვით ფარაონიც ღმერთს უგალობდა. იგი ღმერთკაცად ითვლებოდა და სჯეროდათ, რომ ფარაონსა და ღმერთს შორის ურღვევი კავშირი არსებობდა.

ქურუმები [რედაქტირება]
ძველი ეგვიპტელი უმაღლესი ქურუმი
მთავარი სტატია : ქურუმი.

ადამიანებს, რომლებიც საკულტო-სარიტუალო საქმიანობას და ტაძრების მომსახურებას ეწეოდნენ, ქურუმები ერქვათ. ქურუმები შეადგენდნენ ეგვიპტის საზოგადოების ყველაზე გავლენიან სოციალურ ფენას. ზოგჯერ ისინი დინასტიებსაც აფუძნებდნენ. მოგვიანებით ქურუმობას მემკვიდრეობითი ხასიათი მიიღო.

ქურუმების იერარქია განსაკუთრებული ორგანიზებულობით გამოირჩეოდა. ყოველ ღვთაებას ჰყავდა თავისი კლირი (ორგანიზაცია), რომლის სათავეშიც უმაღლესი ქურუმი იდგა. მას ფარაონი ნიშნავდა. რაც უფრო მაღალი იყო ამა თუ იმ ღმერთის ადგილი პანთეონურ იერარქიაში, მით უფრო ძლიერი იყო კლირი.

ყველაზე ძლიერი კლირის უმაღლესი ქურიმი ზოგჯერ ყველა კლირისა და ქურუმის უზენაეს ხელმძღვანელად ითვლებოდა.

ახალი სამეფოს ხანიდან ყველაზე ძლიერი ორგანიზაცია ამონ-რას კლირი იყო.

ქურუმები უმაღლეს ქურუმს ემორჩილებოდნენ. ქურუმთა ორგანიზავიაც რანგებათ იყოფოდა. უმაღლეს ფენებში შედიოდნენ ე.წ. ჰემ-ნეჩერები - ღვთის მონები. ისინი კულტის მთავარი წარმმართველები იყვნენ. შემდეგ მოდიოდნენ ხერიხებები - წმინდა ტექსტების მცოდნენი და მკითხველნი (”ხერი-ხებ”-ი ქურუმთა ამ რანგის სახელია). დაბალი ფენის სასულიერო პირთა დიდი უმრავლესობა ტაძარში სამეურნეო სამუშაოებს ასრულებდა. მათ უაბებს - ”სუფთებს” უწოდებდნენ. განსაკუთრებული ადგილი ეკავათ ტაძარში მწერლებს - სეხ-პერ-ანხებს. ეს ყველაზე პატივსაცემი და პრესტიჟული თანამდებობა იყო. ქურუმები ვალდებულნი იყვნენ, თეთრი სელის სამოსი ცმოდათ. შალეულის ტარება აკრძალული ჰქონდათ. ზოგიერთი პანტერის ტყავითაც იმოსებოდა. ეცვათ თეთრი სანდლები. ხშირად განიბანებოდნენ და მთელ სხეულსა და თავზე თმას იპარსავდნენ. კლირში ერთიანდებოდნენ მომღერლებიც და მუსიკოსებიც.

ძველი ეგვიპტის ქურუმობა უნიკალური მოვლენაა კაცობრიობის ისტორიაში. ხალხს სწამდა, რომ ქურუმები სამყაროს შესახებ ფუნდამენტურ ცოდნას ფლობდნენ, რომელსაც ადამიანებისთვის მარადიული სიცოცხლე უნდა მოეტანა. ძველ ეგვიპტელთა აზრით, მთელი ეს ცოდნა ჯერ კიდევ შორეული წარსულიდან იყო დაუნჯებული ”მიცვალებულთა წიგნში”, რომელიც ყოველი ეგვიპტელის წმინდა წიგნათ ითვლებოდა.

ახალი სამეფოს ეპიქიდან დაიწყო განხეთქილება ფარაონებს და ქურუმებს შორის.

მოხელეები და ნომარქები [რედაქტირება]

ფარაონი ეგვიპტეს მართავდა თავისი ოჯახის წევრების დახმარებით. დიდგვაროვნებიდან ერთ-ერთს ფარაონი ვეზირის თანამდებობაზე ნიშნავდა. ვეზირები სიდიდით მეორე ადგილზე იდგნენ. მათ ემორჩილებოდნენ მეურნეობის სხვადასხვა დარგის მმართველები - მოხელეები. ვეზირს შეეძლო მოხელე გაეთავისუფლებინა ან მის მაგივრად სხვა დაენიშნა.

ნომარქი იყო ერთ-ერთი თანამდებობა. ნომარქს ფარაონი ნიშნავდა. მას ევალებოდა მის ტერიტორიაზე მდებარე სარწყავი სისტემის წესრიგში მოყვანა, მოსახლეობის აღრიცხვა და გადასახადების აკრეფვა.

მოხელეებსა და ნომარქებს თავდაპირველად სახელმწიფო აფინანსებდა, მაგრამ მათი რაოდენობის გაზრდის შემდეგ ეს გაჭირდა. ფარაონი მათ უყოფდა მიწებს, რომლითაც ისინი სარგებლობდნენ მანამ, სანამ თანამდებობები ეკავათ, გათავისუფების შემთხვევაში ამ მიწას კარგავდნენ. თუმცა იყო შემთხვევები, როდესაწ მიწები მემკვიდრეობით გადადიოდა.

მეთემეები და მონები [რედაქტირება]

ეგვიპტის მოსახლეობის ძირითად ნაწილს მიწათმოქმედები ანუ მეთემეები შეადგენდნენ.ისინი ამუშავებდნენ ფარაონის, ნომარქის, ტაძრებისა და მოხელეთა კუთვნილ მიწებს, იშვიათად საკუთარსაც. ზოგჯერ მათ სახელმწიფო სამუშაოებზეც ანაწილებდნენ.

ფარაონები ხშირად აწყობდნენ ლაშქრობებს მეზობელ კუთხეებში. ამ დროს იგი თითოეული თემიდან მეომრებს ითხოვდა. ამ ლაშქრობების სიხშირის გამო ეგვიპტეში გაჩდნენ სამხედრო მონები, რომლებიც უუფლებონი იყვნენ. მათ სახელმწიფო ინახავდა და მძიმე სამუშაოზე აგზავნიდა.


ისტორია [რედაქტირება]
ეგვიპტე ძვ.წ. XV საუკუნეში, თუტმოს III-ის დროს

ძვ.წ. მეოთხე ათასწლეულის ბოლოს წარმოიშვა ეგვიპტის ორი სახელმწიფო: სამხრეთი და ჩრდილოეთი ეგვიპტე. სწორედ ამ დროს გაჩნდნენ ახალი მმართველები - ფარაონები. ფარაონები ძალაუფლებას მემკვიდრეობით გადასცემდნენ. მათი სამეფო ხელისუფლების სიმბოლო იყო ქუდგვირგვინი. ჩრდილოეთ ეგვიპტის ფარაონებს წითელი ქუდგვირგვინი ჰქონდათ, სამხრეთ ეგვიტის - თეთრი.

ძვ.წ. 3100 წელს სამხრეთ ეგვიპტის ფარაონმა მენესმა ეგვიპტე გააერთიანა და ფარაონები უკვე ორი სამეფოს მეფედ მიიჩნეოდნენ. მენესი იყო გაერთიანებული ეგვიპტის პირველი მეფე და მისი დედაქალაქის - მამფისის აღმშენებელი.

ძვ.წ. პირველ ათასწლეულში ეგვიპტელებმა შექმნეს ძლიერი მუდმივი ჯარი, რომელმაც სამრეთით ნილოსის მესამე ჭორომამდე მიაღწია, ჩრდილო აღმოსავლეთით კი - მდინარე ევფრატამდე. ამ ტერიტორიის მოსახლეობაც ფარაონის მოხელეებს ემორჩილებოდა და ყოველწლიურ ხარკს იხდიდა.

ეგვიპტე განსაკუთრებით გაძლიერდა ქრ. შ-მდე XV საუკუნეში, ფარაონ თუტმოს III-ის დროს. თუტმოსი სამხედრო ნიჭით გამოირჩეოდა და იმდროინდელი მსოფლიოს ერთ-ერთ ბრწყინვალე სარდლად მიიჩნეოდა.

ეგვიპტის დასუსტება [რედაქტირება]

ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისში გარეგნულად ჯერ კიდევ ძლიერ ეგვიპტეში თავი იჩინა შინაგანმა წინააღმდეგობებმა. ფარაონის ოჯახი და დიდგვაროვნები ერთმანეთს პირველობას ეცილებოდნენ. ნომარქებს შორის ბრძოლა კვლავ განახლდა, მოიშალა საგადასახადო სისტემა. ქვეყანა ორ ნაწილად - ჩრდილოეთ და სამხრეთ ეგვიპტედ გაიყო, რასაც შინაომები მოჰყვა. შექმნილი ვითარებით ისარგებლეს მეზობლებმა და ეგვიპტეზე რამდენჯერმე გაილაშქრეს. ძვ.წ. 525 წელს კი ეგვიპტემ, როგორც დამოუკუდებელმა სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა.

დამწერლობა [რედაქტირება]
მთავარი სტატია : ეგვიპტური იეროგლიფები.

ეგვიპტური დამწერლობა 3 ათასი წლის განმავლობაში იქმნებოდა. ყველა წერილობითი ძეგლი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, იეროგლიფური დამწერლობის ნიმუშია.

იეროგლიფი ბერძნული სიტყვაა: hietes - საღვთო, lyphe - ამოკვეთა, ამოჭრა. იეროგლიფური დამწერლობა უძველესი ხატოვანი ნიშნების დამწერლობაა. პირველი იეროგლიფები ჩნდება ჩნდება ძვ. წ. IV ათასწლეულის ბოლო ხანებიდან. ზოგიერთი იეროგლიფი მთელ სიტყვას გამოხატავს, ზოგიც მის ნაწილს (ძირს) და, ამასთან, ცალკეულ თანხმოვნებსაც (ეგვიპტურში 30-მდე თანხმოვანია)
ძველი ეგვიპტური იეროგლიფი

        *
          ra
          Z1
            —   - მზე
        *
          pr
          Z1
            —   - სახლი
        *
          sw t
          Z1
            —   - ლერწამი
        *
          Dw
          Z1
            —   -მთა
        *
          nTr Z1
            —   - ღმერთი (სინამდვილეში სიმბოლო გავს დროშას)
        *
          G53 Z1
            —   - სული
        *
          G27 Z1
            —   - ფლამინგო

იეროგლიფურ დამწერლობაში დამხმარე ნიშნებსაც იყენებენ. ამ ნიშნებს დეტერმინატივებს უწოდებენ. დეტერმინატივი წაკითხვისას არ გამოითქმის, იგი მხოლოდ სიტყვის მნიშვნელობას აზუსტებს.

ფუნჯით წერა პაპირუსზე, ან იშვიათად, ტყავზე სისწრაფეს მოითხოვდა, იეროგლიფების გამოყვანას კი დიდი დრო სჭირდებოდა. პირველი დინასტიის ხანაში (დაახლ. ძვ. წ. XXX საუკუნე) იეროგლიფიკის პარალელურად განვითარდა იერატიკული დამწერლობა, იეროგლიფურის კურსივული ფორმა. პირველ ხანებში იგი იხმარებოდა როგორც საღვთო შინაარსის ტექსტების, ისე საქმიანი ქაღალდების შესადგენად. ძვ. წ. VII საუკუნიდან, დემოტიკური დამწერლობის (იერატიკული დამწერლობის გაკრული ხელი) შემუშავების შემდეგ, იერატიკული დამწერლობა მხოლოდ რელიგიური ტექსტების შესადგენად გამოიყენებოდა. ძვ. წ. XII საუკუნიდან ეს დამწერლობა ისე დაშორდა პროტოტიპს - იეროგლიფურს, რომ ძნელად გასარჩევი გახდა. თავდაპირველად წერდნენ ვერტიკალურად, შემდეგ ჰორიზონტალურად - მარჯვნიდან მარცხნივ. იარსება დაახლოებით 3 ათას წელიწადს (III საუკუნემდე)

წიგნები და საქმიანი ქაღალდები ეგვიპტეში განსაკუთრებულ, ჭილის ”ქაღალდზე” იწერებოდა. იგი პაპირუსისგან მზადდებოდა და ჩვეულებრივ ქაღალდზე გამძლე და მოქნილი იყო. ეს ”ქაღალდი” ძვირი ჯდებოდა და ამიტომ უბრალო, ყოფილი ჩანაწერებისა და სასკოლო სავარჯიშოებისათვის ე.წ ”ოსტრაკონს” - ბრტყელ ქვას ან თიხის ფირფიტას იყენებდნენ. კალმად ლერწმის ღეროს ხმარობდნენ, მელანს კი ჭვარტლისგან ამზადებდნენ.

1798 წელს ნაპოლეონის ექსპედიციის წევრმა მეცნიერებმა ეგვიპტეში აღმოაჩინეს როზეტის ქვა, რომელზეც ერთი და იგივე ტექსტი ორ ენაზე ეწერა: ბერძნულსა და ეგვიპტურზე. 26 წლის შემდეგ (1824 წ.) ამ წექსტის საფუძველზე ფრანგმა მეცნიერმა შამპოლიონმა გაშიფრა ეგვიპტური იეროგლიფები.

მითოლოგია [რედაქტირება]
მთავარი სტატია : ეგვიპტური მითოლოგია.
ქალღმერთი ისიდა

ძველი ეგვიპტის მითოლოგია ჩამოყალიბდა ძვ. წ. VI -IV ათასწლეულებში, კლასობრივი საზოგადოების წარმოშობამდე დიდი ხნით ადრე.

ძველი ეგვიპტის მითოლოგიის წყაროები არასრული და უსისტემოა. მრავალი მითის ხასიათი და წარმოშობა ბუნდოვანია და მათი აღდგენა მხოლოდ გვიანდელ ტექსტებზე დაყრდნობით არის შესაძლებელი.

ძირითადი ძეგლები, რომლებშიც ძველი ეგვიპტელების მითოლოგიური წარმოდგენაა არეკლილი, არის სხვადასხვა რელიგიური ტექსტები: ჰიმნები, ლოცვები, სამარხთა კედლებზე აღწერილი დაკრძალვის რიტუალები.

მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ”პირამიდების ტექსტები”, განკუთვნილი მეფეთა დაკრძალვის რიტუალისათვის. ეს ტექსტები ამოკვეთილია ძველი სამეფოს V და VI დინასტიების (ძვ. წ. XXVI - XXIII სს.) ფარაონების პირამიდების შიდა სათავსებში; ”სარკოფაგების ტექსეტი”, რომლებიც შუა სამეფოს ხანის (ძვ. წ. XXI - XVIII სს.) სარკოფაგებზეა შემონახული; ”მიცვალებულთა წიგნი” - შედგენილი ახალი სამეფოს დასაწყისიდან (ძვ. წ. XVI საუკუნის შუახანები) ძველი ეგვიპტის ისტორიის დასასრულამდე.

ეგვიპტური მითოლოგიური წარმოდგენები თავისებურად აისახა ისეთ ტექსტებშიც, როგორებიცაა: ”წიგნი ძროხისა”, ”წიგნი სიფხიზლის ჟამისა”, ”წიგნები საიქიო სამყაროზე”, ”წიგნი სუნთქვისა”, ”ამდუატი” და სხვ.

მნიშვნელოვან მასალებს გვაწვდის დრამატული მისტერიული ჩანაწერებიც, რომლებსაც ქურუმები ასრულებდნენ რელიგიურ დღესასწაულებზე და ფარაონთა კურთხევის ჟამს. მითოელემენტებს შეიცავს სხვა მაგიური ტექსებიც: შელოცვები, ჯადო-სიტყვები და სხვ.

ეგვიპტური მითოლოგიის შესახებ ცნობებს გვაწვდის ძველი ბერძენი ისტორიკოსის, ”ისტორიის მამად” წოდებული ჰეროდოტეს (ძვ. წ. 485 - ძვ. წ. 424 წწ., ეგვიპტეში მოგზაურობდა ძვ. წ. V ს-ში) ნაშრომი ”ისტორია”; ძველი ბერძენი პროზაიკოსის, ისტორიკოსისა და ფილოსოფოს-ეთიკოსის პლუტარქეს (ძვ. წ. I - [[ძვ. წ. II სს.) ნაშრომი ”ისიდისა და ოსირისზე” და სხვ.

მითების ცნობით, ნილოსის მიწა-წყლის მართვა პტახმა დაიწყო მენესის ეპოქამდე 17 900 წლით ადრე, ე.ი. 23 000 წლის წინ. 9000 წლის შემდეგ პტახმა თავის მმართველობა თავის ძერას გადასხვა. რა მხოლოდ 1000 წელიწადის მართავდა ეგვიპტეს. სწორედ ეს წლები ემთხვევა წარღვნის სავარაუდო დროს.

ღმერთები [რედაქტირება]
ოსირისი

ძველ ეგვიპტეში ბევრი რელიგიური ცენტრი იყო და მათგან თითოეულს თავისი კოსმოგონიური სისტემა ჰქონდა. შესაბამისად, არსებობდა სამყაროს შექმნის მრავალი ვერსია. რას კულტის აღზევების შემდეგ (V დინასტიის ეპოქა) ქვეყანაში გაბატონდა ჰელიოპოლისური (მზის ქალაქი, ეგვიპტური იუნუ) კოსმოგონია, რომლის თანახმადაც ყოველი ღვთაებრივსა და ცოცხლის (ყოფიერის) პირველსაწყისი და წარმომქმნელია ღმერთი ატუმი. ლეგენდის მიხედვით, იგი მოვლენილია ქაოსიდან - ნუნიდან. პირველად მან ღმერთ შუს და ქალღმერთ ტეფნუტის ღვთაებრივი წყვილი შექმნა. შუ იყო დედამიწასა და ცას შუა მოქცეული, ცისა და დედამიწის გამყოფი სივრცის განსახიერება, ტეფნუტი კი - მისი მდედრული დანამატი. ამ წყვილმა შვა ღმერთი გები და ქალღმერთი ნუტი. გები დედამიწის ღმერთი, არსებითად, თავად დედამიწაა, ნუტი - ცის ქალღმერთი, ანუ თავად ცა.

დროთა განმავლობაში ოსირისი იქცა კვდომადი და მარად განახლებადი ბუნების სიმბოლოდ. იგი მცენარეულთა ღვთაებაც არის, მიცვალებულთა სამეფოს (საიქიო სამყაროს) მბრძანებელიც. ოსირისი თოტთან ერთად იდგა და გარდაცვლილთა გულებს წონიდა. როგორც კეთილი ღვთაება, ოსირისი მიცვალებულთა მხარესაა და იცავს მათს ინტერესებს.

ისიდა, დიდი ქალღმერთი, დედობისა და ცოლქმრული ერთგულების სიმბოლოა.

ოსირისი და ისიდა ყველაზე მნიშვნელოვანი ღმერთები არიან ეგვიპტურ ღვთაებათა პანთეონში. ლეგენდის მიხედვით, ოსირისი ღმერთების პირმშოა. მის შემდეგ გაჩნდნენ ხორი უფროსი, სეხტი, ისიდა და ნეფტიდა.

სეხტი ბოროტებაა; როცა ნილოსის ნაყოფიერ და აბიბინებულ მიწებს ცხელი, მშრალი და ქვიშიანი ქარი გადაუქროლებს, ეს სეხტის ბოროტება და ბოღმაა.

ძველი ეგვიპტის რელიგიაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მზის ღმერთს რას. იგი სინათლის ღმერთიცაა. - ყოველდღე თავისი ნავით ცაზე ადის და მთელ დედამიწას ასხივებს. საღამოს რა ქვესკნელში ეშვება, მთელი ღამე იქ წყვდიადის ბოროტ ძალებს ებრძვის და, გამარჯვებული, კვლავ მზედ უბრუნდება ქვეყნიერებას. მისი უცვლელი და უწყვეტი აღორძინების ნიშანია ანხ-ი - ჯვარი, რომელსაც წრის გამოსახულება აზის (შუა საუკუნეთა ალქიმიაში ანხ-ი უკვდავების სიმბოლო იყო).

ეგვიპტელთა რწმენით არსებობდა სააქაო და საიქიო ცხოვრება. სააქაო ადამიანთა დროებით, საიქიო კი მუდმივ სამყოფლად წარმოედგინათ. საიქიოს ეგვიპტელები დასავლეთის ქვეყანას ეძახდნენ. დასავლეთის ქვეყნის ღვთაება იყო ოსირისი. ოსირისის მეუღლე კი ისიდა - ნაყოფიერებისა და დედობრივი სიყვარულის ქალღმერთი.

ეგვიპტელები უზენაეს ღვთაებად მზის ღმერთებს - რას, ამონსა და ატონს აღიარებდნენ. მათ სწამდათ რომ რა ლოტოსისგან წარმოიშვა. რას ბაგეთაგან ღმერთები გაჩნდნენ, თვალებისგან - ადამიანები.

უმთავრესი ღმერთები [რედაქტირება]
საიქიო სამყაროს ღმერთი „ანუბისი“

პტახი ერთერთი უმთავრესი ღმერთია და იწოდება ჭეშმარიტების მეუფედ, სამართლიანობის ღვთაებად. ამბობენ, რომ პტახი ერთდროულად იყო მზეც (რა) და მთვარეც (თოტი). ითვლებოდა ხელოვნების მფარველად. იგი ენეადების (9 ღმერთის) თავში დგას. მისი ენით (სიტყვით) და გულით შეიქმნა ყველა და ყველაფერი- ღმერთებიც და დანაღცენი სხვა არსებებიც. იგია მთელი სამყაროს შემოქმედი.

ხორი (ოსირისის ვაჟი) ძველ ეგვიპტელთა ასევე ერთი მთავარი ღმერთია. მისი გამოხატულებაა ღვთაებრივი არწივი. იბრძვის მამის მკვლელ სეხტის წინააღმდეგ. ითვლება რას და თოტის თანამგზავრად. ზოგჯერ მზის დისკოს სიმბოლოთიც გამოსახავდნენ. იგი ეგვიპტის ფარაონთა ყველა დინასტიის მამამთავარი და ფუძემდებელია. ხორის სახელი ყველა ფარაონის სახელში ფიგურირებს. მისი მეუღლე და მდედრული წყვილია ჰათხორი - სიყვარულის, მხიარულების, ცეკვისა და მუსიკის ქალღმერთი (ბერძენთა აფროდიტე).

საიქიო სამყაროს ღმერთია ანუბისი. იგი გამოისახებოდა ტურისთავიან ადამიანად. ჭირისუფლები ანუბისს ევედრებოდნენ, რომ საიქიოში მიცვალებულისთვის მფარველობა არ მოეკლო.

სებეკი, რომელსაც ხშირად ნიანგის სახით გამოსახავდნენ, ერთერთი მთავარი ღმერთი იყო ეგვიპტურ პანთეონში. მას შესთხოვდნენ სხვადასხვა სენისგან განკურნებას და ცხოვრების მძიმე წუთებში თანადგომას. მისი ცოლი და მდედრული განსახიერებაა ქალღმერთი სებეკეთი, რომელიც ლომისთავიან ქალაქ გამოისახებოდა

გაღმერთებული ცხოველები [რედაქტირება]

ძველ ეგვიპტურ რელიგიში გაღვთაებრივებული ცხოველების სიმრავლე, შესაძლოა, იქაური ფაუნის სიმწირით იყოს გამოწვეული.

ყველაზე მნიშვნელოვანი ღვთაებრივი ცხოველი იყო შავი ხარი - აპისი. მემფისის ტაძარში მუდამ ჰყავდათ ცოცხალი ხარი - ღვთაებრივი ხარის მიწიერი განსახიერება. როგორც თეთრი, ისე შავი ხარი წმინდა ცხოველად ითვლებოდა და მისი მკვლელი უმკაცრესაც ისჯებოდა. მკვდარი ხარისთვის ქვის უზარმაზარ სარკოფაგს აგებდნენ. თაყვანს ცემდნენ წმინდა ძროხასაც (”წიგნი ძროხისა”). ძველი ეგვიპტელები ცარგვალს ძოხის სახითაც გამოხატავდნენ, რომელსაც ტანზე ვარსკვლავები ასხდა.

გავრცელებული იყო ნიანგის კულტიც. ტაძრებში, გარდა აპისებიდა, ცოცხალი ნიანგებიც ჰყავდათ. მათ ქურუმები კვებავდნენ. სიკვდილის შემდეგ ნიანგს დააბალზამებდნენ და სარკოფაგში ჩაასვენებდნენ. საკულტო ცხოველებად მიიჩნევდნენ ცხვარსა და ლომსაც, აგრეთვე შავ ძაღლს, ტურას და ა.შ.

სარიტუალო წესჩვეულებები [რედაქტირება]
2004 წლის აპრილში ფრანგმა მეცნიერმა აღმოაჩინა ძველი ეგვიპტის ორი უძველესი სარკოფაგი

სულის მოსახსენიებელი სარიტუალო წესები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძველ ეგვიპტელთა რელიგიურ და კულტურულ ცხოვრებაში.

გარდაცვლილს ჭირისუფლები ტაძარში მიასვენებდნენ. იქ გვამს აბალზამებდნენ. მიცვალებულს ამოაცლიდნენ ყველა შინაგან ორგანოს, მათ შორის გულსაც, რომელსაც განსაკუთრებულ ჭურჭელში დებდნენ და გვამთან ერთად ინახავდნენ. გულს მთავარი როლი უნდა შეესრულებინა გარდაცვლილის საიქიო ცხოვრებაში. ეგვიპტელთა რწმენით, მიცვალებული გაცოცხლდებოდა, თუ მისი სხეული, ანუ სახ-ი, დაცული იქნებოდა.

ბევრჯერ სარკოფაგებში გარდაცვლილის ქანდაკებებიც აღმოუჩენიათ. ამ ფიგურებს ეგვიპტელები საგანგებოდ ატანდნენ მიცვალებულს, რათა გვამის განადგურების შემთხვევაში სულს თავშესაფარი მათში ეპოვა. აკეთებდნენ და გარდაცვლილს ატანდნენ სხვა ფიგურებსაც, რომლებიც მას იმ ქვეყნად მონებად და მსახურებად ეყოლებოდა. სარკოფაგის ახლოს სამარხში აწყობდნენ საომარ და შომის იარაღებს, ჭურჭელს და ათას წვრილმანს, რაც სიცოცხლეში სჭირდებოდა ადამიანს.

ეგვიპტელები თავიანთ მიცვალებულებს ისე ექცეოდნენ, როგორც ცოცხლებს: მიდიოდნენ სამარხებთან, მიჰქონდათ საჭმელი, ესაუბრებოდნენ, ლოცულობდნენ, გაჭირვების ჟამს შველასაც სთხოვდნენ და, წარმოიდგინეთ, წერილსაც კი უტოვებდნენ საჩინო ადგილას, რათა სარკოფაგიდან და სხეულიდან გამოსულ და კვლავ მობრუნებულ სულს იგი შეემჩნია და წაეკითხა.

მიცვალებულთა წიგნი [რედაქტირება]
”მიცვალებულთა წიგნი”. ფრაგმენტი

ძველ ეგვიპტელს სწამდა, რომ იმქვეყნიურ კეთილდღეობას სიცოცხლეში ყოველდღიური ლოცვით და რიტუალების ერთგულად შესრულებით მიაღწევდა. საჭირო იყო ბნელი ძალების წინააღმდეგ ბრძოლა და მომზადება საიქიო სამჯავროზე წარსადგომად. სწორედ ამიტომ შეიქმნა ”მიცვალებულთა წიგნი”. მასში აღწერილია ყველა ის საშუალება, რომელიც, ეგვიპტელთა რწმენით სულს სამჯავროზე დაეხმარებოდა.

ყველა მოვალე იყო, დაწვრილებით აღეწერა სამზეოზე გატარებული თავისი ცხოვრება. ასეთი აღწერა, როგორც წმინდა ტექსტი, გარდაცვლილს თან უნდა წაეღო. სამჯავროზე მიცვალებულის სული ამ ტექსტს კითხულობდა და ღმერთები მასში მოთხრობილ ამბავს ითვალისწინებდნენ. იმქვეყნიური ნეტარებისთვის ეგვიპტელი ხშირად ცრუობდა კიდეც. ამიტომ საიქიო სამჯავროზე მაინც გარდაცვლილის გული იყო მთავარი. აქ გული აიწონებოდა და გამოჩნდებოდა განსასჯელის ავი და კარგი საქმენი. რათა გულს არ გაეცა თავისი პატრონი, მიცვალებულის სული მაგიურ შელოცვებს წარმოთქვამდა.

ორი მაატის - ორმაგი ჭეშმარიტების დარბაზში, სადაც განსასჯელს მკაცრი გამოცდა ელოდა, სამსჯავრო სრული შემადგენლობით სუფევდა დიადი ღმერთის - რას მეთაურობით. იქ იყვნენ თოტი, ორმაგი ჭეშმარიტების დარბაზის ქურუმები და ქვესკნელის მეუფე ოსირისი. მათთან ერთად სამსჯავროს ესწრებოდა 42 ზებუნებრივი არსება. ყოველი მათგანი ერთ რომელიმე შეცოდებას განიკითხავდა. მიცვალებული წარმოთქვამდა სიტყვას, რომლითაც ამტკიცებდა თავის უცოდველობას. სამსჯავროზე რომ არ ემხილებინათ, იგი საგანგებოდ ჩამოთვლიდა 42 ზებუნებრივ არსებას, რითაც ერთგვარად მათ გულს იგებდა.

ძველი ეგვიპტელების წარმოდგენით, მართალი ადამიანის გული ბუმბულივით მსუბუქი იყო, ამიტომ ოსირისის სამსჯავროზე მას ბუმბული არ უნდა გადაეწოდებინა. განკითხვის დასასრულს თოტი და ანუბისი იწყებდნენ გულის აწონას. თუ დაიმსახურებდა, მიცვალებულისთვის საიქიოს კარი ღია იყო, თუ არა, ”სულთა მსვლეპი” იქვე შესანსლავდა ცოდვილ და უბედურ სულს,

არქიტექტურა [რედაქტირება]
ობელისკი ეგვიპტური იეროგლიფებით

ეგვიპტელები განთქმულნი იყვნენ არქიტექტურით მთელ იმდროინდელ მსოფლიოში. მათი ნაგებობები გეომეტრიული სიზუსტით არის აშენებული, რაც უდავოდ მოწმობს იმას, რომ ძველი ეგვიპტელები კარგად იცნობდნენ როგორც არქიტექტურას, ასევე მათემატიკას. ეგვიპტელთა მიერ აშენებული ნაგებობების მსგავსი ნაგებობების აშენებაც კი დღევანდელი ტექნიკით ძნელად მისაღწევია.

ეგვიპტელებს ჰქონდათ სპეციალური ქვის სამტეხლოები, სადაც მზადდებოდა სკულპტურული ნაკეთობები. ზოგჯერ მთლიანად კლდეში აქანდაკებდნენ ფარაონების, ან ღმერთების გამოსახულებებს. ამისი კარგი მაგალითია დიდი სფინქსი, რომლის სიმაღლე 20 მეტრია, სიგრძე კი 60 მეტრს აღემატება. სფინქსი არის ფარაონის თავიანი და ლომის ტანიანი ფიგურა, რომელიც ფარაონის ღვთაებრივი წარმოშობისა და სიძლიერის სიმბოლოა.


ეგვიპტელები ხშირად აშენებდნენ მაღალ სვეტებს - ობელისკებს. ობელისკების სიმაღლე ზოგჯერ 20 მეტრამდეც აღწევდა. ისინი ერთი მთლიანი გამოკვეთილი ქვა იყო და არა ცალ-ცალკე ქვებით აშენებული. 20 მეტრიანი ობელისკების აღმართვა ძნელი საქმე იქნებოდა. მათ სავარაუდოდ დახრილი სიბრტყის დახმარებით აღმართავდნენ. ობელისკებზე ეგვიპტური იეროგლიფებით ამოტვიფრული იყო ფარაონი ან რომელიმე ღვთაების სადიდებელი სიტყვები, ზოგჯერ კი დიდგვაროვანის (ფარაონი, ნომარქი) მთელი ისტორია იყო მოთხრობილი.
ხეფრენის პირამიდა და დიდი სფინქსი

ეგვიპტურ არქიტექტურაში ყველაზე ღირსშესანიშნავი მაინც პირამიდებია. მათი მშენებლობა ძვ. წ. XXVII საუკუნეში დაიწყეს. თავდაპირველად პირამიდის ფორმა საფეხუროვანი იყო, შემდეგ კი საფეხუროვანი კედლები სწორმა და მოპირკეთებულმა კედლებმა შეცვალა. პირველი პირამიდა ფარაონ ჯოსერს ეკუთვნოდა. მისი სიმაღლე 60 მეტრს აღემატებოდა. ჩვენამდე მოღწეულ ასამდე პირამიდიდიან თავისი სიდიდით გამოირჩევა ფარაონ ხეოფსის პირამიდა. იგი ძვ. წ. XXVI საუკუნეშია აგებული. მისი სიმაღლე 147 მეტრამდე იყო, დღეს კი 136 მეტრია დარჩენილი. გვერდების სიგრძე 233 მეტრია.მის მშენებლობაზე დაახლოებით 2300000 ლოდი დაიხარჯა. თითოეული ლოდი ორ ტონაზე მეტს იწონიდა. ძველი ეგვიპტელები ლოდების შესაწებლებად არავითარ დუღაბს არ იყენებდნენ. პირამიდის მშენებლობა დაახლოებით ოცი წელი გაგრძელდა. ეგვიპტის პირამიდები დღესაც არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად მიიჩნევა. ფარაონთა პირამიდები მსოფლიოს პირველი საოცრებაა.

დიდი პირამიდა - ერთადერთი შემორჩენილი საოცრება [რედაქტირება]
ხეოფსის პირამიდა

მაცხოვრის მოვლინებამდე დაახლოებით საუკუნე-ნახევრით ადრე სახელგანთქმულმა ბერძენმა მათემატიკოსმა ფილონ ბიზანტიელმა დაწერა მცირე რიტორიკური ტრაქტატი, რომელსაც ”დე სეპტუმ ორბის სპექტაკლეს”, ანუ ”სამყაროს შვიდი საოცრება” უწოდა. სამწუხაროდ, ამ ტრაქტატში შესული შვიდი საოცრებიდან სამი: სემირამიდას დაკიდებული ბაღები, როდოსის კოლოსი, ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში - უკვალოდაა გამქრალი. სამის - ალექსანდრიის შუქურის, მაუზოლუსის აკლდამისა (ჰალიკარნასში)[3] და არტემიდას ტაძრისა (ეფესო), მხოლოდ უმნიშვნელო ნამსხვრევებია დარჩენილი. რაც შეეხება ხეოფსის (ხუფუს) დიდ პირამიდას, ის ერთადერთია სამყაროს საოცრებათაგან, რომელსაც დრომ და ბედისწერამ, თითქმის ვერაფერი დააკლო.

სივრცე, რომელიც ამ უზარმაზარ ძეგლს უჭირავს, ერთად დაიტევს რომის წმინდა პეტრეს, უესტმისტერის სააბატოს, ფლორენციისა და მილანის უდიდეს ტაძრებს.

ხეოფსის პირამიდა 2.300 000 ქვის ბლოკითაა ნაგები და სიმაღლით 146 მეტრია. თითოეული ბლოკის წონა რამდენიმე ათეული ტონაა, ზოგიერთის კი 200 ტონასაც აღწებს. ხეფრენის (ხაფრა) პირამიდის სიმაღლე 143.5 მეტრია, მიკერინისა (მენკაურა) - 65.5 მ. ხეოფსის დიდი პირამიდის არქიტექტორია ხემიუნი.

პირამიდებზე, ისევე როგორც ეგვიპტური კულტურის სხვა სიმბოლოებზე, მრავალი მოსაზრებაა გამოთქმული. ერთერთი ინტერპრეტაციით, პირამიდა მთის სახეხატებაც არის, სიმბოლო დასაბამიერ და ქაოსურ წყალთან ამოზიდული იმ პირველი ბორცვისა, რომლითაც დაიწყო სიცოცხლე დედამიწაზე.

ხეფრენის პირამიდა (ძვ. წ. 2520 -ძვ. წ. 2494 წწ.) უფრო პატარაა, ვიდრე ხეოფსისა, მაგრამ უფრო მაღალი ჩანს, რადგან ოდნავ ამაღლებულ ადგილზეა აღმართული. მის წვერზე ახლაც არის შემორჩენილი თეთრი კირქვის ფილები, რომლითაც პირამიდა ერთ დროს იყო მოპირკეთებული.

პირამიდებთან სიახლოვე მარადიული სიცოცხლის კარიბჭესთან დგომასაც ნიშნავდა. ხეოფსის პირამიდის ირგვლივ ფარაონის წარჩინებული და დიდგვაროვანი მსახურები განისვენებენ.

დიდი ხუროთმოძღვარი [რედაქტირება]
მთავარი სტატია : იმჰოტეპი.

დიდი ეგვიპტელი ხუროთმოძღვარი იმჰოტეპი ცხოვრობდა ჩვ. წ.-მდე XXVIII საუკუნეში. მან შექმნა ფარაონ ჯოსერის სამარხის კომპლექსი, რომელიც აღმართულია საკარაში - ძველი მემფისის ისტორიულ ნეკროპოლში. იგი იყო წარჩინებული მოხელე - ყველა სამშენებლო სამუშაოს ხელმძღვანელი და ჯოსერის სამეფო კარის არქიტექტორი. იმჰოტეპს ეკუთვნის საკარაში საფეხუროვანი პირამიდის მშენებლობის იდეა. მანვე შეადგინა პროექტი და მშენებლობასაც თავად ხელმძღვანელობდა (ძვ. წ. 2630 წ.). აკლდამის გარშემო განლაგებული იყო 10 მ სიმაღლის გალავნით შემოზღუდული სასაფლაოები
ROMIS DAARSEBA
რომის დაარსების შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს. მიუხედავად ამისა, მისი დაარსების ბევრი საკითხი მაინც გამოცანად რჩება. რომი მდებარეობს ტიბრის ნაპირებზე, შვიდ ბორცვზე, ლაციუმის დაბლობში. ეს ადგილი არ გამოირჩევა ჯანსაღი ჰავით — ტიბროსის ყოველწლიური წყალდიდობის შედეგად მიმდებარე ველები იტბორებოდა და ჭაობდებოდა, რაც სხვადასხვა დააბადების გავრცელებას უწყობდა ხელს. მიუხედავად ამ ნაკლისა, აქ მსოფლიოში ერთერთი ადრეული ზესახელმწიფოს დედაქალაქი დაარსდა.
სექციების სია
[დამალვა]

    * 1 ლეგენდები
    * 2 თანამედროვე ისტორიკოსების მოსაზრებები
          o 2.1 რომის დაარსების თარიღის შესახებ
    * 3 არქეოლოგიური მასალები
    * 4 იხილეთ ასევე
    * 5 შენიშვნები
    * 6 გამოყენებული ლიტერატურა

ლეგენდები [რედაქტირება]
ენეოსი გარბის ალმოდებული ტროიდან

ყველაზე გავრცელებული ლეგენდის თანახმად, ტროას დაცემის შემდეგ გმირმა ენეოსმა და მისმა ახლობლებმა ბერძნებისგან თავი გაქცევით დააღწიეს. ისინი დასხდნენ გემზე და გასცურეს ბედის საძიებლად ეტრურიისკენ. იგი ჯერ მაკედონიაში გაჩერდა, შემდეგ სიცილიაში და ბოლოს დაბინავდა ლავრენტიუმში. მათ ჯერ კონფლიქტი მოუვიდად ადგილობრივ მეფე ლათინუსთან, შემდეგ კი ზოგი ვერსიით ენეოსმა დაამარცხა ლათინი და ისინი დანათესავდნენ, ხოლო სხვა ვერსიით კი ბრძოლის დაწყების წინ ლათინი წინ გამოვიდა და გამოჰკითხა ჩამოსულებს, თუ ვინ იყვნენ და საიდან, როდესაც შეიტყო მათი ამბავი, გადაწყვიტავ დამეგობრება. მეგობრობის ნიშნათ კი მიათხოვა საკუთარი ქალიშვილი ენეოსს. ამის შემდეგ ტროადანწამოსულებმა დაარსეს ქალაქი, რომელსაც ენეოსის ცოლის საპატივცემლოდ ლავინიუმი დაარქვეს. მალე ენეოსს შეეძინა ვაჟი ასკანიუსი.

ლათინუსი მალე დაიღუპა რუტულების მეფე ტურნუსთან ბრძოლაში, რის შემდეგაცვ დამარცხებულმა რუტულება დახმარება ეტრუსკული ქალაქი ცერეს მეფეს სთხოვეს. ეტრუსკებს აღელვებდათ ახალი სახელმწიფოს შექმნა და მიიჩნევდნენ მას თავისი უსაფრთხოებისთვის სახიფათოდ, ამიტომ დათანხმდნენ კავშირზე. ენეოსმა კი ასეთი განსაცდელის წინაშე გააერთიანა თავისი ერი აბორიგენებთან და ორივე ერს უწოდა ლათინები. ლათინების და ეტრუსკების ბრძოლაში ლათინებმა გაიმარჯვეს, ხოლო ენეოსი დაიღუპა, იგი დაკრძალეს მდინარე ნუმიკთან და იუპიტერი გვარისდამწყები.

ენეოსის სიკვდილის სემდეგ მისი ვაჟი ასკანიუსი ჯერ პატარა იყო. ლავინიუმს კი მისი დედა (ზოგი ვერსიით კი დედინაცვალი) ლავინია მართავდა. როდესაც გაიზარდა, ლავინიუსმა გადაწყვიტა დაეტოვებინა აყვავებული ლავინიუმი ლავინიასთვის და დაარსა ალბანეთის ქედის ძირში ქალაქი ალბა-ლონგა. ასკანიუსის სიკვდილის შემდეგ კი გამეფდა მისი ვაჟი სილვიუსი.

სილვუსის შთამომავლები იყვნენ ალბა-ლონგას მეფე ნუმიტორი და მისი ძმა ამულიუსი. ამულიუსმა ხელში ჩაიგდო ძმის ტახტი და მის ძმისშვილის, რეა სილვიას შვილების გაჩენის საფრთხე რომ აეცილებინა თავიდან , დანიშნა იგი ქალღმერთ ვესტას ქურუმად. თუმცა აღმოჩნდა, რომ რეა სილვია ორსულად იყო, რაც მიუღებელი გახლდათ ვესტას ქურუმთა წესების მიხედვით, ამიტომ ქალი ყველასაგან მოშორებით დაამწყვდიეს.

ორსულობის გამჟღავნების შემდეგ, რეა სილვიამ ბავშვის მამად მარსი გამოაცხადა. ქურუმი რეა დაატყვევეს, მეფემ კი ახალშობილების მდინარეში გადაყრა ბრძანა. ადიდებული ტიბროსისის გამო მსახურმა ბავშვები მდინარის პირას დატოვა, სადაც, ლეგენდის თანახმად, ისინი ჯერ ძუ მგელმა იპოვა რძით გამოკვება, შემდეგ კი მწყემსმა ფაუსტულმა და თავის ცოლს ლარენციას გადასცა ისინი აღსაზრდელად.

რომულუსი და რემუსი ძლიერი და ლამაზი ბიჭები იზრდებოდნენ. მათ გარშემო იკრიბებოდნენ ახალგაზრდა მწყემსები და მონადირეები. ლუპერკალიუმის დღესასწაულზე ყაჩაღებმა მოიტაცეს რემუსი და ამულეუსთან მიიყვანეს და დაადანაშაულეს ნუმიტორის მიწებიდან საქონლის მოპარვაში. ამ ბრალდებით ისინი ნუმიტორს გაუგზავნეს დასასჯელად. ამ ვითარებაში ფაუსტულმა გაუმხილა რომულუსს მისი და რემუსის პოვნის ამბავი, იგი უკვე მანამდეც ეჭვობდა რომ ზრდის მეფის ჩამომავლებს.

რომულუსმა მოაწყო მეფე ამულეუსის მკვლელობა და ღიად შეება ნუმიტორს. ალბა–ლონგაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, ძმებმა არ მოისურვეს ქალაქში დარჩენა და დამოუკიდებლად ქალაქის დაარსება განიზრახეს. ამ ნაბიჯისკენ მათ იმ ფაქტმაც უბიძგა, რომ მათ გარშემო შეკრებილ გაქცეულ მონებთან ქალაქის მოქალაქეებს ურთიერთობის სურვილი არ ჰქონდათ. ვერ მოასწრეს ძმებმა ქალაქის მშენებლობის დაწყება, როდესაც ადგილის არჩევის გამო წაიჩხუბეს. რომულუსმა პალატინის ბორცვი აარჩია, ხოლო რემუსს სურდა ქალაქის რემორიასთან დაარსება. ძმებმა გადაწყვიტეს ფრინველებზე მკითხაობით გადაეწყვიტათ ეს საკითხი, რომულუსის მხრიდან ექვსი ძერა გამოფრინდა ხოლო რემუსის მხრიდან ორჯერ მეტი. ზოგი ამბობს, რომ რომულუსმა მოიტყუა და რემუსი რომ მივიდა ფრინველები მხოლოდ მაშინ გამოფრინდნენ.

რემუსი ამის გამო განრისხდა და როდესაც რომულუსმა კედლის გარშემო თხრილის თხრა დაიწყო, რემუსი მას დასცინოდა და საქმეს უფუჭებდა. ერთხელაც გადაახტა თხრილს და მკვდარი დაეცა. ზოგი ამბობს რომ იგი რომულუსმა მოკლა, ხოლო სხვები ამბობენ, რომ რომულუსის მეგობარმა ცელერუსმა.

რემუსის დაკრძალვის შემდეგ რომულუსმა დაასრულა ქალაქის მშენებლობა. მან ერუტრიიდან მოიწვია ქურუმები ქალაქის საკურთხევლად. გავრცელებული აზრის მიხედვით რომი დაარსდა მაისის კალენდებამდე 11 დღით ადრე, მეექვსე ოლიმპიადიდან მესამე წელს (ძვ. წ. 753 წლის 21 აპრილი).

ზემოთ მოთხრობილი ლეგენდა რომაელ ისტორიკოსს ტიტუს ლივიუსს აქვს გადმოცემული. იგი წერს რომ ვინაიდან ეს მოვლენები ძალიან დიდი ხნით ადრე მოხდა, მას არ შეუძლია მათ სანდოობაზე საუბარი. მან მხოლოდ თავი მოუყარა გავრცელებულ ლეგენდას. პლუტარქე რომულუსის ბიოგრაფიაში წერს კიდევ სხვა ლეგენდებზეც. მათ საერთო ის აქვთ, რომ რომი ტროადან ჩამოსულმა ხალხმა, ან მათმა ჩამომავლებმა დაარსეს.

ერთერთი ლეგენდის მიხედვით ტროადან ჩამოსულები შემთხვევით აღმოჩდნენ ლაციუმის ნაპირებთან. ქალები მგზავრობას ცუდად იტანდნენ, ამიტომ კაცების არყოფნაში ვინმე რომას შეგულიანებით გადაწვეს გემები. როდესაც კაცები დაბრუნდნენ, ჯერ განრისხდნენ, შემდეგ კი მოუწიათ ამ ადგილას დასახლება. ახალ ქალაქში ტროელებს საქმეები კარგად წაუვიდათ, და ამიტომ ქალაქს უწოდეს რომი, რომას საპატივცემლოდ.

სხვა ლეგენდით კი სახელი რომს დაარქვა რომამ, ენეოსის ცოლმა. კიდევ ერთი ვერსიით რომი დაარსა რომანუსმა, ოდისევსის ვაჟმა.

რომულუსის წარმოშვებაზეც ალტერნატიულ ვერსიას გვთავაზობს პლუტარქე, ერთერთი ლეგენდის თანახმად რომულუსი ენეოსის ვაჟი იყო და ის და რემუსი მცირეწლოვანები იყვნენ როდესაც იტალიაში მოხვდნენ. სხვა ლეგენდით კი რომულუსი რომას ვაჟია, ვინც გადაწვა გემები. პლუტარქეს კიდევ სხვა ვერსიებიც აქვს მოყვანილი, მაგრამ ეს ალბათ არაა რომის დაარსების შესახებ არსებული ლეგენდების სრული ჩამონათვალი.

თანამედროვე ისტორიკოსების მოსაზრებები [რედაქტირება]

თანამედროვე ისტორიკოსები ნდობის გარეშე უყურებენ რომის დაარსების შესახებ ლეგენდებს. ისინი ამ ლეგენდებს მხოლოდ ერთ რამეში ეთანხმებიან, ქალაქრ არ წამოშობილა სპონტანურად, ბუნებრივი დასახლების შედეგად. ამის ერთერთი მიზეზი ცუდი ჰავაა. თეოდორ მომზენი მიიჩნევს რომ რომი თავის წარმოშობაში უნდა უმადლოდეს სტრატეგიულ განლაგებას. ტიბროსი იყო ლათინებისა და ეთუსკებს შორის ბუნებრივი საზღვარი, და რომი, რომელით თავდაპირველად პალატინის ბორცვზე ციხესიმაგრეს წარმოადგენდა, ასრულებდა ავანპოსტის ფუნქციებს. იგი ასევე მდებარეობდა ლათინების სავაჭრო გზების გზაჯვარედინზე, რამაც უზრუნველყო მისი მნიშვნელობა ვაჭრობაში. კიდევ ერთი, იგი მოხერხებული პორტი იყო როგორც საზღვაო გემებისთვის, ასევე მდინარეზე მოცურავე ნავებისთვის. ამრიგად ვისაც არ უნდა დაეარსებინა რომი, იგი დაარსეს როგორც თავდაცვის და სავაჭრო პუნქტი.

მომზენის მიხედვით1 რომის პირველი მოსახლეები სამი ტომის წარმომადგნლები იყვნენ, ორნი აქედან რამნები და ლუცერები ლათინური წარმოშვების იყვნენ, ხოლო ტიციები კი საბინები იყვნენ. ასეთი კავშირის სასარგებლოდ მეტყველებს ლეგენდა რომის დაარსების შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ რომაელთა და საბინთა ომის2 შედეგად საბინები გადმოსახლდნენ რომში და შეიქმნა სამი ტრიბი, ორი ლათინური მესამე კი საბინური. იმავეს ადასტურებს ლინგვისტური ანალიზიც, ლათინურ ენაში გაყოფა და ნაწილი არის tribuere (გასამება) და tribus (მესამედი).

მიუხედავად ცუდი ჰავისა რომმა საკმაოდ მოკლე ხანში მიაღწია ლაციუმში დომინირებას. ალბათ ეს იმიტომ მოხდა, რომ ლათინები უმეტესად მიწათმოქმედებით იყვნენ დაკავებული და გაუმაგრებელ დასახლებებში ცხოვრობდნენ, ხოლო ადრეული რომაელები კი გამაგრებული სავაჭრო ქალაქის მოქალაქეები გახდნენ. შესაძლოა ლეგენდა იმაშიც მართალია, რომ ქალაქში ბევრი თავგადასავლების მაძიებლები ჩამოდიოდნენ და სახლდებოდნენ. მომზენი რომაელებისა და დანარჩენი ლათინების ურთიერთდამოკიდებულებას ქალაქელებისა და სოფლელების დამოკიდებულებას ადარებს. ვაჭრობის ხარჯზე რომი სწრაფად მდიდრდებოდა და იზრდებოდა.

რომი თავდაპირველად, როგორც ავღნიშნეთ, პალატინის ბორცვზე აშენდა. მისი გალავანი ჯერ კიდევ ტაციტის დროს ჩანდა. პალატინზე იყო რომაელთა სიწმინდეები და იგი იყო საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრი. აქ იყო წმინდა ორმო, რომელშიც ახალი მოქალაქეები ინახავდნენ სანოვაგეს და ყრიდნენ თავისთვის ძვირფას მუჭა მიწას (რაც ასევე ეთანხ,ება ლეგენდას რომის დაარსების შესახებ).

პალატინის ბორცვის გარდა დასახლებული იყო კვირინალის ბორცვიც. უცნობია თუ რა კავშირები იყო ამ ორ დასახლებას შორის, მაგრამ ასეა თუ ისე, მოხდა მათი შერწყმა, თუმცა კვირინალზე არსებულ კულტებს საკუთარი ქურუმები ჰყავდათ და მათი რელიგიური კულტები არ შრწყმულა. ეს ალბათ მიუთითებს ამ ორი დასახლების მშვიდობიან შერწყმაზე.

რომის დაარსების თარიღის შესახებ [რედაქტირება]

ჯერ კიდევ რომაელები ცდილობდნენ დაედგინად რომის დაარსების თარიღი. მიიჩნეოდა რომ ეს მოხდა ძვ. წ. 758-ძვ. წ. 728 წლების ინტერვალში. რომაელმა ისტორიკოსმა მარკუს ტერენციუს ვარონმა ივარაუდა რომ ეს იყო ძვ. წ. 753 წელი. ოქტავიან ავგუსტუსის ბრძანებით კი რომაული წელთაღრიცხვა (AVC)3 სწორედ ამ წლიდან დაიწყო. ხოლო კაპიტოლიუმის ფასტებში ეწერა ძვ. წ. 752 წელი. მიუხედავად წლიებში ასეთ უთანხმოებაზე, ყველა ვერსია თანხმდება რომ ეს მოხდა 21 აპრილს, ქალღმერთ პალესის დღესასწაულზე.

ლეგენდის თანახმად რომის დაარსება მოხდა ტროას დაცემიდან (ძვ. წ. 1182) 437 წლის შემდეგ, ამრიგად არა 753 წელს, არამედ ძვ. წ. 745 წელს. მარკუს ველეიუს პატერცულუსის თანახმად ეს მოხდა მზის დაბნელებამდე ცოტა ხნით ადრე. მოცემულ პერიოდში კი რომიდან ჩანდა მზის დაბნელება ძვ. წ. 745 წლის ივნისს. ვარონის დროს კი ალბათ კონსულთა სიაში ბევრი შეცდომები იყო, რადგან მის მიხედვით პირველი კონსულები 245 avc წელს იყვნენ არჩეულნი.

ანტიკური ავტორების თანახმად რომულუსი ჩაისახა ეგვიპტური თვის ქოიაქის 23 დღეს, მზის სრული დაბნელებისას. ეს მზის დაბნელება მოხდა ძვ. წ. 763 წლის 15 ივნისს და რომში იყო სულ 62% და დაიბადა ტროთის თვის 21 დღეს. იმ წელს ეს თვე 2 მარტს დაიწყო, ამრიგად რეა სილვიას ფეხმძიმობა 281 დღე გაგრძელდა და რომულუსი 23 მარტს დაიბადა. რომი კი დაარსდა ფარმუთის თვის 9 დღეს, ანუ 21 აპრილს.

როდესაც რომულუსმა რომის მშენებლობა დაიწყო, საბერძნეთში მზის დაბნელება მოხდა. ხოლო როდესაც იგი გაქრა, ლეგენდის თანახმად იგი 54 წლის იყო. მაშინ კი რომში სრული მზის დაბნელება იყო. ცნობილია რომ 93% მზის დაბნელება მოხდა ძვ. წ. 709 წლის 17 ივლისს (კვინტილიუსის ნონებში). პლუტარქეს თანახმად რომულუსი მეფობდა 37 წელი, ამრიგად ამ მზის დაბნელებით შეიძლება განისაზღვროს რომულუსის მეფობის წლები 745-709. ეს ეთანხმება კვინტუს ფაბიუს პიქტორის მოსაზრებას, რომელიც წერს რომ რომი დაარსდა მერვე ოლიმპიადის მეხუთე წელს, ანუ ძვ. წ. 747 წელს.4

არქეოლოგიური მასალები [რედაქტირება]

დებატები რომის დაარსების საკითხზე დღემდე არ წყდება. ზოგი მიიჩნევს ლეგენდარულ ამბებს სიმართლის გადმოცემად, ზოგი კი სკეპტიკურად უყურებს მას. არქეოლოგია საშუალებას გვაძლევს გავერკვიოთ თუ რა და როგორ მოხდა. პალატინის ბორცვის გათხრების შედეგად აღმოჩენილ იქნა უძველესი გალავანი, რომელიც ძვ. წ. VIII საუკუნის შუა პერიოდით თარიღდება. თუმცა არქეოლოგიური მონაცემების თანახმად პალატინზე ჯერ კიდეც ძვ. წ. IX საუკუნეში არსებობდა დასახლება.

იტალიელმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს რეგია - ნუმა პომპილიუსის მიერ აშენებული სასახლე, დიდი საბანკეტო დარბაზით, რომელიც თარიღდება VIII საუკუნის მეორე ნახევრით. 5
ROMAULI LITERATURA
რომაული ლიტერატურა წარმოადგენს ლათინურ ენაზე დაწერილ ლიტერატურულ ნაწარმოებებს რომის დაცემამდე. რომაულ ლიტერატურას ძველ ბერძნულ ლიტერატურასთან ერთად უკავია მნიშვნელოვანი ადგილი ანტიკურ ლიტერატურაში. მიუხედავად სიძველისა იგი დღესაც ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია. რომაული ლიტერატურის უზველესი ძეგლები ძვ. წ. III საუკუნეს მიეკუთვნება. მან განიცადა ბერძნული ლიტერატურის გავლენა, მაგრამ მიუხედავად ამისა გამოირჩევა ორიგინალურობით. ასევე რომაულ ლიტერატურაში ჩამოყალიბდა ჟანრები, რომლებიც მანამდე არ არსებობდა ბერძნულ ლიტერატურაში, შემდეგ კი მან უდიდესი ზეგავლენა მოახდინა ევროპულ ლიტერატურაზე.

რომაული ლიტერატურის დაყოფა ხდება ეპოქების მიხედვით და ყოველ ეპიქას თავისი დამახასიათებელი ნისნები აქვს.
სექციების სია
[დამალვა]

    * 1 უძველესი პერიოდი
    * 2 არქაული პერიოდი
          o 2.1 პოეზია
                + 2.1.1 გნეუს ნევიუსი
                + 2.1.2 კვინტუს ენიუსი
          o 2.2 პროზა
          o 2.3 კომედია
                + 2.3.1 პლავტუსი
                + 2.3.2 ტერენციუსი
                + 2.3.3 სხვა კომედიოგრაფები
          o 2.4 ტრაგედია
    * 3 ლიტერატურის ოქროს ხანა
          o 3.1 სატირა
          o 3.2 პროზა
                + 3.2.1 ციცერონი
                + 3.2.2 კეისარი
                + 3.2.3 სხვა ორატორები და პროზაიკოსები
                + 3.2.4 ისტორიოგრაფია
                      # 3.2.4.1 ტიტუს ლივიუსი
          o 3.3 პოეზია
          o 3.4 სხვა მნიშვნელოვანი მოღვაწეები
    * 4 ლიტერატურის ვერცხლის ხანა
          o 4.1 რიტორიკა
          o 4.2 პოეზია
          o 4.3 სენეკას სტილი
          o 4.4 სატირა
          o 4.5 პროზა
          o 4.6 ფილოსოფია
          o 4.7 ისტორიოგრაფია
    * 5 გვიანდელი პერიოდი
    * 6 გამოყენებული ლიტერატურა

უძველესი პერიოდი [რედაქტირება]

მხატვრული ლიტერატურა რომში წარმოიშვა შედარებით გვიან. რომი უკვე ჩამოყალიბებული ქალაქ-სახელმწიფო იყო, რომელიც აკონტროლებდა თითქმის მთელ იტალიას, ხოლო ლიტერატურა კი როგორც ასეთი ჯერ ჩანასახოვან სტადიაზე იყო. ფართოდ გავრცელებული იყო ფოლკლორი, მითები და ლეგენდები, ასევე რიტუალური გიმნები, მაგრამ ლიტერატურა თანამედროვე გაგებით არ არსებობდა.

ლიტერატურის განვითარების ასეთ სურათზე ალბათ იმან იმოქმედა რომ ბერძნულ გავლენამდე რომაელები განიცდიდნენ ეტრუსკული კულტურის გავლენას, ხოლო ამ უკანასკნელებს უმეტესად რელიგიური დანისნულების მწერლობა ჰქონდათ და არა მხატვრული ლიტერატურა. შესაბამისად რომშიც მწერლობა რელიგიას ემსახურებოდა.

რომაული პოეზიის უძველესი ძეგლებიც სწორად რელიგიური გიმნებია. ტიტუს ლივიუსისგან ვიცით თუ რა სახით შემოვიდა ეტრუსკებისგან რელიგიური გიმნების სიმღერის ტრადიცია. ეს ძვ. წ. 364 წელს მოხდა, ეპიდემიის დროს ღმერთების გულის მოსაგებად რომაელებმა ეტრუსკი მომღერლები მოიწვიეს გიმნების შესასრულებლად.

რომაული ფოლკლორი როგორც ავღნისნეთ ძალიან მდიდარია. რომაელი ისტორიკოსები გადმოგვცემენ ქალაქის ისტორიას სავარაუდო დაარსების თარიღიდან ძვ. წ. 753 წლიდან საკმაოდ ზუსტად და დაწვრილებით, თუმცა ისინიც საკმაოდ კრიტიკულად აფასებენ ამ დაარსების სესახებ არსებულ გადმოცემებს. ლივიუსი გვამცნობს რომ ძვ. წ. 390 წელს რომი გალებმა აიღეს გა გადაწვეს, ამიტომ მანამდე მომხდარი მოვლენები არა დოკუმენტურად არამედ გადმოცემების სახით უფრო შემორჩა.

პირველ რომაელ მწერალად მიიჩნევენ აპიუს კლავდიუს ბრმას, რომელიც ძვ. წ. IV - III საუკუნეების პოლიტიკური მოღვაწე იყო. მან შექმნა სენტენციების კრებული, რომელმაც ძალიან მწირად მოაღწია ჩვენამდე, ჩაატარა ორთოგრაფიის რეფორმა, დაწერა იურიდიული ტრაქტატები და ერთი სამხედრო პოლიტიკური სიტყვა პიროსის წინააღმდეგ.

არქაული პერიოდი [რედაქტირება]

დიდი საბერძნეთის დაპყრობის შემდეგ დაიწყო რომაული კულტურის ელინიზაცია. III საუკუნის შუა პერიოდისთვის ეტრურიამ დაკარგა თავისი პოლიტიკური და კულტურული მნისვნელობა, მათი გავლენა კი ბერძნულმა გავლენამ ჩაანაცვლა. თუ მანამდე განათლებულმა რომაელებმა მსობლიური ლათინურის გარდა იცოდნენ ეტრუსკული ენა ახლა უკვე ბერძნულს სწავლობდნენ. ამან გამოიწვია რომაელების მიერ ბერძნული ლიტერატურის გაცნობა, რომელიც უკვე ჩამოყალიბებული იყო.

რომში ბერძნული ლიტერატურის პოპულარიზაციაში დიდი როლი ითამაშა ლივიუს ანდრონიკუსმა, რომელიც ტყვედ იყო ჩამოყვანილი რომში. იგი ასწავლიდა ბერძნულ და ლათინურ ენებს. მან პირველად თარგმნა ჰომეროსის პოემა ოდისეა ლათინურად. ამის გარდა იგი თეატრისთვის წერდა და თარგმნიდა პიესებს. მიუხედავად იმისა რომ მის ლათინურს საკმაოდ ცუდად აფასებდნენ, მან მოახდინა რომის კულტურაში ნამდვილი რევოლუცია.

პოეზია [რედაქტირება]

გნეუს ნევიუსი [რედაქტირება]

პირველი რომაელი პოეტი გახდა გნეუს ნევიუსი. იგი მოღვაწერობდა პირველი პუნიკური ომის შემდეგ. ნევიუსმა გაამდიდრა პოეზია და კომედია რომაული სიუჟეტებით. კომედიებში იგი ღიად დასცინოდა რომის სახელმწიფო მოღვაწეებს, რისთვისაც მოგვიანებით სასტიკად დაისაჯა. მან დაწერა პოემა "პირველი პუნიკური ომის შესახებ" რომელიც ძველ რომში ძალიან პოპულარული იყო.

კვინტუს ენიუსი [რედაქტირება]

მეორე განთქმული რომაელი პოეტი იყო კვინტუს ენიუსი, რომლის ეპიკურ პოემას ანალები ვერგილიუსის ენეიდამდე ბადალი არ ჰყავდა. მიუხედავად იმისა რომ იგი არ იყო ლათინი და ლათინური ენა მისთვის მსობლიური არ იყო, მან მოახდინა რომაულ პოეზიაში გადატრიალება. მან ლათინური პოეზიისთვის დამახასიათებელი ლექსის წყობა შეცვალა.
ფაილი:Cato.jpeg
კატონი უფროსი

პროზა [რედაქტირება]

პოეზიისგან და დრამისგან განსხვავებით პროზა რომში უფრო მოგვიანებით განვითარდა. რომაული პროზის პირველი ცნობილი წარმომადგენელია მარკუს პორციუს კატონი (უფროსი). იგი ძირითადად ისტორიასა და ორატორობაზე წერდა, რაც მოგვიანებით რომაული მხატვრული პროზის ძირითადი ჟანრები გახდა. კატონი ბერძნული გავლების დიდი მოწინააღმდეგე იყო და ცდილობდა თავისი პროზით დაემტკიცებინა რომ ბერძნული გავლენის გარეშეც შეუძლიათ რომაელებს საკუთარი ლიტერატურის შექმნა.

ისტორიოგრაფია რომაელთათვის არ იყო ახალი, მაგრამ კატონამდე რომაელი ისტოტრიკოსები (უმცროსი ანალისტები) წერდნენ ბერძნულად, რადგან რომის ისტორია წარმოადგენდა რომის სიდიადის პროპაგანდის საშუალებას ხმელთაშუა ზღვისპირეთში, ამიტომ განკუთვნილი იყო არა რომაელებისთვის არამედ უმეტესად ბერძნებისთვის.

ციცერონისთვის ცნობილი იყო კატონის 150 სიტყვა. მის ნაწარმოებებში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო "საწყისები" (Origines), რომისა და იტალიის ისტორიის შესახებ. ჩვენამდე სრულად კატონის ვერცერთმა ნაწარმოებმა ვერ მოაღწია.

კომედია [რედაქტირება]

პლავტუსი [რედაქტირება]

მოცემული პერიოდის ყველაზე გამოჩენილი რომაელი კომედიოგრაფი იყო ტიტუს მაკციუს პლავტუსი. მას 130 კომედიას მიაწერდნენ, მაგრამ ძვ. წ. I საუკუნეში რომაელმა მეცნიერმა ვარონმა მხოლოდ 21 კომედია მიიჩნია ნამდვილად პლავტუსის ავტორობით. ამ კომედიებმა დღემდე მოაღწია. მათ შორის ყველაზე პოპულარულებია "განძი", "კურკულიონი", "ტყუპები", "ტრაბახა მეომარი", "მატყუარა მონა", "ტყვეები" და "ამფიტრიონი".

ტერენციუსი [რედაქტირება]

პუბლიუს ტერენციუსი წარმოშვებით კართაგენელი იყო. მან დაწერა 6 კომედია, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია. ესენია: "ადრიანიკა" (ძვ. წ. 166), "დედამთილი" (ძვ. წ. 165), "თვითმგვემი" (ძვ. წ. 163), "საჭურისი" (ძვ. წ. 161), "ფორმიონი" (ძვ. წ. 161) და "ძმები" (ძვ. წ. 160). მისი კომედიები უკვე სუფთა რომაული იყო და მოქმედი პირები არა ბერძნები, არამედ რომაელები იყვნენ.

სხვა კომედიოგრაფები [რედაქტირება]

ცეცილიუს სტაციუსი

ტრაგედია [რედაქტირება]

კომედიაზე მეტად, ბერძნული გავლენა იგრძნობა რომაულ ტრაგედიაში. რომში ტრაგედიებს წერდნენ ენიუსი და სხვა დრამატურგები, მაგრამ ტრაგედიამ ვერ დაიმკვიდრა რომში თავი. რამდენადაც პოპულარული იყო კომედია, იმდენად წარუმატებელი გახდა ტრაგედია. თანაც რომაულ მითოლოგიაში ტრაგედიისთვის შესაბამისი სიუჟეტები არ არსებობდა. ამრიგად ტრაგედიამ რომის ფართო მასებში პოპულარობას ვერ მიაღწია და ვიწრო განათლებული წრის ხვედრი გახდა.

ლიტერატურის ოქროს ხანა [რედაქტირება]

ლიტერატურის კლასიკური პერიოდი იწყება ძვ. წ. II საუკუნის ბოლოდან. ლიტერატურის საგანი გახდა პოლიტიკური მდგომარეობა და რომში წარმოიშვა პუბლიცისტიკა. პოლიტიკოსები თავის სიტყვებს აქვეყნებენ, წერენ ბიოგრაფიებს და ავტობიოგრაფიებს, მემუარებს და ა.შ. გაიუს გრაქხუსი თავის პოლიტიკურ პროგრამას აქვეყნებს "ეპისტოლეს" სახით. ამ პერიოდში ასევე სწრაფად განვითარდა ისტორიოგრაფია. საბოლოოდ გარომაულდა კომედიაც. ამ ჟანრმა ჩამოიშორა ბერძნული სიუჟეტების გავლენა და სუფთა რომაულ რეალიებს ასახავდა.

სატირა [რედაქტირება]

რომში წარმოიშვა სრულიად ახალი ჟანრი, რომელსაც არ აქვს ანალოგი ბერძნულ ლიტერატურაში, ეს არის სატირა. სატირის ფუძემდებელი არის გაიუს ლუცილიუსი. სატირაში ავტორი უშიშრად აკრიტიკებდა თავის თანამედროვეობის ზნეობის ვარდნას. ამ ჟანრმა ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა.

პროზა [რედაქტირება]
ციცერონი

ციცერონი [რედაქტირება]

ოქროს ხანის ლათინური პროზის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელია მარკუს ტულიუს ციცერონი. რომის რესპუბლიკის უდიდესი ორატორის მოღვაწეობით იწყება ლათინური ლიტერატურის ოქროს ხანა, ანუ კლასიკური ლათინური.

ციცერონის ლიტერატურული მოღვაწეობა ზალიან მდიდარია. მას ეკუთვნის სიტყვები ორატორულ ხელოვნებაზე, იურისპრუდენციაზე, რომაულ სამართალზე, სახელმწიფო წყობაზე და ა.შ. მის ორატორულ ხელოვნებაში ლათინური ენა აყვანილია ახალ სიმაღლეებზე. მას ასევე ეკუთვნის ნამუშევრები ორატორული ხელოვნების თეორიაზე, ფილოსოფიაზე და ისტორიაზე.

გარდაცვალების შემდეგ იგი გახდა რომაელი ლიტერატორებისთვის მისაბაძი ეტალონი.
გაიუს იულიუს კეისარი

კეისარი [რედაქტირება]

გაიუს იულიუს კეისარი რომაული ლიტერატურის სრულიად განსხვავებულ სტილს გვთავაზობს. მისი ორატორობა სრულიად განსხვავდება ციცერონისეულ გამდიდრებული აზიური სტილისგან. იგი იყო მშრალი ლაკონური ახალატიური სტილის წარმომადგენელი, თუმცა სიმშრალე მის ლიტერატურას სულაც არ ავნებს. კეისარის ლიტერატურული მემკვიდრეობიდან ჩვენამდე მოაღწია "გალური ომების შესახებ ჩანაწერებმა" და "სამოქალაქო ომის შესახებ ჩანაწერებმა". ამ ნაწარმოებების ენა ლაკონური და მკაფიოა.

სხვა ორატორები და პროზაიკოსები [რედაქტირება]

ამავე პერიოდში მოღვაწეობდნენ ორატორები გორტენზიუსი, მარკუს ბრუტუსი, მაგრამ მათმა შემოქმედებამ ჩვენამდე ვერ მოაღწია.

პროზის ერთერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი იყო მარკუს ტერენციუს ვარონი, რომელიც წერდა ფილოსოფიაზე, ფილოლოგიაზე, სიძველეებზე, ორატორობის თეორიაზე, სამართალზე, ნავიგაციაზე, სასოფლო მეურნეობაზე და ა.შ. კატონის შემდეგ იგი იყო რომაული მეცნიერული პროზის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი.

ისტორიოგრაფია [რედაქტირება]

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ამ პერიოდში განვითარდა რომაული ისტორიოგრაფიაც. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლები იყვნენ ტიტუს ლივიუსი, გაიუს სალუსტიუს კრისპუსი და კორნელიუს ნეპოსი. მათ ლიტერატურა ახალ დონეზე აიყვანეს, როდესაც მხატვრულ პროზას უკვე ორატორობასთან ჭიდილი შეეძლო.
ტიტუს ლივიუსი

ტიტუს ლივიუსი [რედაქტირება]

ტიტუს ლივიუსმა ახალი დიდი ნაბიჯი გადადგა რომაულ ისტორიოგრაფიაში. მან დაისახა გრანდიოზული ამოცანა - აღეწერა რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან. თანამედროვე მკვლევარები ლივიუსს აბრალებენ ანალიზის არ ქონას და წყაროებისადმი ზედმეტ ნდობას, მაგრამ ლივიუს არც ჰქონდა მიზნად დასახყული მოვლენების გაანალიზება, ხოლო რაც შეეხება წყაროებს იგი თვითონ უსვავს ხაზს რომის დაარსების ლეგენდისადმი კრიტიკულ დამოკიდებულებას, შემდეგ კი გალების მიერ რომის აღებაზე იგი მიუთითებს რომ მანამდე აღწერილი მოვლენები ნახევრად ლეგენდარულია და გადმოცემებითაა ცნობილი. კრიტიკის მიუხედავად უნდა ვაღიაროთ რომ ლივიუსის ნაშრომი ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მოცემულ დარგში. სამწუხაროდ მისი ისტორიის მხოლოდ 1/4 მოაღწია ჩვენამდე.

ლივიუსის ლიტერატურული ნიჭი კი ყველა შეფასებით უმაღლეს დონეზეა, იგი ცოცხალი ენით აღწერს მოვლენებს, გადმოგვცემს გმირების სიტყვებს და მიისწრაფის წარსულის გმირობები ახალი თაობისთვიოს მაგალითი გახადოს. როგორც ლიტერატურული ეპოსი "რომის ისტორიას" ბადალი არ ჰყავს. ერთერთმა თანამედროვე მკვლევარმა ლივიუსს რომაელი ჰომეროსი უწოდა.
ჰორაციუსი

პოეზია [რედაქტირება]

რომაული პოეზიის ოქროს ხანა უფრო გვიან დადგა, ოქტავიან ავგუსტუსის მმართველობის პერიოდში. პოლიტიკურ ცხოვრებაში საზოგადოების როლის შემცირებამ და ერთპიროვნული მმართველობის ჩამოყალიბებამ ორატორობას მნისვნელობა შეუმცირა, მაგრამ პოეზიის განვითარებას მისცა ბიძგი. ამ დროს მოდაში შემოდის ნაწარმოებების საჯაროთ კითხვა და ლიტერატურული წრეების ჩამოყალიბება. ყველაზე ცნობილია მეცენატის წრე, რომელშიც შედიოდნენ ვერგილიუსი და ჰორაციუსი, რომლებიც რომაული პოეზიის უმნიშვნელოვანესს წარმომადგენლებად ითვლებიან. ვერგილიუსის ყველაზე მნიშვნელოვანი პოემაა "ენეიდა", რომელის ლათინური ეპიკური პოეზიის შედევრს წარმოადგენს.
ოვიდიუსი

ჰორაციუსი წერდა ლირიკულ ლექსებს, ოდებს. მის შემოქმედებაში იგრძნობა ბერძნული პოეზიის დიდი გავლენა. ამავე პერიოდში განვითარდა ელეგია, რომელიც მაშინ არ მიეკუთვნელობა ლირიკურ პოეზიას. ელეგია როგორც წესი სასიყვარულო ჟანრი იყო. ამ ჟანრის ცნობილიწარმომადგენლები არიან ალბიუს ტიბულუსი, სექსტუს პროპერციუსი და პუბლიუს ოვიდიუს ნაზონი. სწორეთ ამ პოეტების შემოქმედებაა რომაული პოეზიის ოქროს ხანა.

სხვა მნიშვნელოვანი მოღვაწეები [რედაქტირება]

    * ლუკრეციუს კარუსი
    * კატულუსი

ლიტერატურის ვერცხლის ხანა [რედაქტირება]

ახალი წელთაღრიცხვის I საუკუნე რომაულ ლიტერატურასი ვერცხლის ხანადაა ცნობილი. ლიტერატურამ შეწყვიტა აქტიური განვითარება და საცაა დაღმავლობის გზას დაადგება, მიუხედავად იმისა რომ ამ საუკუნეში ძალიან ბევრი მწერალი და პოეტი მოღვაწეობდა. პირობითად ვერცხლის ხანად აღინიშნება პერიოდი ტიბერიუსის მმართველობიდან ტრაიანეს გარდაცვალებამდე.

წინა ეპოქისგან განსხვავებით ამ პერიოდში შეიბოწა სიტყვის თავისუფლება, რაც უარყოფითად აისახა ლიტერატურაზე, მიუხედავად იმისა რომ იმპერატორები ნერონი და დომიციანე ყველანაერად ხელს უწყობდნენ მწერლობას, ლიტერატურამ დაკარგა უწინდებური მაშტაბურობა.

რიტორიკა [რედაქტირება]

სტყვის თავისუფლების მოსპობისა და საზოგადოებრივი პოლიტიკური ცხოვრების შებოჭვის შედეგად ორატორულმა ხელოვნებამ დაკარგა თავისი უწინდებური მნიშვნელობა. რომის იმპერიის ეპოქაში მას რიტორიკა ჩაენაცვლა, რომელიც მხოლოდ სასამართლოებში გამოიყენებოდა. რიტორიკას არ გააჩნდა მნიშვნელოვანი შინაარსობრივი დატვირთვა, მთავარი აქცენტი კეთდებოდა გარეგნულ ეფექტზე.

პოეზია [რედაქტირება]

ახალი დროის პოეტები ბაძავდნენ ვერგილიუსს. ისინი მხოლოდ აკომპილირებდნენ ეპიკურ პოეზიას და რიტორიკულ დეკლამაციას. ნერონის დროს განსაკუთრებით ბევრნი იყვნენ ეპიკური ჟანრის მიმდევრები: ლუკანი, ვალერიუს ფლაკუსი, სილიუს იტალიკუსი, სტაციუსი. პოეზიის გარდა დეკლამაციამ შეაღწია ტრაგედიასიც, რომელსაც შემატა პათოსი.

I საუკუნის მიწურულს მოღვაწეობდა კიდევ ერთი სატირიკოსი მარკუს ვალერიუს მარციალუსი, რომელმაც სახელი გაითქვა თავისი ეპიგრამებით.

სენეკას სტილი [რედაქტირება]
სენეკა

დეკლამაციური ტრაგედიის წარმომადგენელი იყო ლუციუს ანეუს სენეკაც, რომლის ტრაგედიებმაც მოაღწია ჩვენამდე. ტრაგედიების გარდა იგი წერდა ფილოსოფიურ და პოეტურ ნაწარმოებებს. სენეკას დროს არისტოკრატია სრულიად ემორჩილებოდა იმპერატორს და ოპოზიციური აზრი სასტიკად ისჯებოდა, ამიტომ ლიტერატურა არ ისახავდა მიზნად აშკარად გამოეხატა ხალხის დამოკიდებულება არსებული სიტუაციისადმი, არამედ ზოგადად ეთიკურ საკითხებზე იყო მიმართული. შეიქმნა ახალი რიტორიკურ დეკლამაციური სტილი, რომელმაც შეცვალა ძველი ციცერონისეული სტილი.

სენეკას ლიტერატურული მემკვიდრეობა შედგება ფილოსოფიური და პოეტური ნაწაროებებისგან. ფილოსოფიურებს მიეკუთვნება: 1. ეპისტოლეები 2. ტრაქტატები დიალოგები ეთიკაზე ("სიბრაზეზე", "სიცოცხლის ხანმოკლეობაზე", "სიკეთეზე", "ბრძენის სიმტკიცეზე", "ბედნიერ ცხოვრებაზე", "თავისუფალ დროზე", "სულიერ სიმშვიდეზე" და ა.შ.). პოეტურ ნაწარმოებებს კი მიეკუთხვნება სატირიკონი მოკლულ იმპერატორ კლავდიუსზე და 10 ტრაგედია: "გაგიჟებული ჰერკულესი", "ტროელი ქალები", "ფინიკიელი ქალები", "მედეა", "ფედრა", "ოიდიპოსი", "აგამემნონი", "ტიესტი", "ჰერკულესი ეტაზე" და "ოქტავია".

სატირა [რედაქტირება]

ნერონის პერიოდის ერთერთი ყველაზე მნისვნელოვანი სატირიკოსი არის გაიუს პეტრონიუსი. მის შესახებ არანაერი ზუსტი ბიოგრაფიული ცნობები არ მოგვეპოვება. მას მიაწერენ ცნობილ ნაწარმოებს "სატირიკონს" (სატირის წიგნები). სამწუხაროდ ამ ნაწარმოებმა ჩვენამდე მხოლოდ ნაწყვეტებად მოარწია. სატირიკონი დაწერილია პროზით, მაგრამ მასში უხვადაა ჩართული ლექსები. სატირიკონში ნაჩვენებია იმ დროინდელი რომაული ყველა სოციალური ფენის ყოფა ცხოვრება. პერტონიუსის გმირები ასახავენ იმ დროინდელი ხალხის განწყობას, მათ არ აქვთ არაფრის რწმენა და პატივისცემა არ აქვთ ცხოვრების მიზანი და მხოლოდ ერთი დღით ცხოვრობენ.

დომიციანეს სიკვდილის შემდეგ სიტყვის თავისუფლება იმდენად აღარ იბოჭებოდა, რამაც მწერლებს მეტი თავისუფლება მისცა. ამ პერიოდში მოღვაწეობდა დეციმუს იუნიუს იუვენალისი. თავის სატირებში იგი ამხელსს უმეტესად დომიციანეს და ნერონის დროის მმაღალგვაროვანი საზოგადოების უზნეობებს, ტუმცა ამაში ამოიცნობიან მისთვის თანამედროვე მოხელეებიც.

პროზა [რედაქტირება]

I საუკუნის მიწურულის პროზის ერთერთი საინტერესო წარმომადგენელია პლინიუს უმცროსი. მან შეადგინა წერილების კრებული და 9 წიგნად გამოსცა, ხოლო მისი კრებულის მეათე წიგნი სავარაუდოთ მისი გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა, აქ არის მისი მიმოწერა იმპერატორ ტრაიანესთან. პლინიუსის წერილები მნიშვნელოვაია არა მხოლოდ როგორც ლიტერატურული ნაწარმოები, არამედ როგორც იმ დროინდელი ყოფაცხოვრების შესასწავლი მასალა. პლინიუსის წერილები უამრავ სხვადასხვა თემებს ეხება, ორატორობას, რიტორიკას, სასამართლო პროცესებს, მემკვიდრეობას, სიზმრებისაგმი დამოკიდებულებას, ოჯახურ ურთიერთობებს და ა.შ. განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს მისი წერილები ვულკან ვეზუვის ამოფრქვევაზე.

ამავე ეპოქის პროზის განსაკუთრებით მნისვნელოვანი წარმომადგენელი იყო გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი. მას ბევრი მკვლევარი ისტორიკოსობას მიაწერს, რადგან დღემდე სრულად მისმა მხოლოდ ერთმა ნაშრომმა "12 კეისარის ცხოვრებამ" მოაღწია. სვეტონიუსი, ისევე როგორც პლინიუსი არ იყო მხატვრული ლიტერატურის წარმომადგენელი, მისთვის უფრო ზუსტი განსაზღვრება იქნება ენციკლოპედისტი. 12 კეისარის გარდა მან დაწერა ცნობილი ხალხის, ცნობილი გრამატიკოსების, რიტორიკოსების, გეტერების და მეფეების ბიოგრაფია. მას ეკუთვნის წიგნების სერია რომაულ ყოფაცხოვრებაზე, ლათინურ გრამატიკაზე და ბერძნულ სალანძღავ სიტყვებზე და სხვა. სამწუხაროდ ამ ყველაფერმა ჩვენამდე ვერ მოაღწია.
პლინიუს უფროსი

ფილოსოფია [რედაქტირება]

სენეკას და ფილოსოფიური სკოლების სხვა წარმომადგენლებისგან განსხვავდებოდა I საუკუნის საბუნებისმეტყველო ფილოოფოსი პლინიუს უფროსი. იგი იყო თავისი დროის ერთერთი ყველაზე განათლებული ადამიანი და მოახდინა იმდროინდელი მეცნიერული ცოდნის აკუმულირება ენციკლოპედიასი "ბუნების ისტორიაში", რომელმაც თავისი მეცნიერუ ღირებულება არ დაკარგა XVII საუკუნემდე. ეს ნაშრომი ერთადერთი და უნიკალურია კაცობრიობის ისტორიაში და დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიკოსებისთვის, რადგან მასში მოცემული ცნობების ნაწილი სხვაგან არსად არ შემორჩა და გვაძლევს იმ დროინდელ მეცნიერულ აზროვნებაზე სრულ წარმოდგენას. ამ გრანდიოზული ნაშრომის გარდა მას ეკუთვნის სხვადასხვა შრომები ძირითადად სამხედრო საქმეზე.
ტაციტუსი

ისტორიოგრაფია [რედაქტირება]

იმპერიის ისტორიოგრაფიაში ჩაისახა ახალი სტილი, რაც რესპუბლიკის დროს არ არსებობდა. ერთპიროვნული მმართველობის და სიტყვის თავისუფლების შებოჭვამ გამოიწვია ისტორიკოსების ორ მიმდინარეობად გაყოფა. ნაწილი შიშით ცდილობდა მხოლოდ კარგი დაეწერათ იმპერატორებზე, ნაწილი კი, ვინც ოპოზიციაში იყო, მხოლოდ ცუდს წერდნენ, ამან გამოიწვია მოვლენების ცალსახა და ძალიან მიკერძოვებული ასახვა. დაიწყო ისტორიკოსეის დევნა. ტიბერიუსის დროს დასაჯეს ისტორიკოსი კრემუტიუს კორდუსი, დომიციანეს დროს არუდენუს რუსტიკუსი და გერენიუს სერეციონუსი. ნერვას და ტრაიანეს მმართველობის პერიოდში ამ სიტუაციას დაუპირისპირდა პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსი, I საუკუნის მიწურულის ისტორიოგრაფიის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი.

მას ეკუთვნის თავისი სიმამრის იულიუს აგრიკოლას ბიოგრაფია, სადაც იგი აღწერს მის გმირობებს ბრიტანეთში და აქებს მის ცხოვრების წესს, დომიციანესს სისხლიან მმართველობას აღწერს და განიცდის აგრიკოლას ადრეულ გარდაცვალებაზე.

ტაციტუსის "გერმანია" კი იმ დროინდელი გერმანული ტომების ყოფაზე ფასდაუდებელი წყაროა. თავის "ისტორიაში" კი ტაციტუსი აღწერს რომის ისტორიის იმ პერიოდს რომლის შესახებაც კარგად იცის, ნერონიდან დომიციანემდე, ხოლო "ანალებში" კი უფრო ადრინდელ პერიოდს, იულიუს-კლავდიუსების დინასტიის ისტორიას. ტაციტუსი შესავალში ამბობს რომ იგი ეცდება იყოს სრულიად ობიექტური, მაგრამ თანამედროვე მკვლევარები ბრალს დებენ რომ ობიექტურობისგან ტაციტუსი ძალიან შორს იყო, მაგრამ ამაში არ შეიძლება მისი დადანაშაულება, ობიექტურად წერა იმ მოვლენებზე რისი თვითმხილველიც იყო ადამიანი, ან რაც მის დაბადებამდე არც ისე დიდი ხნის წინ მოხდა შეუძლებელია.

ლიტერატურული თვალსაზრისით კი ტაციტუსის ნაწარმოებები ძალიან ძლიერია, იგი მისდევს ლივიუსის ტრადიციას და ცდილობს თავისი ისტორიული ნაშრომები ლიტერატურული თვალსაზრისითაც საინტერესო წასაკითხი იყოს. სამწუხაროდ ტაციუსის ნაწარმოებებმაც ვერ მოაღწია სრულად ჩვენამდე.

გვიანდელი პერიოდი [რედაქტირება]

II საუკუნის მეორე ნახევრიდან რომაულ ლიტერატურაში უკვე აშკარად გამოიკვეთა დაკნინება. ამ პერიოდის მწერლებს და პოეტებს არ ჰქონდათ ახლის შექმნის უნარი, ისინი მხოლოდ ცდილობდნენ მიებაძათ ლიტერატურის ოქროს და ვერცხლის ხანის მწერლებისთვის.

რომაულ და ბერძნულ ლიტერატურას შორის ზღვარი თითქმის წაიშალა, ლათინურად წერდნენ სხვადასხვა პროვინციების წარმომადგენლები, ბევრი იტალიელი კი წერდა ბერძნულად. პრაქტიკულად სვეტონიუსი იყო უკანასკნელი რომაელი მწერალი.

ამ პერიოდის მწერლები იყვნენ რიტორი კორნელიუს ფრონტონი, წარმოშვებით აფრიკელი, რომელიც ცდილობდა არქაული ლათინურის აღორძინებას და წერდა ლათინური გრამატიკის შესახებ. აპულეუსი, ასევე აფრიკელი, ცნობილია თავისი ნაწარმოებებით "მეტამორფოზები, ანუ ოქროს ვირი" და "ფლორიდები", გამოსვლების და სიტყვების კრებულით. მისი ლათინური აღარაა სუფთა კლასიკური ლათინური, მან შემოიტანა ე. წ. აფრიკული ლათინური.

ამავე ეპოქიაში ფილოლოგიური და ლიტერატურული საკითხებით დაინტერესებული იყო ავლუს ჰელიუსი, რომელმაც დაწერა "ატიკური ღამეები". ამ ნაშრომში თავმოყრილია სხვადასხვა რომაელი და ბერძენი ავტორების ციტატები.

როგორც ზემოთთქმულიდან ჩანს ლიტერატურის დონე ძალიან მკვეთრად დაეცა. უწინდებურ სიმაღლეზე მხოლოდ იურისპრუდენცია დარჩა. რომმა კი დაკარგა კულტურული ცენტრის მნიშვნელობა. გალიაში უხვად იწერებოდა პანეგრიკები, რომლებსიც რიტორები აქებდნენ იმპერატორებს.

II საუკუნეს მოყვა III საუკუნე თავისი მძიმე კრიზისით. ამ პერიოდში განათლების დონე საყოველთაოდ დაეცა რაც დამღუპველად აისახა ისედაც დაკნინებულ ლიტერატურაზე. ეს კარგად ჩანს ე. წ. Scriptores historiae Augustae - ავგუსტების ბიოგრაფიებში, რომლის ავტორები მხოლოდ ძველი ისტორიკოსების ნაწარმოებების კომპილაციას და შემოკლებას ახდენდნენ, წყაროების ანალიზის გარეშე. მათი ენა კი არა ლიტერატურული არამედ ვულგარული ლათინურია, თანაც ხსირად გრამატიკულად გაუმართავიც.

ერთადერთ გამონაკლის წარმოადგენს IV საუკუნის ისტორიკოსი ამიანუს მარციანუსი, ბერძენი, წარმოშობით ანტიოქიიდან. იგი განათლებით თავის თანამედროვეებზე ბევრად მაღლა იდგა. მან დაწერა რომის ისტორია ნერვას იმპერატორობიდან (96) ვალენტამდე (378). მიუხედავად კარგი განათლებისა ეტყობა რომ ლათინური მისთვის არ იყო მშობლიური, ამიტომ ენობრივი თვალსაზრისით მისი ნაშრომი საკმაოდ ცუდია.

იმპერიის დაცემამდე უმეტესად იწერებოდა გრამატიკაზე და რიტორიკაზე, მიუხედავად ლიტერატურის, კულტურის და მთლიანად სახელმწიფოს დაკნინებისა განათლებაზე მოთხოვნა მაინც რჩებოდა. ამ პერიოდში ლათინური პოეზია პრაქტიკულად აღარ არსებობდა. ერთადერთი სახის ლიტერატურა განაგრძობდა განვითარებას ლათინურ ენაზე - ეს იყო ქრისტიანული ლიტერატურა, რომელიც იწერებოდა უკვე ბარბაროსულ დამახინჯებულ ლათინურზე, რომელიც შუა საუკუნეების დროს გავრცელებული იყო ევროპაში, ხოლო ნამდვილი რომაული ლიტერატურა მოკვდა რომის იმპერიის ფორმალურ დაცემამდე.

გამოყენებული ლიტერატურა [რედაქტირება]
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შუა საუკუნეების ისტორიის პორტალში
კურტუაზია - ლიტერატურული მიმდინარეობა და ქცევის კოდექსი შუა საუკუნეების ევროპაში.

კურტუაზიული ლიტერატურის მთავარი თემა კურტუაზიული სიყვარული ანუ ე.წ. Fin'amor იყო. იგი დოქტრინის სასხით ჩამოყალიბდა დღევანდელი სამხრეთ საფრანგეთის ტერიტორიაზე, კერძოდ პროვანსში. მისი გამავრცელებლები იყვნენ ტრუბადურები. კურტუაზიული პოემები სამხრეთულ ენაზე იქმნებოდა და გამიზნული იყო სასიმღეროდ. XIII საუკუნემდე პროვანსელმა პოეტებმა ეს ჟანრი საკმაოდ წარმატებით განავითარეს და დახვეწეს, მაგრამ ამ დროიდან იწყება კურტუაზიის უკუსვლა, რაც გამოწვეულია იმ საზოგადოების კრიზისით, რომელსაც იგი მიემართებოდა. სამხრეთში ცივილიზაციისა და კულტურის მთავარი დამცველი კატართა სექტა იყო, რომელსაც დიდი ფინანსური შესაძლებლობები გააჩნდა. XIII საუკუნეში იწყება ჯვაროსნების მიერ კატართა სექტის დარბევა, რამაც გამოიწვია პროვანსული ცივილიზაციის შესუსტება. ამიტომ კურტუაზიულმა პოეზიამ ჩრდილოეთით - ტრუვერთა ხელოვნებაში გადაინაცვლა. აქ მას ელეონორა აქვიტანელი და მისი შვილები მფარველობდნენ.

კურტუაზიული სიყვარული არის რაინდის სიყვარული გათხოვილი ქალის მიმართ, რომელსაც ირჩევს სულიერი და ფიზიკური მშვენიერების გამო. რაინდი ხდება ქალის მორჩილი და ასრულებს მის ნებისმიერ სურვილს, მიდის ბრძოლაში და ამით უმტკიცებს სიყვარულს.(...სრულად)
რედ. / კანდიდატები
რჩეული ბიოგრაფია
ფილიპ II მამაცი

ფილიპ II მამაცი (ფრანგ.: Philippe II de Bourgogne, le Hardi) (* 15 იანვარი 1342, პონტუაზი, საფრანგეთი; † 27 აპრილი 1404, ჰალე, ბელგია) - ბურგუნდიის ჰერცოგი და დინასტიის დამაარსებელი, საფრანგეთის მეფის ჟან II კეთილის მეოთხე ვაჟი.

მეტსახელი "მამაცი" ფილიპმა ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში 1356 წელს პუატიეს ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისათვის მოიპოვა, თუმცა იმავე ბრძოლაში იგი მამასთნ ერთად ტყვედ ჩაუვარდა ინგლისელებს და 1360 წლამდე ტყვეობაში იმყოფებოდა ლონდონში. 1360 წელს საფრანგეთში დაბრუნებულ ფილიპს მამამისმა უბოძა საჰერცოგოს რანგში აყვანილი ტურენის საგრაფო, ხოლო 1363 წელს ბურგუნდიის საჰერცოგო და მიანიჭა საფრანგეთის პირველი პარის ტიტული. (...სრულად)
რედაქტირება
იცოდით, რომ...

    * ...ლიტერატურულ გერმანულს (Hoch Deutch) საფუძველი მარტინ ლუთერმა ჩაუყარა, რომელმაც პირველმა თარგმნა ბიბლია გერმანულად. ხოლო ლიტერატურული იტალიური დანტეს ღვთაებრივი კომედიიდან ჩამოყალიბდა.
    * ...კოლუმბამდე 500 წლით ადრე ამერიკა (ნიუ-ფაუნდლენდი) და გრენლანდია ვიკინგმა ერიკ წითურმა აღმოაჩინა.
    * ...ასწლიანი ომის დაწყების ერთერთი მიზეზი იყო ინგლისის მეფის ედუარდ III-ს კანონიერი პრეტენზიები საფრანგეთის ტახტზე, ვინაიდან იგი იყო უკანასკნელი კაპეტნგი მეფის დის შვილი, ხოლო ახლად გამეფებული ფილიპ VI მხოლოდ ბიძაშვილი.
    * ...ინგლისის მეფე ედუარდ II ჰომოსექსუალიზმზე ყველა წყარო მიგვითითებს, ხოლო საფრანგეთის მეფის ანრი III ჰომოსექსუალიზმის შესახებ ცნობები შესაძლოა ბოროტი ენების მიერ გავრცელებული ჭორები იყო.
ჯვაროსნული ლაშქრობები
პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა განხორციელდა 1095 წელს რომის პაპი ურბან II-ის ინიციატივით მუსულმანთაგან წმინდა ქალაქი იერუსალიმისა და წმინდა მიწის გასანთავისუფლებლად. თავდაპირველად პაპის მიმართვა მხოლოდ საფრანგეთის რაინდებს გაეგზავნა, თუმცა შემდეგში ლაშქრობა სრულმასშტაბიან სამხედრო კამპანიად გადაიქცა, ხოლო ამ იდეამ მთელი დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები მოიცვა. ყველა ეროვნების რაინდები უბრალო ხალხთან ერთად აღმოსავლეთისკენ დაიძრნენ ხმელეთითა და ზღვით და 1099 წლის ივლისში იერუსალი აიღეს. ამ ლაშქრობისას დაარსდა იერუსალიმის სამეფო და სხვა ქრისტიანული სახელმწიფოები მის გარშემო.
ჯვაროსნული ომები იყო დასავლეთ ევროპული ქრისტიანული ერის რელიგიურად და ეკონომიურად მოტივირებული ომები. საფუძველი ჩაეყარა მეთერთმეტე საუკუნის დასაწყისში, როცა ბიზანტიის კეისარმა, ალექსი I კომნენოსმა, სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისათვის მიმართა ევროპას. ამას მოჰყვა რომის პაპის ურბან II-ის გადაწყვეტილება, რომელიც 1095 წელს წმინდა მიწის, იერუსალიმის, ურწმუნოთა ხელიდან გათავისუფლებას მოითხოვდა.
მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა
მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ, აღმოსავლეთში მოხდა მთელი რიგი თვალსაჩინო ცვლილებები, ფრიად საზიანო ჯვაროსანთათვის.

ეგვიპტეში 1163 წელს დაწყებული ბრძოლა, ფატიმიდების დინასტიის წინააღმდეგ (რომლებიც ჯვაროსანთა მოკავშირეებად ითვლებოდნენ), რამდენიმე წელიწადში მათი დამარცხებით და ეგვიპტიდან განდევნით დამთავრდა. 1169 წელს ეგვიპტის ტახტზე ადის ახალი, ჯვაროსანთა მოძულე ხელმწიფე სალაჰ-ად-დინ იუსუფი, რომელიც სალადინის სახელითაა ცნობილი. 1174 წელს სალადინი აერთიანებს სირიას, ეგვპტესა და მესოპოტამიის დიდ ნაწილს და ხდება სულთანი, რითაც სათავეს იდებს აიიუბედების დინასტია.

ამავე 1174 წელს იერუსალიმის მეფე ამალრიკ I კვდება, და ტახტზე ადის მისი 13 წლის ვაჟი ბალდუინ IV. მიუხედვად იმისა რომ იგი იტანჯებოდა მძიმე დაავადება კეთრით, მაინც მოახერხა და შექმნა კარგად ორგანიზებული და დიდი არმია, რომლითაც 1177 წელს 16 წლის ასაკში, მონჟისარის ბრძოლაში დაამარცხა მანამდე უძლეველი სალადინი. ბალდუინს ბრძოლაში ეხმარებოდა, რენო დე შატიიონი, კაცი რომელსაც მთელ მუსლიმურ სამყაროში იცნობდნენ როგორც კაცთმოძულე პიროვნებას! შატიიონი ძალიან ხშირად თავს ესხმოდა არაბულ სავაჭრო ქარავნებს, წითელ ზღვაში ძარცვავდა გემებს და აწიოკებდა მშვიდობიან მოსახლეობას.

1185 წელს ბალდუინი გარდაცვალა. ტახტზე მისი დის შვილი ბალდუინ V ავიდა თუმცა რამდენიმე თვეში ისიც გარდაიცვალა. სამეფო ტახტი დარჩათ ბალდუინ V-ის დედას სიბილასა და მის მეორე ქმარს გი დე ლუზინიანს. ამასობაში რენო დე შატიიონი კვლავ დაესხა თავს არაბულ ქარავნებს და იქიდან წამოასხა ტყვეები. სალადინმა მეფეს მოსთხოვა ტყვეების განთავისუფლება, თუმცა უარი მიიგო. სალადინმა ომი დაიწყო იერუსალიმის სამეფოს წინააღმდეგ და 1187 წელს სირიიდან შეტევაზე გადავიდა. მის ხელში იყო კარგად შეიარაღებული 200 ათას კაციანი არმია. სალადინმა ლაშქარი იერუსალიმის ჩრდულოეთით, ტიბერიის ტბასთან დააბანაკა, საიდანაც იწყებოდა ჰატინის უდაბნო, სადაც წყალი ძალიან ცოტა იყო. სალადინმაც თავისმხრივ ადგა და ყველა მდინარე თუ ნაკადული დაწამლა. ჯვაროსნები უწყლოდ დარჩნენ.

სრულიად დეზორგანიზებლი ჯვაროსანთა ლაშქარი სალადინმა მალევე გაანადგურა. შატიიონი და ლუზინიანი ტყვედ ჩავარდნენ. როდესაც სულთნის კარავში გის სალადინმა ცივი წყლით სავსე ჭიქა მიაჭოდა, მეფემ გამოართვა ჭიქა მაგრამ რენოს გადასცა. ამ უკანასკნელმა კი თავისმხრივ წყალი შესვა და ამით შეურაწყოფა მიაყენა სალადინს. გამწარებულმა სულთანმა რენო იქვე მოაკვლევინა ხოლო გი დე ლუზინიანი დამასკოში გაუშვა და პატიმრობაში დატოვა, თვითონ კი იერუსალიმისაკენ გაემართა. რამდენიმე დღიანი ალყის შემდეგ სალადინმა 1187 წლის 2 ოქტომბერს აიღო იერუსალიმი, მოგვიანებით კი ასკალონი, იაფა და აკრა.


ომის დაწყება [რედაქტირება]

როდესაც ეს ამბავი პაპ ურბან III-ს მოახსენეს, ნერვიულობისაგან გარდაიცლავა. მის მაგივრად პაპი გახდა გრგოლ VIII, რომელმაც ევროპის მონარქებს გაერთიანებისაკენ და ახალი ჯვარსნული ომისაკენ მოუწოდა.

პაპის მოწოდებას პირველი, გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერატორი ფრიდრიხ I ბარბაროსა გამოეხმაურა, რომელმაც 1188 წლის ბოლოსათვის 100 ათას კაცზე მეტი შემოიკრიბა და 1189 წლის დასაწყისში გაემართა წმინდა მიწისაკენთ. თუმცა არმია იმდენად დიდი იყო, რომ მისი ზღვით ტრანსპორტირება შეუძლებელი აღმოჩნდა. ამიტომ ჯვაროსანთა ლაშქარი ფეხით ბიზანტიისა და მცირე აზიის გავლით გაემართა პალესტინისაკენ.

ბიზანტიის იმპერატორი ისააკ II სალადინთან ფარულად მოკავშირეობდა, მაგრამ როდესაც მან გაიგო ბარბაროსას არმიის სიძლიერე, უკან დახევა არჩია და მშვიდობიანად გაატარა ჯვაროსნები ბოსფორის სრუტეზე. როდესაც ჯვაროსნები მცირე აზიაში გადავიდნენ ზაფხული ახლოვდებოდა ამიტომ საჭირო იყო სწრაფად მიეღწიათ დასახლებული პუნქტებისათვის რათა ამხელა არმიის დაბანაკება შესაძლებელი გამხდარიყო. ჯვაროსნები რუმის სასულთნოს დედაქალაქ იკონიას მიადგნენ, სადაც თურქთა საკმაოდ სოლიდური გარნიზონი იმყოფებოდა, თუმცა ფრიდრიხმა 1190 წლის 18 მაისს აიღო და შემდეგ დაიცვა ქალაქი. ამ წარმატების შემდეგ ლაშქარი სულ მალე დაიძრა ანტიოქიისაკენ, თუმცა გზაში, 10 ივნისს, მდინარე სალეფის გადალახვის დროს, ფრიდრიხი დაიხრჩო. გერმანელთა დიდი ნაწილი უკან გაბრუნდა, მცირე ნაწილი კი ანტიოქიისაკენ დაიძრა.

ამასობაში 1189 წელს სალადინი ათავისუფლებს გი დე ლუზინიანს. იგი გაემართა ჯვაროსანთა პორტ ტიროსისაკენ, თუმცა ის იქ არ შეუშვეს. გი აკრისკენ გაემართა. მან შეკრიბა არმია და ალყაში მოაქცია აკრა. იგი ელოდებოდა ფრანგულ და ინგლისურ ლაშქარს დასავლეთიდან.

მართალც, 1189 წლის მეორე ნახევარში ინგლისის მეფე რიჩარდ I და საფრანგეთის მეფე ფილიპ II ოგიუსტი, რომის პაპის თხოვნით შერიგდნენ და მოემზადნენ ლაშქრობისათვის.

ამასობაში ფილიპე ოგიუსტის ლაშქარი სიცილიის ქალაქ მესინადან ახალი გამოსული იყო და მიემართებოდა წმინდა მიწისაკენ. თავისმხრივ რიჩარდიც ზღვით მიემართებიდა პალესტინისაკენ. ის ჯერ პორტუგალიაში, შემდეგ კი მესინაში გაჩერდა. ინგლისელებს ქალაქი კარგად დახვდათ, მაგრამ მოგვიანებით მესინა ჯვაროსნებს აუჯანყდა. რიჩარდმა ქალაქი დაარბია და გაემართა წმინდა მიწისაკენ.

1191 წლის 30 მარტს ფილიპ II ტიროსში ჩავიდა და გაემართა აკრისაკენ, სადაც ის 20 მაისს ჩავიდა. რიჩარდის არმადა კი ქარიშხალმა კვიპროსის ნაპირებთან მიყარა. 6 მაისს იგი ქალაქ ლიმასოლში ჩავიდა და შექხვდა კვიპროსოს ბიზანტიელ მბრძანებელს ისააკ კომნენოსს, რომელმაც რიჩარდს ერთგულების ფიცი მისცა. მაგრამ როდესაც რიჩარდი ციხე-ქალაქ ფამაგუსტაში ჩავიდა, ისააკმა ფიცი გატეხა და მეფეს მოსთხოვა დაეტოვებინა კვიპროსი. რიჩარდისთვის ეს ბიძგისმინცემი აღმოჩნდა, რათა რამდენიმე დღეში დაეპყრო კვიპროსი. კუნძულის ათვისების შემდეგ რიჩარდი ხომალდებით გაემართა აკრისაკენ. ფილიპის აკრაში ჩასვლამდე მოხდა ერთი მეტად უსიამოვნო ფაქტი ჯვაროსანთათვის. გი ლუზინანის მიერ ალყაში მოქცეული აკრის დასახმარებლად მოვიდა სალადინი და მოალყე ჯვაროსნები აქეთ მოაქცია ალყაში. ჯვაროსანთა ბანაკში დაიწყო შიმშილი და ავადმყოფობა რამაც შეიწირა დედოფალი სიბილა და მისი მცირეწლოვანი ქალიშვილი.

სიტუაცია ფრანგების მოსვლის შემდეგაც მძიმე რჩებოდა. ჯვაროსნებმა ვერც სალადინის ურიცხვი არმიის დამარცხება შეძლეს და ვერც აკრის აღება.

რიჩარდის ჯარებმა აკრას 8 ივნისს მიაღწიეს. ჩასვლისთანავე რიჩარდმა დაიწყო კატაპულტების აგება და მომზადება ქალაქის ასაღებად. რამდენიმე დღიანი შეტევის შემდეგ 12 ივლისს რიჩარდმა მოახერხა აეღო აკრა და განეხორცილებინა სალადინის წინააღმდეგ შეტევა. სალადინი უკუიქცა. აღსაღნიშნავია ის ფაქტიც რომ აღნიშნულ ოპერაციაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ფილიპ ოგიუსტი და ავსტრიის ჰერცოგი ლეოპოლდ V.

აკრის აღების შემდეგ რიჩარდმა, ფილიპმა და ლეოპოლდმა , ნადავლის გაყოფა ვერ მოახერხეს, რის გამოც მათ შორის ისევ შუღლი ჩამოვარდა. ამას დაემატა ის ფაქტიც რომ მონარქები ვერ შეთანხმდნენ ვინ უნდა გამხდარიყო იერუსალიმის სამეფოს მეფე. რიჩარდმა გი დე ლუზინიანის კანდიდატურა დააყენა, ლეოპოლდმა და ფილიპმა უარყვეს გის კანდიდატურა და მოითხოვეს მეფედ ეკურთხებინათ ტიროსის არმიის სარდალი კონრად მონტფერატი. საბოლოოდ რიჩარდის მიერ დასახელებული გის კანდიდატურა გავიდა. ამაზე და სხვა წვრილმანებზე განაწყენებულმა ლეოპოლდმა და ფილიპმა მიატოვეს რიჩარდი და აგვისტოში, არმიითურთ დატოვეს წმინდა მიწა.

რიჩარდს 3000 მუსლიმი მოემარი ტყვედ ჰყავდა. სალადინმა მას მოსთხოვა გადმოეცა პატიმრები, თუმცა რიჩარდმაც თავისმხრივ სხვა პირობები წამოაყენა, რომლის შესრულებაზეც სალადინმა უარი განაცხადა. 20 აგვისტოს რიჩარდმა ყველა ტყვეთაგანი სიკვდილით დასაჯა და გაემართა იაფასაკენ.

სალადინი უკან, იაფასაკენ იხევდა, თუმცა რიცხობრივ უპირატესობაში მაინც იგი გახლდათ. სალადინმა გადაწყვიტა რიჩარდი შეაჩერებინა იაფას ჩრდილოეთით, პატარა დასახლება არსუფთან. რიჩარდის არმია 49 ათას კაცს უდრიდა, სალადინისა კი 53 ათასს აღემატებოდა. რიჩარდის შეუპოვარმა მოქმედებამ, მაგალითი მისცა. მათ სალადინს სძლიეს და 12 სექტემბერს მცირე დანაკარგებით აიღეს იაფა. სწორედ არსუფის ბრძოლაში მიიღო რიჩარდმა მეტსახელი ლომგული, რომელიც მის ვაჟკაცობას და შეუპოვრობას გამოხატავდა. იაფაში რიჩარდი შეხვდა თავის სიძესა და ასევე სალადინის ძმას ალ-ადილს.

ამის შემდეგ რიჩარდი გაემართა ქალაქ ასკალონისაკენ რომელიც ჯვაროსნებმა მინიმალური დანაკარგებით აიღეს. რიჩარდმა გადაწყვიტა იერუსალიმზე შეტევა, თუმცა ძალების სიმცირის გამო იგი არ ჩქარობდა. მან სთხოვა კონრადს დახმარება, თუმცა უარი მიიღო, იგი მოითხოვდა მეფედ ეკურთხებინათ ის და არა გი დე ლუზინიანი. რიჩარდი დათანხმდა. თუმცა კონრადი მეფედ არ უკურთხებიათ. იგი კორონაციამდე რამდენიმე დღით ადრე მოკლეს ტიროსის ქუჩებში. რიჩარდი იერუსალიმისაკენ მაინც დაიძრა და მალე რკალისებურ ლაყაში მოაქცია იგი. რიჩარდს ჰქონდა ძალა აეღო ქალაქი მაგრამ მის დაცვას მოგვიანებით ვერ შესძლებდა. ეს მან კარგად იცოდა, ამიტომ უკან დახევა არჩია.

ამით წაქეზებულმა სალადინმა 1192 წლის ივლისში, 500-მდე კაცით იაფას შეუტია და აიღო იგი. რამდენიმე დღეში 31 ივლისს იგი რიჩარდმა გაანთავისუფა . რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს მან ს ოპერაცია 55 კაცით შეძლო. საბოლოო ბრძოლა როჩარდსა და სალადინს შორის მოხდა 1192 წლის 5 აგვისტოს. ბრძოლა ჯვაროსანთა ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდა. სალადინი უკუიქცა.

2 სექტემბერს რიჩარდსა და სალადინს შორის დაიდო ზავი, რომლის თანახმადაც რიჩარდს რჩებოდა დაპყრობილი ტერიტორიის 90%, სადაც იარსებებდა იერუსალიმის სამეფო, დედაქალაქ აკრით. მუსლიმებს რჩებოდათ იერუსალიმი, თუმცა ზავის საფუძველზე მლოცველებს, მოსახლეობასა და ვაჭრებს ეძლეოდათ საშუალება ქალაქში შესვლისა და თავისუფლად გადაადგილებისა. რიჩარდ ლომგულმა 9 ოქტომბერს გამარჯვებულმა დატოვა წმინდა მიწა და ფეხით გაემართა ინგლისისაკენ.

იერუსალიმის სამეფის მეფედ დარჩა რიჩარდის ახლო ნათესავე შამპანის გრაფი ანრი II. სალადინი კი ზავის დადებიდან რამდენიმე თვეში 1193 წელს გარდაიცვალა.
რომის იმპერია - (ლათინურად - Imperium Romanum) აღმოცენდა რომის რესპუბლიკაში უზენაესი ძალაუფლების ერთი პიროვნების ხელში მოქცევის შედეგად. პირველ იმპერატორად ოქტავიან ავგუსტუსი ითვლება, მაგრამ იმპერიას საფუძველი ჯერ კიდევ მისმა წინამორბედებმა ჩაუყარეს. რომის რესპუბლიკის წყობა ყოველგვარად მიმართული იყო იმისკენ, რომ ძალაუფლება ცალკეული პიროვნების ხელში არ აღმოჩენილიყო, მაგრამ გაიუს მარიუსის მიერ გატარებულმა სამხედრო რეფორმამ ამისთვის საკმარისი პირობა შექმნა.

სულას და მარიუსს შორის დაწყებული სამოქალაქო ომის შემდეგ რომმა კიდევ არაერთი სამოქალაქო დაპირისპირება გადაიტანა. იულიუს კეისარმა კი შექმნა იმპერიის შექმნის ყველა წინაპირობა. იგი გახდა პირველი, ვის ხელშიც მოექცა უზენაესი ძალაუფლება, მაგრამ მას ჯერ კიდევ ჰყავდა ძლიერი ოპოზიცია - რესპუბლიკური იდეალების დამცველ სენატორებს შორის, თან საზოგადოება მორალურად ჯერ არ იყო მზად მიეღო იგი, როგორც უზანაესი ძალაუფლების ერთადერთი მატარებელი. პროცესი დასრულდა ბრუტუსის და კასიუსის შეთქმულებით, რომლის შედეგადაც კეისარი სენატში მოკლეს. მიუხედავად ამისა, კეისარის სახელს მიენიჭა უზენაესი ძალაუფლების მნიშვნელობა, ეს სიტყვა ამ მნიშვნელობით ბევრ ენაში შევიდა, მაგალითად გერმანულად kaiser და რუსულად царь.

კეისარის მკვლელობის შემდეგ ძვ. წ. 44 წელს, რომში სამოქალაქო დაპირისპირების ახალმა ტალღამ იფეთქა, რომელიც მხოლოდ ძვ. წ. 27 წელს ოქტავიუსის ანტონიუსზე გამარჯვებით დასრულდა. ამ დროისთვის ოქტავიუსს უკვე აღარ დარჩა რესპუბლიკური ოპოზიცია, რის შედეგადაც მას იმავე წელს სენატმა მას უზანაესი ძალაუფლება მიანიჭა.

რესპუბლიკის იმპერიად გარდაქმნის კიდევ ერთი წინაპირობა იყო რომის სახელმწიფოს გაზრდა პუნიკური ომების, ბალკანეთის და მცირე აზიის ნაწილის დაპყრობის შედეგად. ამხელა სახელმწიფოს სამართავად რესპუბლიკის სახელმწიფო წყობა მოურგებელი აღმოჩნდა.

ძვ. წ. I საუკუნეში რომის იმპერია განფენილი იყო თანამედროვე პორტუგალიის, ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთის, მაკედონიის, თურქეთის, სირიის, ისრაელის, ტუნისის და ჩრდილოეთ ალჟირის ტერიტორიებზე. ხოლო რომის პოლიტიკური გავლენა კიდევ უფრო მეტ ტერიტორიებზე ვრცელდებოდა. ამ დაპყრობებს კი კეისარმა მიუმატა გალია (თანამედროვე საფრანგეთი), პონტოს სამეფო (თურქეთი) და ბრიტანეთი, ხოლო ოქტავიანემ ეგვიპტე. ამგვარად რომის იმპერია ძველი წელთაღრიცხვის დასასრულს მოიცავდა მთელს ხმელთაშუა ზღვისპირეთს და დასავლეთ ევროპას. ამის გარდა რომზე დამოკიდებული იყო მთელი რიგი სახელმწიფოები, რომლის მეფეებიც "რომაელი ხალხის მეგობრის და მოკავშირის" ტიტულს ატარებდნენ. იმ დროინდელ ევროპაში, დასავლეთ აზიაში და ჩრდილოეთ აფრიკაში არ იყო ძალა რომელიც შეძლებდა რომაულ ლეგიონებთან დაპირისპირებას.


სექციების სია
[დამალვა]

    * 1 ოქტავიანე ავგუსტუსის პრინციპატი
    * 2 კლავდიუსების დინასტია
          o 2.1 ტიბერიუსი
          o 2.2 კალიგულა
          o 2.3 კლავდიუსი
          o 2.4 ნერონი
    * 3 სამოქალაქო ომი
    * 4 ფლავიუსების დინასტია
          o 4.1 ვესპასიანე და ტიტუსი
          o 4.2 დომიციანე
    * 5 ანტონინების დინასტია
          o 5.1 ტრაიანე
          o 5.2 ადრეანე
          o 5.3 ანტონინუს პიუსი
          o 5.4 მარკუს ავრელიუსი
          o 5.5 კომოდუსი
    * 6 სევერუსების დინასტია
          o 6.1 სამოქალაქო ომი
          o 6.2 სეპტიმიუს სევერუსი
          o 6.3 კარაკალა
          o 6.4 მაკრინუსი და ელაგაბალუსი
          o 6.5 ალექსანდრე სევერუსი
    * 7 მესამე საუკუნის კრიზისი - "ჯარისკაცთა იმპერატორების" ეპოქა
    * 8 დომინანტი
          o 8.1 დიოკლეტიანე და ტეტრარქატი
    * 9 რომის იმპერიის დაღმასვლა, ქრისტიანობა, იმპერიის გაყოფა
          o 9.1 კონსტანტინე
          o 9.2 კონსტანციუსი და იულიანე
          o 9.3 ვალენტინიანუსების დინასტია
    * 10 დასავლეთ რომის იმპერიის აღსასრული
          o 10.1 რომის აღება ვესტგოთების მიერ
          o 10.2 ბარბაროსული სახელმწიფოების ჩამოყალიბება
          o 10.3 ჰუნების შემოსევა
          o 10.4 რომის აღება ვანდალების მიერ
          o 10.5 იმპერიის დასასრული
    * 11 ლიტერატურა
    * 12 რესურსები ინტერნეტში

ოქტავიანე ავგუსტუსის პრინციპატი [რედაქტირება]
მთავარი სტატია : რომაელ იმპერატორთა სია.
ოქტავიან ავგუსტუსი

ოქტავიანეის იმპერატორობის ეპოქა იწყება ძვ. წ. 27 წლის 13 იანვარს, როდესაც ანტონიუსთან გამარჯვების შემდეგ იგი გამოვიდა სენატში და სთხოვა სენატორებს ჩამოერთმიათ მისთვის ტრიბუნის უფლება მოსილება, რომელსაც იგი სუსტი ჯანმრთელობის გამო ვეღარ განახორციელებდა, მაგრამ სენატორები შეეხვეწნენ არ დაეტოვებინა რესპუბლიკის მმართველობა და მიანიჭეს მას ავგუსტუსის წოდება. ოქტავიანემ ვითომ იყოყმანა და დათანხმდა. ამის შემდეგ მან აიღო თავისი მამობილის სახელი, და დაირქვა გაიუს იულიუს კეისარი ოქტავიან ავგუსტუსი.

ოქტავიანემ გარეგნულად არ შეცვალა რესპუბლიკური ინსტიტუტები,მაგრამ რეალურად მისი კონტროლის გარეშე უკვე არაფერი არ ხდებოდა. მან დაიკავა ცენზორის თანამდებობა და სენატიდან დაითხოვა მისთვის არასასურველი პირები და შეავსო იგი მისი ერთგული ხალხით. ოქტავიანე ერიდებოდა მეფის ტიტულს, მან მხოლოდ პრინცეპსტის წოდება აიღო. მის მიერ ჩამოყალიბებულ სისტემასაც პრინციპატი ეწოდა და გასტანა III საუკუნემდე.

ავგუსტუსმა განასახლა ლეგიონების ვეტერანები დაპყრობილ ტერიტორიებზე, სადაც შექმნა რომაული კოლონიები. მის დროს ასევე დასრულდა იტალიის რომანიზაცია, გამაგრდა სახელმწიფოს საზღვრები. იგი არ იყო გამოჩენილი მხედართმთავარი, მაგრამ იყო კარგი დიპლომატი და პოლიტიკოსი. მისი მმართველობის დროს რომის იერსახე სრულიად შეიცვალა, როგორც ავგუსტუსი ამბობდა, მან მიიღო აგურის რომი, ხოლო დატოვებს მარმარილოს ქალაქს. ოქტავიანემ შექმნა ქალაქებში სახანძრო რაზმები, რომლებიც ასევე პოლიციურ ფუნქციებს ასრულებდნენ, ასევე შექმნა გზების და წყლის გაყვანილობების ზედამხედველების თანამდებობები.

ოქტავიანემ შეკვეცა ლეგიონების რაოდენობა, დარჩენილი ლეგიონერები კი განასახლა არასტაბილურ პროვინციებში. საკუთარი დაცვისთვის კი მან პრეტორიანელთა გვარდია შექმნა, რომელიც ელიტარულ ჯარად ითვლებოდა. თვითონ მთავარსარდალი გახდა, ამგვარად მთელი სამხედრო ძალაუფლება მის ხელთ იყო. იტალიაში პრეტორიანელების და ქალაქური კოჰორტების გარდა არანაირი სახის ჯარი არ დატოვა. მის დროს შეიქმნა სახელმწიფო კანცელარიაც. იტალიაში მან ააღორძინა საშუალო მიწათმფობელობა, სწორედ ეს კლასი და არმია იყო იმპერატორის ხელისუფლების დასაყრდნობი. ხოლო პროლეტარებისთვის ეწყობოდა უფასო პურის გაცემები.
იტალიის რეგიონები ავგუსტუსის დროს

მან, როგორც მთავარმა ცენზორმა ითავა ერის ზნეობრივი მდგომარეობის ზედამხედველობა. ამ პერიოდში პატრიარქალური რომაული ზნეჩვეულებები დაკნინებული იყო. ავგუსტუსმა მთელი რიგი კანონები გამოსცა ზნეობის ასამაღლებლად, მაგრამ რომაელები ამას უკმაყოფილებით შეხვდნენ. ავგუსტუსი ასევე ცდილობდა რომაელების დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას, ამ მიზნით იგი 3 და მეტ შვილიან მამებს მრავალ წასახალისებელ პრივილეგიებს ანიჭებდა, ხოლო მის სახელმწიფო აპარატში დაუცოლშვილებელი კაცი მაღალ თანამდებობას ვერ მიიღებდა.

მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად პრინცეპსტი მართავდა ქვეყანას სენატთან ერთან, მან აუკრძალა სენატორებს განსაკუთრებული ნებართვის გარეშე დაეტოვებინათ იტალია, რადგან ეშინოდა პროვინციებში მათი გავლენის ზრდის. ქალაქებში და პროვინციებში მან დანიშნა პრეფექტები, რომლებიც პირადად მის წინაშე აგებდნენ პასუხს. პრეტორიანულ გვარდიასაც სათავეში პრეფექტი ედგა, იმპერიაში ეს ერთერთი ყველაზე მაღალი პოსტი იყო.

პროვინციებში აჯანყენები საკმაოდ ხშირად ხდებოდა, მაგრამ რომაელებს არ უჭირდათ მათი ჩახშობა. ყველაზე სერიოზული აჯანყება იყო დალმაციაში და პანონიაში. (დუნაის პირეთი). ტიბერიუსმა შეკრიბა 20 ლეგიონი. აჯანყების ჩახშობა მოხერხდა დუნაელი ტომების ერთერთი ლიდერის ღალატის შედეგად. ამის შემდეგ იგი ეცადა დაეპყრო გერმანია, მოხდა არაერთი ლაშქრობა, რომლებსაც ტიბერიუსი და დრუზუსი ხელმძღვანელობდნენ, მაგრამ მნიშვნელოვან წარმატებებს ვერ მიაღწიეს, ხოლო ტევტობურის ტრის ბრძოლაში კი 9 წელს მხედართმთავარი კვინტილიუს ვარუსი სასტიკად დამარცხდა, ჯარი კი განადგურდა.

ამ აჯანყებების ჩახშობის გარდა ავგუსტუსს პრაქტიკულად არ უწარმოებია დამპყრობლური ომები. მისი საგარეო პოლიტიკა აქტიური დიპლომატიით შემოიფარგლებოდა. იგი ყოველგვარად ცდილობდა მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ტომებთან კარგი ურთიერთობა დაემყარებინა, ხელი მოაწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას პართიელებთან, რომლებმაც რომში დააბრუნეს კრასუსის და ანტონიუსის ლაშქრობებიდან დარჩენილი ტყვეები, ასევე დააბრუნეს დამარცხებული ლეგიონების სიმბოლოები.

ოქტავიან ავგუსტუსი გარდაიცვალა 14 წელს, იგი როგორც მისი მამობილი ღმერთად იყო აღიარებული.

კლავდიუსების დინასტია [რედაქტირება]
მთავარი სტატია : იულიუს-კლავდიუსების დინასტია.

ტიბერიუსი [რედაქტირება]
ტიბერიუსი

პრინცეპსტის სიკვდილის შემდეგ აჯანყდნენ გერმანული და პანონური ლეგიონები. ტიბერიუსმა სიტუაციის განსამუხტად საკუთარი ვაჟი დრუზუსი გაგზავნა. ნაწილობრივ დათმობებით, ხოლო ნაწილობრივ პრევენციული ზომებით ლეგიონებში სიტუაციის სტაბილიზაცია მოხერხდა. გერმანული ლეგიონების აჯანყება კი გერმანიკუსმა, ტიბერიუსის ძმისშვილმა, ჩაახშო.

კიდევ ერთი აჯანყება ატყდა აფრიკაში 17 წელს, რომლის ჩახშობაც რომაელებმა მხოლოდ 24 წელს მოახერხეს. ტიბერიუსი არ სარგებლობდა პოპულარობით არც ხალხში არც სენატში, იგი ძალიან ეჭვიანი ადამიანი იყო, არავის არ ენდობოდა, თავისი მმართველობის დროს, მან თითქმის მთელი თავისი სანათესავო გაწყვიტა, რადგან ეშინოდა, რომ მასზე უფრო პოპულარული ნათესავი სამხედრო გადატრიალებას მოუწყობდა. ასე გერმანიკუსი, რომელიც ლეგიონებშიც და არისტოკრატიაშიც უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა, და მას არაერთხელ სთავაზობდნენ მხარდაჭერას, თუ იგი იმპერატორობას მოისურვებდა, ტიბერიუსის ბრძანებით მოწამლეს, მისი მეუღლე გადაასახლეს ხოლო უფროსი შვილები სიკვდილით დასაჯეს. სიცოცხლის უკანასკნელი წლები ტიბერიუსმა თავის ვილაზე კუნძულ კაპრიზე გაატარა, სადაც 37 წელს იგი პრეტორიანელთა პრეფექტმა დაახრჩო.

კალიგულა [რედაქტირება]
კალიგულა

ტიბერიუსის სიკვდილის შემდეგ იმპერატორი გახდა მისი მემკვიდრე გაიუს კეისარი, რომელიც ისტორიაში თავისი მეტსახელით კალიგულათი შევიდა. თანამედროვენი მას ახასიათებდნენ როგორც გიჟს. იგი მოითხოვდა, რომ მისთვის, როგორც ღმერთისთვის, ეცათ პატივი და აპირებდა საკუთარი ცხენის კონსულად დანიშვნას. მან სწრაფად გაფლანგა ტიბერიუსის მიერ დაგროვილი ფული, შემდეგ კი მდიდარი სენატორების და უბრალო მოქალაქეების ქონების კონფისკაცია დაიწყო. მან უამრავი ადამიანი დასაჯა სიკვდილით, პრაქტიკულად ყოველგვარ მიზეზგარეშე. იერუსალიმის ტაძარში მას საკუთარი ქანდაკების დადგმა უნდოდა, მაგრამ იუდევლებმა სასტიკი პროტესტი გამოთქვეს. ისინი დარბევას მხოლოდ კალიგულას მკვლელობამ გადაარჩინა. 41 წელს პრეტორიანელთა პრეფექტმა კასიუს ჰერეამ მოკლა კალიგულა. ამბოხებულთა ნაწილს ისევ რესპუბლიკის დაბრუნება უნდოდათ, მაგრამ პრეტორიანელებმა იმპერატორად კალიგულას ბიძა კლავდიუსი აღიარეს.

კლავდიუსი [რედაქტირება]

თავიდან სენატს არ სურდა კლავდიუსის იმპერატორად აღიარება და იყო კიდევაც რესპუბლიკის აღდგენის მცდელობა, მაგრამ ლეგიონებმა ამას მხარი არ დაუჭირეს, სენატს მოუწია კლავდიუსის ცნობა, მაგრამ მათსა და ახალ იმპერატორს შორის საკმაოდ ცივი უერთიერთობა იყო.
კლავდიუსი

კლავდიუსი ბავშვობიდან გონებაჩლუნგად მიაჩნდათ, ალბათ მხოლოდ ამიტომ გადაურჩა იგი თავის დროზე ტიბერიუსს. მიუხედავად ამისა, იგი უკეთესი იმპერატორი აღმოჩნდა ვიდრე ამას მოელოდნენ. მან გაამყარა იმპერიის სახელმწიფო აპარატი, შექმნა ახალი კანცელარიები, გადმოიბირა გალიის არისტოკრტია, ამისთვის იგი უხვად არიგებდა რომის მოქალაქეობას. მან გააფართოვა პორტი და აღადგინა გზები. რომაელებში პოპულარობის მოსაპოვებლად იგი ხშირად აწყობდა სანახაობებს.

წინამორბედებისგან განსხვავებით იგი აქტიურად აწარმოებდა დამპყრობლურ ომებს. მისი პრინციპატის დროს იმპერიას შემოუერთდა ბრიტანეთი, მავრიტანია, თრაკია და მცირე აზიის ზოგიერთი რეგიონები. იგი ასევე ცდილობდა სასომხეთში გაემყარებინა პოზიციები, რაც პართიასთან ომით დასრულდა, ეს ომი 60-ანი წლების შუამდე გაგრძელდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მისი ურთიერთობა სენატთან მაინც დაძაბული დარჩა.

კლავდიუსის ოჯახური ცხოვრება კი ცუდად აეწყო, მას შემდეგ რაც მისმა ცოლმა, მესალინამ უღალატა, მან ცოლად აგრიპინა უმცროსი მოიყვანა, რომელმაც აიძულა ეშვილებინა თავისი შვილი პირველი ქოწინებიდან - ლუციუს დომიციუს ნერონი. ამის შემდეგ, 54 წელს, როგორც თვლიან მან მოწამლა იმპერატორი და 17 წლის ვაჟთან ერთად წავიდა პრეტორიანელების ბანაკში, სადაც ლეგიონერებმა იგი ახალ იმპერატორად აღიარეს.

ნერონი [რედაქტირება]
ნერონი

თავის პრინციპატის დასაწყისში ნერონი ჯერ არ ამჟღავნებდა იმ უარყოფით თვისებებს რითაც მოგვიანებით შევიდა ისტორიაში. როგორც ავღნიშნეთ იგი სულ 17 წლის იყო როდესაც გახდა იმპერატორი, მან იმპერიის მმართველობა სენატს მიანდო. იგი იმყოფებოდა თავისი ამღზრდელის ლუციუს ანეუს სენეკას, პრეტორიანელთა პრეფექტის, სექსტუს აფრანიუს ბურუსის და საკუთარი დედის გავლენის ქვეშ, ასე რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში იგი არანაერ მონაწილეობას არ იღებდა. უმეტესად იგი დაკავებული იყო სიმღერით და ლექსების წერით. მოგვიანებით იგი იმდენად მოექცა სენეკას გავლენის ქვეშ, რომ დედამისმა კლავდიუსის ვაჟის, ბრიტანიკუსის დაპირისპირება სცადა მისთვის, მაგრამ 55 წელს მოაკვლევინეს ბრიტანიკუსი, ხოლო 59 წელს ნერონმა საკუთარი დედა მოაკვლევინა. მისი შემდეგი მსხვერპლი გახდა მისი მეუღლე ოქტავია, რომელიც რომაელებს ძალიან უყვარდათ, მისი მკვლელობის შემდეგ ნერონის პოპულარობა ხალხში ძალიან დაეცა. 62 წელს მოკვდა ბურუსი, სენეკამ კი დაკარგა ნერონზე გავლენა და მას თავი მოაკვლევინეს.

64 წლის ზაფხულში რომში საშინელი ხანძარი მოხდა, ქალაქის 14 უბნიდან 3 სრულიად განადურდა, ხოლო 7-ში შენობების უმეტესობა დაიწვა. უამრავი ადამიანი დაიღუპა. ქალაქში ჭორები დადიოდა, რომ იმპერატორმა თვითონ მოაწყო ხანძარი, რათა ქალაქის დაწვის პროცესის ხილვით მიეღო პოემა "ტროას" დაწერისთვის შთაგონება. ამ ჭორების უარსაყოფათ ნერონმა "მოძებნა" დამნაშავენი, ესენი ქრისტიანები აღმოჩნდნენ და მათ წინააღმდეგ სასტიკი, რეპრესიები დაიწყო. ხალხს, ვისაც ქრისტიანობაში ამხელდნენ, იჭერდნენ და ცირკის არენაზე ველურ ცხოველებს აგლეჯინებდნენ ან ჯვრებზე აცვამდნენ. დაზუსტებით უცნობია თუ ვინ იყო ხანძრის მომწყობი. იმდროინდელი ისტორიკოსი გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი არაორაზროვნათ მიუთითებს რომ დამნაშავე ნერონი იყო, მაგრამ ამის დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს, თან უნდა გავითვალისწინოთ რომ ნერონი არ სარგებლობდა პოპულარობით და სვეტონიუსი შეიძლება მიკერძოვებული ყოფილიყო.

ნერონის დროს ხაზინა ისევე მალე დაცარიელდა, როგორც ეს კალიგულას დროს მოხდა და მან იგივე ხერხებს მიმართა მის შესავსებად. ამას რა თქმა უნდა სენატორებში დიდი უკმაყოფილება მოყვა. 65 წელს სენატორებმა სცადეს შეთქმულების მოწყობა, მაგრამ ამის შესახებ იმპერატორმა შეიტყო და შეთქმულები სასტიკად დასაჯა.

ამ მოვლენების შემდეგ ნერონი საბერძნეთში გაემგზავრა, სადაც იგი საჯაროდ გამოდიოდა სცენაზე როგორც მსახიობი და მომღერალი. ბერძნები კი პირფერობდნენ როგორც შეეძლოთ და ყოველგვარ შეჯიბრებში აჯილდოვებდნენ მას. ამისთვის ნერონმა ბერძნული ქალაქები მთელი რიგი გადასახადებისგან გაათავისუფლა. ამასთან ერთად ნერონმა რომში დაიწყო მდიდრული სასახლის მშენებლობა, რომელსაც "ოქროს სახლი" უწოდა. ამან ყველაფერმა რომაელებში აღშფოთება გამოიწვია, ხოლო სენატმა იმპერატორთან ურთიერთობა გაწყვიტა. 66 წელს ნერონმა მეორე ცოლიც მოაკვლევინა და მესამედ დაქორწინდა. უკმაყოფილებას იწვევდა პართიასთან გაჭიანურებული ომიც, რომელშიც რომაელებმა საგრძნობელ წარმატებებს ვერ მიაღწიეს. 63 წელს ნერონმა მაინც მოახერხა პართიელებთან კომპრომისული სამშვიდობო ხელშეკრულების დადება. 66 წელს იუდეაში დაიწყო აჯანყება. მათ წინააღმდეგ ნერონმა გაგზავნა ლეგიონი ცესტიუს გალუსის მხედართმთავრობით, მაგრამ იუდეველებმა იგი სასტიკად დაამარცხეს. ნერონს ეშინოდა იუდეველთა წინააღმდეგ გავლენიანი მხედართმთავრის გაგზავნა, რადგან ლეგიონებზე დაყრდნობით მხედართმავარს შეეძლო გადატრიალების მოწყობა, ამიტომ მისი არჩევანი ვერპასიან ფლავიუსზე გაჩერდა, რომელიც არც წარჩინებული წარმომავლობის იყო და არც გავლენა ჰქონდა.

68 წელს ნერონი დაბრუნდა რომში, მაგრამ სიტუაცია კონტროლიდან საბოლოოდ გამოვიდა. აჯანყდნენ ლეგიონები გალიაში, მალე მათ ესპანური ლეგიონებიც შეუერთდნენ. რომის იმპერიას ჩამოშორდა ბრიტანეთი, იუდეაში სიტუაციას რომაელები უკვე აღარ ფლობდნენ. ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაც ძალიან ცუდი იყო. ესპანეთში აჯანყებულმა ლეგიონებმა იმპერატორად გალბა აღიარეს. ნერონს ამ სიტუაციის უკვე ძალიან შეეშინდა და ეგვიპტეში გაქცევა დააპირა, როდესაც პრეტორიანელებმა შეიტყვეს ამის შესახებ, ისინიც აუჯანყდნენ იმპერატორს. ყველასგან მიტოვებულმა, ნერომნა თავი მოიკლა. ასე დასრულდა იულიუს-კლავდიუსების მმართველობა რომში.

სამოქალაქო ომი [რედაქტირება]

შემდეგი 69 წელი ისტორიაში შევიდა როგორც ოთხი იმპერატორის წელი. ნერონის სიკვდილის შემდეგ გალბა ჩამოვიდა რომში, მაგრამ, როგორც მიღებული იყო, მან არ დააჯილდოვა თავისი მომხრეები, პირიქით, მან პრეტორიანელებს ის საჩუქრებიც წაართვა რაც მათ ნერონისგან ჰქონდათ მიღებული. უკმაყოფილო ლეგიონერებმა ქვემო გერმანიის მმართველი ვიტელიუსი აიჩიეს იმპერატორად, ხოლო ახალი კანდიდატი სენატს სძულდა, რადგან იგი ნერონთან იყო დაახლოვებული. ხოლო 69 წლის 15 იანვარს პტრეტორიანელებმა მოაწყეს შეთქმულება, გალბა და მისი შვილობილი მოკლეს, ხოლო იმპერატორად ოტონი აღიარეს.

პროვინციების უმეტესობამ სცნო ოტო, მაგრამ ვიტელიუსი არ შეეგუა ბედს და გერმანული ლეგიონებით შეიჭრა იტალიაში. 69 წლის აპრილში მოხდა ოტოს და ვიტელიუსის ჯარებს შორის შეტაკება, სადაც ოტო დამარცხდა და თავი მოიკლა. ვიტელიუსი აღიარეს იმპერატორად, მაგრამ მისი ლეგიონერები იტალიაში ისე იქცეოდნენ, როგორც მტრის მიწაზე. ვიტელიუსიც კი აღშფოთდა მარადიორობის მაშტაბებით და ლეგიონები გერმანიაში დააბრუნა ამით მისი პოზიციებიც რომში დასუსტდა.

იუდეის აჯანყება ნაწილობრივ უკვე ჩახშობილი იყო ვესპასიანეს მიერ, მარტო იერუსალიმი იყო ასაღები. 69 წლის ზაფხულში აღმოსავლური პროვინციების მმართველებმა იმპერატორად ვესპასიანე აღიარეს. სენატმაც იგი ამჯობინა ვიტელიუსს. მალე ვესპასიანის მხარეს პროვინციების უმეტესობა გადმოვიდა. იმავე წელს მან დაამარცხა ვიტელიუსის ჯარი და გახდა იმპერატორი. ასე დაიწყო ფლავიუსების დინასტიის მმართველობა.

ფლავიუსების დინასტია [რედაქტირება]

ვესპასიანე და ტიტუსი [რედაქტირება]
ვერსპასიანის გამოსახულება მონეტაზე

ვესპასიანე აღიარეს როგორც სენატორებმა, ასევე ლეგიონერებმაც. მაგრამ იმპერიაში მშვიდობა ჯერ არ სუფევდა. იუდეაში აჯანყება გრძელდებოდა, აჯანყდა ასევე გალიაც და ქვემო გერმანიაც. 70 წელს, როდესაც იტალიაში სამოქალაქო ომი დასრულდა, რომის ლეგიონებმა ვესპასიანეს ვაჟის, ტიტუსის მეთაურობით აიღეს იერუსალიმი და დაანგრიეს ტაძარი. აჯანყება არნახული სისასტიკით ჩაახშვეს. იერუსალიმი მიწასთან გაასწორეს, ხოლო მოსახლეობა მონებად გაყიდეს. იუდეამ ამ დღიდან არსებობა შეწყვიტა. აჯანყებულების ბრძოლა კი კიდევ 3 წლის მანძილზე გრძელდებოდა.

გალიაში კი აჯანყებულებს სურდათ გალიის ცალკე იმპერიად ჩამოყალიბება. აჯანყებულთა ნაწილს რომთან ღია ომი სურდა, მაგრამ გალურმა არისტოკრატიამ მათ არ მხარი დაუჭირა. რომაელებმა აქაც ჩაახშეს აჯანყება, მაგრამ რეპრესიები არ ჩაუტარებიათ. რომაელი მხედართმთავარი პეტილიუს ცერეალისი გამოვიდა გალების წინაშე და წარმოთქვა სიტყვა, რომელშიც იგი გალებს არწმუნებდა, რომ რომაელები მათი მტრები არ იყვნენ და მათ იმპერია ისევე ეკუთვნოდათ, როგორც რომაელებს. ამგვარად გალიაშიც მშვიდობა დამყარდა.

სენატს და ვესპასიანეს შორის თავიდანვე კარგი ურთიერთობა დამყარდა. სენატმა იმპერატორს იმხელა ძალაუფლება მიანიჭა რაც არცერთ მის წინამორბედს არ ჰქონია. მას შეეძლო უკვე არსებული კანონების გაუქმება. ამის გარდა ვესპასიანე ყოველ წელს ირჩეოდა კონსულად. ფლავიუსების ტახტზე ასვლიდან დაიწყო იმპერიის ოქროს ხანა.
კოლიზეუმის რეკონსტრუქცია
კოლიზეუმი დღეს

ვესპასიანეს მმართველობის პერიოდში მოხდა პროვინციების რომანიზაცია. სენატორები ახლა არა მარტო რომაული წარმოშობის იყვნენ, არამედ პროვინციული არისტოკრატებიც. მეორე მხრივ ამან ლათინების გათქვეფა და მომდევნო გადაშენება გამოიწვია. ბევრ ესპანურ და გალურ ქალაქებს მან ლათინური და რომაული მოქალაქეობა უბოძა. ვესპასინემ გააუქმა ყველა ის პრივილეგია რაც ნერონმა ბერძნულ ქალაქებს უბოძა. მან ასევე იმპერიას შეუერთა როდოსი, კილია, ბიზანტიუმი, სამოსი, კილიკია და კომაგენა.

ვესპასიანემ რომში დაიწყო კოლიზეუმის მშენებლობა და აღადგინა კაპიტოლიუმი. მან შეძლო იმპერიის ეკონომიკის აღორძინება, საზღვრების გამაგრება და პართიასთან მშვიდობის შენარჩუნება. ვესპასიანე 79 წელს გარდაიცვალა.
ტიტუსი

ვესპასიანეს გარდაცვალების შემდეგ, იმპერატორი მისი უფროსი ვაჟი ტიტუსი გახდა. მას თანამედროვენი ძალიან დადებითად ახასიათებდნენ, მაგრამ მისი მმართველობა მხოლოდ ორი წელი გაგრძელდა, რადგან 81 წელს იგი გარდაიცვალა. მისი მმართველობის დროს მოხდა საშინელი კატასტროფა, ვულკანმა ვეზუვიმ ამოხეთქა და გაანადგურა ქალაქები პომპეუსი, ჰერკულანუმი და სტაბიუმი.

დომიციანე [რედაქტირება]
დომიციანე

ტიტუსის გარდაცვალების შემდეგ პრეტორიანელებმა იმპერატორად მისი უმცროსი ძმა დომიციანე აღიარეს. იგი უფროს ძმას და მამას თითქმის არაფრით არ ჰგავდა, ხასიათის და ქცევებით იგი იულიუს-კლავდიუსების დინასტიის "სახელგანთქმულ" იმპერატორებს დაემსგავსა. მან ჯერ კიდევ გაპრინცეპსტებამდე გაიფუჭა სენატთან ურთიერთობა და ეყრდნობოდა მხოლოდ სამხედროებს. მიუხედავად ამისა იგი ცდილობდა შეენარჩუნებინა პოპულარობა პლებსში, რისთვისაც ხშირად აწყობდა ნაირნაირ სანახაობებს.

მისი მმართველობის პერიოდში შემოერთებულ იქნა გერმანიის სამხრეთ დასავლეთი, სადაც ვეტერანების კოლონიები შეიქმნა. დუნაის პირეთზე კი დაკების, მარკომანების და სარმატების ტომებმა სერიოზულად დაამარცხეს რომაელები, ომი 89 წლამდე გრძელდებოდა, სანამ დომიციანმა დაკების ბელადთან სამშვიდობო ხელშეკრულება არ დადო. ამ ხელშეკრულებამ რომაელების უკმაყოფილება გამოიწვია. ბრიტანეთში სამხედრო მოქმედებები წარმატებით ხორციელდებოდა, მაგრამ აღმოსავლეთ პროვინციებში მცირე აზიიდან კაკასიის მიმართულებით ექსპანსია ვერ განხორციელდა.

89 წელს ქვემო გერმანიის ლეგატი ანტონიუს სატურნინუსი იქაურმა ლეგიონებმა იმპერატორად აღიარეს, მაგრამ დომიციანმა მოახერხა ამ აჯანყების ჩახშობა. 96 წლის შეთქმულებისას კი იმპერატორი მოკლეს. სენატორებმა ახალ იმპერატორად აირჩიეს ერთ-ერთი უხუცესი სენატორი მარკუს კოკციუს ნერვა.

ანტონინების დინასტია [რედაქტირება]
ნერვა

ნერვას იმპერატორობის არჩევით ლეგიონერები და პრეტორიანელები უკმაყოფილონი დარჩნენ, ამიტომ მათ გადმოსაბირებლად მან იშვილა ზემო გერმანიის მმართველი მარკუს ულპიუს ტრაიანე. ამგვარად ჩამოყალიბდა იმპერატორთა მემკვიდრეობის ახალი ფორმა, პრინცეპსტობა უკვე არა მამიდან შვილზე ან უახლოეს ნათესავზე გადადიოდა, არამედ სენატის რჩეულზე, რომელსაც მოქმედი იმპერატორი იშვილებდა. ამგვარად ანტონიუსების დინასტიის წარმომადგენლები ერთმანეთის სისხლით ნათესავები აღარ იყვნენ. იმპერატორი არჩევის შემდეგ ფიცს დებდა რომ სენატის განაჩენის გარეშე სენატორს არ დასჯიდა სიკვდილით და მხოლოდ ამ პირობით დებდა სენატი იმპერატორისადმი ერთგულების ფიცს.

ნერვამ ჩაატარა ახალი აგრარული რეფორმა, რომლითაც გაღატაკებულ მოსახლეობას დაურიგა მიწები, მისი მმართველობის დროს ასევე შეიქმნა "ალიმენტარული ფონდი" ობოლ ბავშვთა მოსავლელად და აღსაზრდელად. 98 წელს ნერვა გარდაიცვალა.

ტრაიანე [რედაქტირება]
ტრაიანე

ნერვას სიკვდილის შემდეგ 98 წელს, იმპერატორი მისი შვილობილი ტრაიანე გახდა. იგი წარმოშვებით ესპანეთიდან იყო. რომის იმპერატორი პირველად გახდა პროვინციალი. ეს მიუთითებს თუ რა მდგომარეობა ეკავათ იმპერიასი იმ დროს რომანიზებულ დასავლეთ პროვინციებს. იგი ენერგიული ადმინისტრატორი და კარგი მხედართმთავარი იყო. იგი ცდილობდა სენატთან კარგი ურთიერთობა შეენარჩუნებინა, რომელიც უკვე არა ძველი ლათინური არისტოკრატებით იყო უმეტესად დაკომპლექტებული, არამედ მასში უკვე პროვინციალი არისტოკრატები ჭარბობდნენ.

მისი იმპერატორობის დროს სენატს მეტი უფლებამოსილება მიენიჭა. იგი ასევე ცდილობდა აღედგინა რომაული არმიის ავტორიტეტი. 101 წელს მან დაკიასთან დაიწყო ომი. დაკები მხოლოდ 2 წლიანი გაცხარებული ბრძოლების შედეგად დანებდნენ. ომი 105 წელს განახლდა დაკების რომაულ გარნიზონებზე თავდასხმით, რაზეც რომაელებმა 106 წელს დაკიაში შეჭრით და მომდევნო წელს მისი პროვინციათ ქცევით უპასუხეს. ამ გამარჯვების ღსანიშნავად ტრაიანმა ახალი ფორუმი ააშენა და მის ცენტრში 40 მეტრის სიმაღლის სვეტი აღმართა.

109 წელს იმპერატორმა პართიასთან ომისთვის მზადება დაიწყო. იმავე წელს რომაელები კავკასიის რეგიონში შეიჭრნენ და კოლხებს და იბერიელებს მათი ბატონობა აღიარებინეს. 111 წელს რომაელებმა სინის ნახევარკუნძული და არაბეთის ჩრდილო დასავლეთი დაიპყრეს. 114 წელს კი ტრაიანე სასომხეთში შეიჭრა და იგი რომის პროვინციათ აქცია. მომდევნო წელს კი რომაელმა ლეგიონერებმა მესოპოტამიის დიდი ნაწილი დაიკავეს. 116 წელს რომაელებმა უკვე პართიის დედაქალაქი ქტეზიფონი დაიკავეს. ასურეთი მესოპოტამია და ბაბილონია რომის პროვინციებად იქცა. ამით ტრაიანმა ომის დასრულება გამოაცხადა, მაგრამ 116 წლის ბოლოს აჯანყება ატყდა არა მარტო დაპყრობილ შუამდინარეთში, არამედ ეგვიპტეში, კირენაკიაში და კვიპროსზე. ამ აჯანყების ჩასახშობად ტრაიანს მოუწია აღმოსავლური არმიის ნაწილის გაგზავნა, რითიც ისარგებლეს პართიელებმა და დარჩენილი ლეგიონები გაწყვიტეს.
რომის იმპერია ტრაიანეს პრინციპატისას

117 წლის ზაფხულში რომაელებს მოუწიათ სამხრეთ შუამდინარეთის დატოვება, ხოლო მოგვიანებით მესოპოტამიის დიდი ნაწილისაც. რომის არმია ძალიან დასუსტდა. ტრაიანს უნდოდა აღედგინა არმიის ბრძოლისუნარიანობა და გაეგრძელებინა ომი. ამისთვის იგი გაემგზავრა რომისკენ, მაგრამ გზაში ავად გახდა და მოკვდა. რომაელების მეხსიერებაში ტრაიანე დარჩა როგორც საუკეთესო პრინცეპსტი, ალბათ უფრო იმიტომ რომ მმართველობის პერიოდის უმეტესობა ლაშქრობებში გაატარა, ხოლო სახელმწიფოს მართვა სენატს ანდო.

ადრეანე [რედაქტირება]
ადრეანე

ტრაიანეს სიკვდილის შემდეგ იმპერატორი გახდა პუბლიუს ელიუს ადრეანე. იგი კარგად ხვდებოდა რომ ჩაუხშობელი აჯანყებების ფონზე პართიასთან ომის გაგრძელება შეუძლებელია. ამიტომ მან ხელი მოაწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც იგი ტრაიანეს ყველა დაპყრობაზე არაბეთის გარდა უარს ამბობდა. იგი წინამორბედისგან განსხვავებით ყურადღებას თავდაცვას უფრო უთმობდა. მის დროს ხდებოდა იმპერიის საზღვრებზე ციხესიმაგრეების და სხვა თავდაცვითი შენობების მშენებლობა.

აღმოსავლეთში დაპყრობებზე უარმა სამხედროებში უკმაყოფილება გამოიწვია. მოეწყო შეთქმულება, მაგრამ იგი გახსნილი იყო და იმპერატორმა შეთქმულნი სასტიკად დასაჯა. ამან სენატის უკმაყოფილება გამოიწვია, მაგრამ ახალი იმპერატორი დაპირდა სენატს რომ სასამართლოს გარეშე არავის არ დასჯიდა, რის შემდეგაც 118 წელს იგი სცნეს იმპერატორად.

ადრეანე ბევრს ზრუნავდა ქალაქების კეთილმოწყობაზე. იგი ასევე ცდილობდა მოეგვარებინა კრიზისი, რომელიც ტრაიანეს აგრესიული საგარეო პოლიტიკის შედეგად შეიქმნა. მისი მმართველობის პერიოდში რომის საგარეო პოლიტიკა დამპყრობლურისგან თავდაცვითზე შეიცვალა. პროვინციებში აჯანყებების ჩახშობის შემდეგ მან დაიწყო სახელმწიფო და სასამართლო აპარატის გაძლიერება. მან ასევე სახელ
უახლესი ისტორია
მერვე ჯვაროსნული ლაშქრობა
რომის იმპერია
მაუნთ ვერნონი იყო ჯორჯ ვაშინგტონის სახლი. აშენებულია ხისგან, ნეოკლასიკურ, ჯოჯრჯიულ სტილში. სახლი მდებარეობს მაუნთ ვერნონთან (ვირჯინია) ახლოს, ფერფაქსის ოლქში, მდ. პოტომაკის ნაპირებზე

1674 წელს ჯონ ვაშინგტონი და ნიკოლას სპენსერი, დასახლდნენ ამ ადგილას. როდესაც 1677 წელს ჯონ ვაშინგტონი გარდაიცვალა, მისმა ვაჟმა ლორენსმა, ჯორჯ ვაშინგტონის ბაბუამ, მემკვიდრეობით მიიღო, დაახლოებით იმის ნახევარი რასაც დღეს პლანტაცია წარმოადგენს. 1743 წელს ჯორჯ ვაშინგტონის ნახევარ ძმამ, ლორენს ვაშინგტონმა განაგრძო მისი წინაპრების დანატოვარის შენება. პლანტაციას სახელი ადმირალ ედვარდ ვერნონის საპატივცემულოდ დაერქვა, მისი ხელმძღვანელობის ქვეშ მსახურობდა ლორენსი, კარიბიაში ესპანელების წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობებში. ჯორჯმა ძალიან ბევრი რამე შეცვალა, პრაკტიკულად ოროჯერ გაზარდა სახლის ფართობი. ძირითად ფიზიკური სამუშაო მონებმა შეასრულეს.

1754 წელს, ლორენსის გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ, ჯორჯმა ტერიტორია მისი რძლისგან იჯარით აიღო, ხოლო 1761 წელს ენი ვაშინგტონის გარდაცვალების შემდეგ ჯორჯმა მემკვიდრეობით მიიღო ქონება.

1785–86 წლებში, ომის შემდეგ, ვაშინგტონი დაბრუნდა მაუნთ ვერნონში. შემდეგ, უკვე მისი პრეზიდენტობის დროს (1789–1797) ვაშინგტონმა თავის სახლში 434 დღე გაატარა, ხოლო პრეზიდენტობის შემდეგ, გარდაცვალების დღემდე იქ ცხოვრობდა. ამ პერიოდში მან თავისი მეოურნეობა ააღორძინა და ძალიან დიდი შემოსავალი მიიღო.

მართა და ჯოჯრ ვაშინგტონები დაკრძალულები არიან მაოუნთ ვერნონის პლანტაციაზე, ისევე როგორც ოჯახის სხვა წევრები.
ვაშინგტონის აკლდამა

ჯორჯ ვაშინგტონის სიკვდილის შემდეგ, პლანტაცია მემკვიდრეობით გადაეცემოდა მის შთამომავლებს. 1848 წელს, მას შემდეგ რაც, ჯონ აუგისტინ ვაშინგტონმა, ვერ მოახერხა ქონების მართვა, გადაწყვიტა მისი გაყიდვა. ვირჯინიის და აშშ–ის მთავრობებმა უარი განაცხადეს მის შესყიდვაზე.

1860 წელს, მაუნთ ვერნონის ქალთა კავშირმა, ენ პამელა კანინგჰემის თაოსნობით, შეისყიდა სახლი და მიწის ნაწილი, $200,000–ად. სამოქალაქო ომის დროს ეს ტერიტორია ორივე მებრძოლი მხარისთვის ნეიტრალური ზონა იყო. დღეს ის პოპულარული ღირსშესანიშნაობა, რომელსაც უამრავი ტურისტი სტუმრობს.
ახალი ისტორია
ლაშქრობის წამოწყების მიზეზად ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები ითვლება. ლუი შეაშფოთა სირიის მოვლენებმა, სადაც მამლუქი სულთანი ბაიბარსი ჯვაროსნული სახელმწიფოების ნარჩენებს უტევდა. ბაიბარსმა იხელთა მომენტი ვენეციასა და გენუას შორის გაჩაღებული ომის შემდეგ, რის შედეგადაც მათი გავლენა სირიულ პორტებზე საგრძნობლად შესუსტდა. 1265 წლისთვის ბაიბარსმა აიღო ნაზარეთი, ჰაიფა, ტორონი და არსუფი. კვირპროსის ჰუგო III, რომელიც იერუსალიმის მეფედ იყო დანიშნული, აკრაში გადმოსხდა ქალაქის დასაცავად, მაშინ როცა ბაიბარსი ჩრდილოეთით მოიწევდა და სომხეთსაც კი მოაღწია, რომელიც იმჟამად მონღოლთა დაქვემდებარებაში იყო.

ამ მოვლენებმა ლუი აიძულა 1267 წელს ახალი ჯვაროსნული ომი გამოიცხადებინა, თუმცა იმ დროისთვის ამისთვის მცირე მხარდაჭერა არსებობდა. ჟან დე ჟუანვილმა, ლუის მეშვიდე ჯვაროსნულ ომში მისი პირადი ქორონოკოსი, წასვლაზე უარი განაცხადა. ლუი მისმა ძმამ დაარწმუნა სირიის ნაცვლად ტუნისზე გაელაშქრებინა, რაც მათ კარგ დასაყრდენს მისცემდა ეგვიპტეზე თავდასასხმელად, ვინაიდან ეს ლუის წინა ჯვაროსნული ლაშქრობის მიზანი იყო, ისევე როგორც მეხუთე ლაშქრობისაც (ორივე ლაშქრობა ეგვიპტეში დამარცხდა). კარლს, სიცილიის მეფეს, ხმელთაშუა ზღვის ამ რეგიონში საკუთარი ინტერესები ჰქონდა. ხოლო ტუნისის სულთანს ასევე კარგი კავშირი ჰქონდა ქრისტიანულ ესპანეთთან და მოქცევის კარგ კანდიდატად მოაზრებოდა.

ლუი აფრიკის მიწაზე 1270 წლის ივლისში გადმოსხდა, რაც უკიდერედაც არასახარბიელო დრო გამოდგა. არმიის ძირითადი ნაწილი სასმელი წყლის დაბინძურების გამო მალე ეპიდემიამ მოიცვა, ხოლო თავად ლუი 25 აგვისტოს გარდაიცვალა "კუჭის ქრონიკული აშლილობის" გამო, კარლის ჩამოსვლიდან ერთ დღეში. მისი ბოლო სიტყვა "იერუსალიმი" იყო. კარლმა მეფედ ლუის ვაჟი ფილიპ III გამოაცხადა, მაგრამ მისი მცირეწლოვანების გამო ჯვაროსნულ ლაშქრობას თავად გაუძღვა.

ეპიდემიის მძვინვარების გამო ტუნისის ალყა მოიხსნა და 30 ოქტომბერს სულთანთან ხელშეკრულება დაიდო. ამ შეთანხმებით ქრისტიანებმა მოიპოვეს ტუნისში თავისუფალი ვაჭრობის უფლება, ასევე გარანტია მღვდელთა და ბერთათვის ქალაქში ცხოვრებაზე, რაც ჯვაროსნულ ლაშქრობას ნაწილობრივ წარმატებულს ხდიდა. კარლს ამ პერიოდისთვის მოკავშირედ ასევე ჰყავდა ინგლისის უფლისწული ედვარდი, რომელიც ხელშეკრულების დადების პერიოდში ჩამოვიდა. ტუნისის ალყის მოხსნის შემდეგ ედვარდმა აკრაზე გააგრძელა ლაშქრობა, რომელიც ჯვაროსანთა ბოლო გამაგრება იყო სირიაში. მის მიერ იქ გატარებული დრო უკვე მეცხე ჯვაროსნულ ლაშქრობად ითვლება.
პერსონალური კომპიუტერ
პერსონალური კომპიუტერი (PC) — მიკროკომპიუტერი, რომლის ფასი, ზომა და შესაძლებელობები მიესადაგება ინდივიდუალურ გამოყენებას. ტერმინს პოპულარიზაცია გაუკეთა ეპლ კომპიუტერმა მოდელით ეპლ II 1970-იან წლების ბოლოს, შემდეგ კი IBM-მა საკუთარი მოდელით, ზომისა და მობილურობის მიხედვით "პერსონალური კომპიუტერით" შეცვალა.
სექციების სია
[დამალვა]

    * 1 ისტორია
    * 2 ტიპები
    * 3 შემადგენლობა
    * 4 სისტემური ბლოკი
          o 4.1 ძირითადი სისტემური პლატა
          o 4.2 მიკროპროცესორი
          o 4.3 ოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობა
          o 4.4 მონაცემთა სისტემური მაგისტრალი
          o 4.5 კვების ბლოკი
          o 4.6 დამახსოვრების მოწყობილობები
          o 4.7 მყარ დისკზე დამახსოვრების მოწყობილობა
          o 4.8 ადაპტერი
          o 4.9 ვიდეოადაპტერი
          o 4.10 დისკის კონტროლერი
          o 4.11 ქსელური პლატა
          o 4.12 მონიტორი
          o 4.13 კლავიატურა
          o 4.14 მანიპულატორები
          o 4.15 გაფართოების პლატები
          o 4.16 გარე მოწყობილობები
          o 4.17 პრინტერები
          o 4.18 მოდემები
          o 4.19 სტრიმერები (მოძველდა და აღარ არის ხმარებაში)
          o 4.20 კომპაქტ დისკების მოწყობილობები
          o 4.21 უწყვეტი კვების ბლოკი (UPS)
    * 5 რესურსები ინტერნეტში

ისტორია [რედაქტირება]

    * 1947 წელი, 23 დეკემბერი — Bell Telephone Laboratories სამმა მეცნიერმა უილიამ შოკლეიმ, უოლტერ ბრათეინმა და ჯონ ბარდენმა დემონსტრაცია გაუკეთეს წერტილოვანი კონტაქტის ტრანზისტორის გამაძლიერებლის ახალ გამოგონებას. სახელი „ტრანზისტორი“ არის „გადაცემის წინაღობის“ შემოკლება.

    * 1952 წელი, იანვარი — IBM-ს უჩივიან კომპიუტერული ბიზნესის მონოპოლიზაციის გამო.

    * 1956 წელი, იანვარი — აშშ-ის რაიონული სასამართლო აკმაყოფილებს სარჩელს.

        * თვე უცნობია — პირველი ტრანზისტირებული კომპიუტერი TX-O (Transistorized Experimental computer - ტრანზისტირებული ექსპერიმენტული კომპიუტერი) შექმნილია მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში.

        * 13 სექტემბერი — IBM-მა წარმოადგინა IBM 350 Disk File, პირველი მყარი დისკი, როგორც IBM RAMAC 305 კომპიუტერის ნაწილი. მას გააჩნდა 50-ორმხრიანი, 24-დიუმიანი დისკი და მას გააჩნდა ერთი ბერკეტი და ერთი ჩამწერი/წამკითხავი თავაკი. იგი იტევდა დაახლოებით 5 მეგაბაიტის მოცულობის ინფორმაციას და ინფორმაციის გადაცემის სიჩქარე ჰქონდა 8800 სიმბოლო წამში.

პირველი მინიკომპიუტერი — PDP 1

    * 1958 წელი, 12 სექტემბერი — Texas Instruments-ში, ჯეკ კილბი დემოსტრაციას უკეთებს მსოფლიოში პირველ ინტეგრირებულ პლატას, რომელიც შეიცავდა ნახევარგამტარი მატერიალით დაკავშირებულ, დიუმის სიგრძის და კბილსაჩიჩქნზე წვრილ 5 კომპონენტს.

    * 1959 წელი, თვე უცნობია — Fairchild Semiconductor-ში, რობერტ ნოისი ქმნის ინტეგრირებულ პლატას, სადაც კომპონენტები სილიკონ-ოქსიდის ფენაზე დაკავშირებულია ალუმინის ხაზებით.

    * 1960 წელი, თვე უცნობია — Digital Equipment უშვებს პირველ მინიკომპიუტერს PDP-1, რომლის ფასი იყო 120 000 ამერიკული დოლარი. ეს იყო პირველი კომერციული კომპიუტერი, რომელიც აღჭურვილი იყო კლავიატურითა და მონიტორით. (PDP — Program, Data, Processor (პროგრამა, მონაცემები, პროცესორი)).

    * 1963 წელი, თვე უცნობია — დაგლას ენგელბარტის ჯგუფმა, კალიფორნიაში, სტენფორდის კვლევით ინსტიტუტში შეისწავლეს ჩვენების (ეკრანის, მონიტორის, ტელევიზორის) ანტერაქტიურლი სქემები. მათ ტესტირება ჩაატარეს სხვადასხვა მოწყობილობებით — მიმთითებლებით, მართვის პულტებით, სფერული მანიპულატორით — ყავისფერი ხის ყუთი ორი მოძრავი ბორბლით და წითელი ღილაკით. ამ უკანასკნელმა საუკეთესო შედეგი აჩვენა.

ცენტრალური ბლოკის კომპიუტერი General Electric 225

    * 1964 წელი, 1 მაისი — დარტმუთის კოლეჯში, ჰანოვერში პირველად გაეშვა ბაზური (BASIC) პროგრამირების ენა. ენა შექმნა პროფესორმა ჯონ კემენიმ და ტომას კურტცმა. ის ბაზირებული იყო ფორტრანზე და ალგონზე და შეიქმნა General Electric 225 ცენტრალური ბლოკის კომპიუტერისათვის.

        * თვე უცნობია — ამერიკული სტანდარტის ასოციაცია იშვილა ASCII-მ (American Standard Code for Information Interchange, ამერიკული სტანდარტული კოდი ინფორმაციის გაცვლისათვის), როგორც სტანდარტული კოდი, მონაცემთა გადაცემისათვის.

    * 1965 წელი, 19 აპრილი — ჟურნალი „ელექტრონიკსი“ (Electronics) აქვეყნებს Fairchild Semiconductor-ის მთავარი მკვლევარისა და პროგრამისტის გორდონ მორის სტატიას. მორი წინასწარმეტყველებს, რომ ტრანზისტორის სიხშირე ინტეგრირებულ პლატაზე, შემდეგი ათი წლის განმავლობაში ყოველ 12 თვეში გაორმაგდება.

    * 1966 წელი, მაისი — სტივენ გრეი აარსებს კომპანიას Amateur Computer Society და აქვეყნებს სიახლეს სახელწოდებით ACS.

    * 1968 წელი, 4 ივნისი — აშშ-ის პატენტისა და სავაჭრო ნიშნების ბიურო დოქტორ რობერტ დენარდს ჩუქნის IBM T.J. Watson კვლევითი ცენტრის 3,387,286 პატენტს.

        * თვე უცნობია — რობერტ ნოისი და გორდონ მორი აარსებენ კომპანიას Intel Corporation.
        * 4 ოქტომბერი — კომპანია ჰიულეტ-პაკარდის მიერ ჟურნალში Science გამოქვეყნდა რეკლამა, რომელიც მომხმარებლებს ამცნობდა პირველ პროგრამირებად მეცნიერულ გამომთვლელ მანქანაზე (Calculator), რომელსაც ჰიულეტ-პაკარდი ეძახდა „the new Hewlett-Packard 911A personal computer“. (ახალი ჰიულეტ პაკარდის 911A პერსონალური კომპიუტერი).

ტიპები [რედაქტირება]

ზომისა და პორტატულობის მიხედვით, პერსონალური კომპიუტერები იყოფა შემდეგ ტიპებად:

    * სამაგიდო კომპიუტერი;
    * პორტატული კომპიუტერი;
    * ლეპტოპი, იგივე ნოუტბუკი;
    * პლანშეტური კომპიუტერი;
    * ე.წ. პირადი ციფრული ასისტენტი, რომელშიც ერთიანდება:
          o ჯიბის კომპიუტერი;
          o სხეულზე სატარებელი კომპიუტერი;
          o მობილური ტელეფონი.

შემადგენლობა [რედაქტირება]

პერსონალური კომპიუტერი შედგება სპეციალური კაბელებით დაკავშირებული რამდენიმე ბლოკისგან. ბლოკების ნომენკლატურა იცვლება PC–ის ტიპის მიხედვით, მაგრამ მინიმალური კომპლექტი შემდეია:

    * სისტემური ბლოკი;
    * მონიტორი;
    * კომპიუტერის კლავიატურა.

დამატებით მოწყობილობებს მიეკუთვნება:

    * პრინტერი;
    * სკანერი;
    * დამატებითი დამახსოვრების მოწყობილობა და სხვ.

სისტემური ბლოკი [რედაქტირება]
ჩვეულებრივი სისტემური ბლოკი („კეისი“), გადაკეთებული მფლობელის მიერ

სამაგიდო პერსონალური კომპიუტერის სისტემური ბლოკი წარმოადგენს კარკასს, რომელშიც განლაგებულია პერსონალური კომპიუტერის კვანძები:

    * დედაპლატა;
    * მიკროპროცესორი;
    * ადაპტერი;
    * დენის წყარო;
    * ოპტიკური დისკის ძრავი (CD-ROM);
    * მყარი დისკი;
    * ტაქტური სიხშირის გადამრთველი;
    * ოპერატიული მეხსიერება;
    * ვიდეო კარტა;
    * ქსელური კარტა;
    * ხმის კარტა;
    * დინამიკი, მართვის ღილაკები; და სხვა.

უკანა მხარეს ჩანს როზეტები კაბელების შესაერთებლად. კვების ბლოკის შიგნით აყენებენ ცენტრალურ პროცესორთან დამაკავშირებელ მოწყობილობებს და გაფართოების პლატებს. კარკასი იხურება სახურავით. ამჟამად ფართოდაა გავრცელებული სისტემური ბლოკის სამი ფორმა: კოშკი (Tower), მინი კოშკი (Mini Tower) და ბრტყელი (Desktop).

  1. Tower-ის გაბარიტები დიდია და იგი საშუალებას იძლევა მასში მოთავსდეს დიდი რაოდენობის ბლოკები. ხშირ შემთხვევაში მას იატაკზე დებენ.
  2. Mini Tower-ში ძირითადად პლატას ვერტიკალურად აყენებენ, ხოლო შიგ ჩადებულ პლატებს ჰორიზონტალურად.
  3. Desktop-ში სისტემური ბლოკი ყენდება გარკვეული კუთხით. ძირითადი პლატა ყენდება ჰორიზონტალურად, ხოლო მასში დასაყენებელი პლატები — ვერტიკალურად.

ძირითადი პლატა

ძირითადი სისტემური პლატა [რედაქტირება]

ძირითად პლატას უწოდებენ დიდ ნაბეჭდ პლატას. მასზე დაყენებულია პერსონალური კომპიუტერის ძირითადი კომპონენტები: ცენტრალური მიკროპროცესორი, ოპერატიული მეხსიერება, მხარდამჭერი მიკროსქემები, ცენტრალური მაგისტრალი, კონტროლერი და რამოდენიმე გამთიშველი.
მიკროპროცესორი

მიკროპროცესორი [რედაქტირება]

მიკროპროცესორი მინიატულური ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანაა, რეალიზებული ერთი ზედიდი ინტეგრალური სქემით. ზესუფთა სილიციუმის ერთ კრისტალზე რთული, მრავალსაფეხურიანი და ზუსტი ტექნოლოგიით დატანილია რამოდენიმე მილიონი ტრანზისტორი და სხვა სქემური ელემენტები, აგრეთვე დამაკავშირებელი გამტარები და გარე მოწყობილობების შემაერთებელი წერტილები. მათი ერთობლიობა ქმნის ლოგიკურ ბლოკს: არითმეტიკულ მოწყობილობას, მართვის მოწყობილობას, რეგისტრებს და სხვ. მსოფლიოში სხვადასხვა ფირმების მიერ გამოიშვება სხვადასხვა დანიშნულების ცენტრალური მიკროპროცესორების ტიპები.
ვენტილიატორი

მიკროპროცესორის მთავარი პარამეტრებია: შესასრულებელ ბრძანებათა ერთობლიობა, თანრიგიანობა და ტაქტიკური სიხშირე. მიკროპროცესორების მთავარი პარამერი ტაქტიკური სიხშირეა. იგი გვიჩვენებს წამში რამდენ ელემენტარულ ოპერაციას-ტაქტს ასრულებს მიკროპროცესორი. ტაქტიკური სიხშირე იზომება მეგაჰერცებში (1 მეგაჰერცი უდრის 106 ჰერცს). თანრიგიანობა გვიჩვენებს, ერთ ტაქტში თუ რამდენ ორობითი თანრიგის დამუშავებას ან გადაცემას ახორციელებს მიკროპროცესორი, ასევე რამდენი ორობითი თანრიგი შეიძლება იქნას გამოყენებული მიკროპროცესორის ოპერატიული მეხსიერების დამისამართებისათვის. აღსანიშნია, რომ ტაქტიკური სიხშირეპროცესორი მწარმოებლურობის შეფარდებითი მახასიათებელია იმიტომ, რომ პროცესორის სქემური გადაწყვეტების გამო ზოგიერთი პროცესორი ერთ ტაქტში ასრულებს იმდენ ოპერაციას, რომლის შესრულებასაც სხვა პროცესორი ანდომებს რამოდენიმე ტაქტს. გარეგნულად მიკროპროცესორი ოთხკუთხედი პლასმასის ფირფიტაა — 5x5x05 სანტიმეტრის ზომის, 940-მდე „ფეხებით“. მიკროპროცესორებს გასაციებლად უყუნებენ პატარა ვენტილიატორებს, რათა მიკროპროცესორი არ გადახურდეს.
ოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობა

ოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობა [რედაქტირება]

ოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობა (RAM) რეალუზებულია ზედიდი ინტეგრალური სქემის სახით. მონაცემების წაკითხვის ან ჩაწერის დრო 60+ ნანოწამია (60x10-9წმ). არსებობს ორი ტიპის ოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობა: სტატიკური და დინამიკური. სტატიკური ოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობაში ელემენტარული უჯრედის როლში ინტრიგერული სქემა გამოდის. ასეთი სქემა იმპულსის მიღებამდე ან კვების გამორთვამდე ინარჩუნებს ერთ-ერთ მდგომარეობას 0 ან 1. უჯრაში ჩაწერილი ინფორმაციის წაკითხვისას მისი მდგომარეობა არ იცვლება. დინამიკური მოდელი შედგება მიკროსკოპული ტევადობისგან (კონდესატორებისგან). ნებისმიერი კონდესატორი შეიძლება იყოს ორ მდგომარეობაში: დამუხტული ან დაუმუხტავი. ასეთ მეხსიერებაში ჩაწერილი მონაცემების დასამახსოვრებლად საჭიროა დაუმუხტავი კონდესატორების პერიოდულად დამუხტვა. ამის გამო დინამიკური მეხსიერება სტატიკურთან შედარებით ნელამოქმედია. სამაგიეროდ იგი ნაკლებად ენერგოტევადია. უნდა აღვნიშნოთ, რომ ორივე ტიპის დამახსოვრების მოწყობილობა წარმოადგენს მცირე ზომის ნაბეჭდ პლატას, მასზე განლაგებული მიკროსქემებით. ოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობის გარდა, თანამედროვე პერსონალურ კომპიუტერებს გააჩნიათ ე.წ. ზეოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობა (ქეშ მეხსიერება), რომელიც უზრუნველყოფს ნელმოქმედი მოწყობილობის თავსებადობას, სწრაფმოქმედ მოწყობილობასთან, მაგალითად, მიკროპროცესორის დინამიკურ მეხსიერებასთან.

არსებობს ორი დონის ქეშ მეხსიერება: პირველი დონის 32 ბაიტის ტევადობით (ახლა უკვე 64), რომელიც ჩაშენებულია უშუალოდ მიკროპროცესორში და მეორე დონის 512 და მეტი ტევადობით. იგი ყენდება სისტემურ პლატაზე.
მონაცემთა სისტემური მაგისტრალი (სისტემური სალტე)

მონაცემთა სისტემური მაგისტრალი [რედაქტირება]

მონაცემთა სისტემური მაგისტრალი (სისტემური სალტე) კომპიუტერის კომპონენტებს შორის სიგნალების გადაცემის უზრუნველყოფის კაბელების ერთობლიობაა. კაბელები სტანდარტიზირებულია. სისტემური სალტე დამზადებულია ISA სტანდარტებით. სალტეს აქვს მონაცემების 16 ხაზი, მისამართების 22 ხაზი, აპარატული წყვეტების 15 და მეხსიერებასთან მიმართვის 7 ხაზი. ამის გარდა სალტეზე სიგნალებისა და ელექტროკვებისათვის შემუშავებულია სალტეების სტანდარტები. VLB სტანდარტი შემოთავაზებულია VESA ასოციაციის მიერ. მიკროპროცესორსა და სისტემურ სალტეებს შორის შუაკედური ადგილი უჭირავს Mezzanine სალტეებს. ისინი დამოკიდებულნი არ არიან ძირითად პროცესორზე და მის ტაქტიკურ სიხშირეზე. ასეთი სალტეების ერთ-ერთი სტანდარტია PCI.
CMOS RAM

სისტემურ პლატაზე დაყენებული ელემენტებიდან მნიშვნელოვანი ელემენტია BIOS (მონაცემთა შეტანა/გამოტანის ბაზური სისტემა). იგი ენერგოდამოუკიდებელი მუდმივდამახსოვრების მოწყობილობაა. მასში ჩაწერილია მონაცემთა შეტანა/გამოტანის პროგრამა, ელექტროქსელში ჩართვისათვის კომპიუტერის გაშვების პროგრამა და სხვა სპეციალური პროგრამები, რომელიც იყენებს ინფორმაციას კომპიუტერის აპარატული კონფიგურაციის შესახებ. ეს ინფორმაცია ინახება მიკროსქემაში CMOS RAM. CMOS RAM სისტემურ პლატაზეა დამონტაჟებული და იკვებება სპეციალური ელემენტით. ამავე ელემენტით მიეწოდება კვება კვარცულ საათს.
კვების ბლოკი

კვების ბლოკი [რედაქტირება]

კვების ბლოკი ცვლად დენს გარდაქმნის დაბალი ძაბვის (12,5ვ) მუდმივ დენად. კვების ბლოკის ელექტრული სქემა უზრუნველყოფს ბლოკის გამოსავალზე ძაბვის სტაბილურობას, ელექტრო ქსელში ძაბვის ცვლილების 180-220ვ ფარგლებში.

დამახსოვრების მოწყობილობები [რედაქტირება]

დამახსოვრების მოწყობილობები გათვალისწინებულია დიდი მოცულობის ინფორმაციის შესანახად. „დიდი ტევადობის“ ქვეშ იგულისხმება დამახსოვრების მოწყობილობა, რომლის ტევადობა რამოდენიმე ასეულჯერ მეტია ოპერატიულ დამახსოვრების მოწყობილობაზე.

დამახსოვრების მოწყობილობა არის ინფორმაციის დამახსოვრების და დენგამტარების ერთობლიობა. არსებობს ორი სახის ინფორმაციის დამახსოვრების მოწყობილობა: მყარი და მოხსნადი. ამძრავი მოწყობილობა არის ჩაწერის და წაკითხვის მექანიზმის და ელექტრული სქემის ერთობლიობა. მისი კონსტრუქცია განპირობებულია ინფორმაციის დამახსოვრების მატარებლის ტიპით და მოქმედების პრინციპით.

ინფორმაციის დამახსოვრების მატარებელი გარეგნულად შეიძლება იყოს დისკის ან ლენტის (ეს მოწყობილობა აღარ გამოიყენება) სახით. ინფორმაციის დამახსოვრების პრინციპის მიხედვით ინფორმაციის დამახსოვრების მატარებლები იყოფიან მაგნიტურ, მაგნიტოოპტიკურ და ოპტიკურ მატარებლებად. ლენტურ დამახსოვრების მოწყობილობაში გამოიყენებოდა მაგნიტური დამახსოვრების პრინციპი, ხოლო დისკურში კი მაგნიტური, მაგნიტოოპტიკური ან ოპტიკური. ინფორმაციის დისკური დამახსოვრების მატარებელი შეიძლება იყოს მყარი ან დრეკადი.

ინფორმაციის დრეკადი მატარებლის გამოშვება წარმოებს დისკების ან ფლოპი დისკების (უკვე მოძველდა) სახით. ინფორმაციის დამახსოვრების მატარებელი წარმოადგენს გარკვეული ზომის სპეციალურ ფირს. იგი დაფარულია სპეციალური ფერომაგნიტური ფენით და მოთავსებულია პლასტმასის კოლოფში.

დრეკადი დისკების ამძრავი მოწყობილობა სტანდარტული გაბარიტების ელექტრონულ მექანიკური მოწყობილობაა, რომლის კორპუსში მოთავსებულია :

    * ელექტროძრავა;
    * მაგნიტური თავაკი და მისი პოზიცირების მექანიზმი;
    * ნაბეჭდი პლატა ელექტროძრავის კვების სქემებით, ჩაწერა-წაკითხვის გამოსავალი სიგნალების ფორმირების, გამაძლიერებლებით.

დრეკადი დისკების ამძრავი მოწყობილობა მუშაობს მხოლოდ ჩაწერის და წაკითხვის დროს. ჩაწერა-წაკითხვის დროს მაგნიტური თავაკი მექანიკურად ეხება ინფორმაციის მატარებელს. სისტემურ ბლოკზე ამძრავი მოწყობილობა ისე მაგრდება, რომ „ღრიჭოში“ შესაძლებელი იყოს დისკების მოთავსება.

მყარ დისკზე დამახსოვრების მოწყობილობა [რედაქტირება]
მყარ დისკზე დამახსოვრების მოწყობილობა

მყარ დისკზე დამახსოვრების მოწყობილობა ერთი მთლიანი მოწყობილობაა მისი კონსტრუქციული სქემა დრეკადი დისკების ამძრავი მოწყობილობის სქემის მსგავსია. მყარ დისკზე დამახსოვრების მოწყობილობის ტევადობა და ინფორმაციის გაცვლა რამოდენიმე ასეულჯერ მეტია დრეკად დისკთან შედარებით. ინფორმაცია რამოდენიმე მყარად დაკავშირებულ დისკებზე იწერება. დისკები ფერომაგნიტური ფენით დაფარული ფირფიტებია. ინფორმაციის ჩაწერა/წაკითხვა ხორციელდება ორივე მხარეს (განაპირა ფირფიტების გარდა) (იხილეთ სურათი).

ცხადია ჩაწერა და წაკითხვა ხორციელდება მაგნიტური თავაკების ერთობლიობით. დისკების პაკეტი ბრუნავს 7500-10000 ბრუნი/წმ-ში სიჩქარით. წამკითხველი თავაკები „ცურაობენ“ დისკის ზედაპირიდან 0.5-0.13 მიკრომეტრის მანძილზე. დამახსოვრების მოწყობილობებს რამდენიმე ათეული ფირმა უშვებს თავსებადობის მიზნით შემუშავებულია სპეციალური სტანდარტები, როგორიცაა: SATA, IDE, EIDE, SCSI.

ადაპტერი [რედაქტირება]

მონაცემების და მმართველი სიგნალების წარმოდგენის ფორმა პერსონალური კომპიუტერის სხვადასხვა მოწყობილობებში განსხვავდებიან. ეს ბუნებრივია იმიტომ, რომ ცალკეული ფუნქციონალური ბლოკების პრინციპები განსხვავდებიან. მაგალითად, დისკებიდან წაკითხული ინფორმაცია ელექტრონული იმპულსების თანმიმდევრობაა. მასში თითოეული იმპულსი ერთი ბიტი მატარებელია. იგივე მონაცემები სისტემურ სალტეზე წარმოდგენილია 32 ერთდროულად გადაცემული იმპულსების კომბინაციით. მოწყობილობის ურთიერთქმედების თავსებადობის უზრუნველყოფა ხორციელდება სპეციალური მოწყობილობით — ადაპტერებით. კონსტრუქციულად ადაპტერი ნაბეჭდი პლატაა, რომელსაც ერთის მხრივ აქვს სტანდარტული გამთიშველი, ხოლო მეორეს მხრივ შესაბამის მოწყობილობასთან დასაკავშირებელი სპეციფიური გამთიშველი. ნაბეჭდ პლატაზე არის მიკროსკოპული და სხვა ელემენტები. უკანასკნელ ხანს ადაპტერისადმი მოთხოვნა მცირდება იმიტომ, რომ ელექტრული სიგნალების გარდამქმნელ ფუნქციებს თვით მოწყობილობის ელექტრონული მართვის სქემები იღებენ თავის თავზე და თავსებადობის გარკვეულ ფუნქციებს სისტემურ პლატაზე დაყენებული მიკროსქემები აკეთებენ. აღნიშნულის მიუხედავად ამჟამად გამოყენებაშია ვიდეოადაპტერები (იგივე ვიდეოკარტები), შეტანა/გამოტანის პორტების ადაპტერები, ქსელური ადაპტერები, ხმის ადაპტერები, მოდემები.
ვიდეოადაპტერი

ვიდეოადაპტერი [რედაქტირება]

ვიდეოადაპტერი ეკრანზე გამოსასახ ინფორმაციას გარდაქმნის ვიდეოსიგნალად. ვიდეოადაპტერი თავსდება სისტემურ ბლოკში. რაში მდგომარეობს გარდაქმნის არსი? ცნობილია, რომ მონიტორზე გამოსახულება წარმოადგენს წერტილების ერთობლიობას. წერტილების ფორმირება ელექტრული სხივით იქმნება ჰორიზონტალური და ვერტიკალური გაშლის წყალობით. სხივის ტრაექტორია რამდენიმე ასეულ ჰორიზონტალურ ხაზს ქმნის. ელექტრონული სხივის ინტენსივობის მართვით მიიღწევა წერტილის სიკაშკაშე. ამრიგად, ეკრანზე გამოსახულების მისაღებად საჭიროა შესაბამისი წესით განხორციელდეს ელექტრონული სხივის მოდელირება. ამ ოპერაციების შესასრულებლად საჭიროა ოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობაში დასამახსოვრებელ სიმბოლოთა შესაბამისი კოდების გარდაქმნა ვიდეო სიგნალებად.

აღსანისნავია, რომ მონიტორის ეკრანზე გამოსახულების აღდგენა უნდა განხორციელდეს წამში 25-30 კადრის სიჩქარით. ეს პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს. ამ პროცესმა რომ ხელი არ შეუშალოს ცენტრალური პროცესორის მუშაობას, ეკრანზე გამოსატანი ინფორმაცია ინახება სპეციალურ მეხსიერებაში — ვიდეომეხსიერებაში.

კონსტრუქციულად, ეს რეალიზებულია ძირითად მეხსიერებაში გარკვეული უბნის გამოყოფით ან მეხსიერებაში სპეციალური მიკროსქემის ჩართვით. ეკრანზე გამოსასახავი ფერების რაოდენობის და გარჩევადობის გაზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნები ვიდეომეხსიერების მიმართ.

ამჟამად ვიდეომეხსიერების რამოდენიმე სტანდარტია. თანამედროვე პლატები თავსდება ადრე გამოშვებულ პლატებთან, ე.ი. ადაპტერს, რომელსაც შეუძლია იმუშაოს 1280x1024 რაოდენობის პიქსელებთან, შეუძლია აღადგინოს უფრო დაბალი გარჩევადობით ჩაწერილი ინფორმაციაც.

დისკის კონტროლერი [რედაქტირება]

დისკის კონტროლერი გათვალისწინებულია მექანიკურად მოძრავი მოწყობილობის მართვის, ჩაწერის და წაკითხვის პროცესების ელექტრული იმპულსების ფორმირებისთვის. იგი შეიცავს:

    * გენერატორს, რომელიც კვებავს დისკის ამძრავს ცვლადი დენით;
    * ჩაწერა-წამკითხავი თავაკების პოზიცირების მართვის სერვისის სისტემას;
    * მონაცემთა ჩაწერისას მაგნიტურ თავაკებზე მიწოდებული ელექტრული იმპულსების გამაძლიერებელს;
    * წაკითხვის გამაძლიერებელს და წაკითხული ინფორმაციის გამოსავალ იმპულსების ფორმირების მოწყობილობას.

LPT პორტი

შეტანა-გამოტანის კონტროლერი, ანუ პორტები ადაპტერი მოწყობილობაა, რომელიც ახორციელებს გარე მოწყობილობების მართვას. მათი მიერთება პროცესორის ბლოკთან ხორციელდება სპეციალური სქემური ელემენტების საშუალებით, რომლებსაც პორტებს უწოდებენ. განასხვავებენ პარალელურ და თანმიმდევრულ პორტებს. პარალელური პორტები საშუალებას იძლევა ერთ ტაქტში გადაცემულ იქნას მინიმუმ ერთი ბაიტი (8 ბიტი). ერთი ბაიტის გადასაცემად გამოყოფილია ერთი გამტარი (ერთი კონტაქტი).

თანმიმდევრული პორტები შეიცავს მხოლოდ ერთ წყვილ გამტარს და ამიტომ ბაიტების შემადგენელი ბიტების გადაცემა თანმიმდევრულად ხორციელდება. თანმიმდევრული პორტი გამოიყენება არამარტო კოდირებული ციფრული ინფორმაციის გადასაცემად, არამედ არაკოდირებული ინფორმაციის გადასაცემადაც. მაგალითად, მანიპულატორთან.
COM პორტი

ხშირად შეტანა გამოტანის ადაპტერი ემსახურება სამ პარალელურ (მათი დასახელება LPT1...LPT3) და ოთხ თანმიმდევრულ (მათი დასახელება COM1...COM4) პორტს. LPT პორტებისათვის გამოიყენება 41 წვერიანი გამთიშველი, ხოლო COM პორტებისათვის 9, ან 25 წვერიანი. გამთიშველები გამოტანილ არიან სისტემური ბლოკის უკანა კედელზე. მათ უერთდება გარე მოწყობილობის დამაკავშირებელი კაბელები. ცხადია გამთიშველების საერთო რაოდენობა პორტების საერთო რაოდენობაზე ნაკლებია.
ქსელური პლატა

ქსელური პლატა [რედაქტირება]

ეს ადაპტერი გათვალისწინებულია პერსონალური კომპიუტერის დასაკავშირებლად მონაცემების გადაცემის ფიზიკურ არხებთან. მაგალითად, კოაქსიალურ კაბელებთან. იგი ახორციელებს მონაცემების გადაგზავნას ორივე მიმართულებით.

  1. არხიდან სიგნალის მიღება, კომპიუტერის სალტეზე მისი გადაცემა
  2. მონაცემების მიღება კომპიუტერიდან და გადაცემა არხში.

ამავე დროს ქსელური პლატა ახორციელებს გადაცემული შეტყობინებების სტრუქტურის გარდაქმნას სტანდარტის მიხედვით.

მონიტორი [რედაქტირება]
მონიტორი

მონიტორი გათვალისწინებულია ტექსტური და გრაფიკული ინფორმაციის გამოსასახავად. მათ შეუძლიათ იმუშაონ ტექსტურ ან გრაფიკულ რეჟიმში.

ტექსტურ რეჟიმში მუშაობისას ეკრანი პირობითად იყოფა უბნებად. ეკრანზე ერთდროულად შეიძლება გამოტანილ იქნას ერთი სიმბოლო 256 წინასწარ ცნობილი სიმბოლოდან. ამ სიმბოლოებს მიეკუთვნება ასოები, ციფრები და სხვ. უნდა აღინიშნოს, რომ გამოსატანი სიმბოლოების რაოდენობა 256-ით შემოფარგლული არ არის. ერთსა და იმავე კოდს რეჟიმის მიხედვით ეკრანზე შეიძლება სხვადასხვა სიმბოლოები შეესაბამებოდეს. გრაფიკულ რეჟიმში მონიტორი რასტრს წარმოადგენს, რომელიც პიქსელებისაგან შედგება. მონიტორის უნარს, ერთდროულად ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად ასახული იქნას პიქსელების გარკვეული რაოდენობა, მონიტორის გარჩევადობას უწოდებენ. გამოთქმა „მონიტორის გარჩევადობაა 800x600“ ნიშნავს, რომ მონიტორს შეუძლია გამოიტანოს 600 ჰორიზონტალური და 800 ვერტიკალური წერტილი (პიქსელი). მონიტორის რეალური გარჩევადობა ასევე დამოკიდებულია ვიდეოადაპტერზე.

არსებობს ორი ტიპის მონიტორი: თხევად კრისტალზე და ელექტრონულ სხივურ მილაკზე. თხევად კრისტალზე აგებულ მონიტორებს მცირე წონა და გეომეტრიული ზომა აქვს, მოიხმარს საშუალოდ ორჯერ ნაკლებ ელექტროენერგიას.

უმრავლეს შემთხვევაში მონიტორი დამოუკიდებელი ბლოკია. მონიტორის ყუთზე ეკრანი სპეციალური სამაგრებითაა დამაგრებული. ისინი საშუალებას აძლევენ მომხმარებელს დააყენონ იგი სასურველი კუთხით. ყუთის შიგნით კვების ბლოკი და ეკრანზე გამოსახულების ფორმირებისათვის საჭირო ელქტრული სქემებია.

თანამედროვე პერსონალურ კომპიუტერებში ეკრანის მუშაობის ვადის გასახანგრძლივებლად და ელექტროენერგიის დასაზოგად გამოგონებულია სპეციალური პროგრამულ-აპარატული მეთოდები. თუ გარკვეული დროის განმავლობაში მომხმარებელი არ ასრულებს სამუშაოს, დასაწყისში ოპერაციულ სისტემას გამოაქვს ეკრანზე სპეციალური სურათები, ხოლო მოგვიანებით მონიტორი გადაყავს ელექტროენერგიის ეკონომიური ხარჯვის, ე.წ. „ლოდინის“ (თვლემის, ძილის) რეჟიმში.

კლავიატურა [რედაქტირება]
კლავიატურა

კლავიატურა გათვალისწინებულია კომპიუტერში მმართველი სიგნალების და მონაცემების შესატანად. კლავიატურა კონსტრუქციულად დამოუკიდებელი ბლოკია. ე.წ. Notebook-ში კლავიატურა კორპუსის განუყრელი ნაწილია.

კლავიატურა სტანდარტიზებულია: იგი შედგება 101-103 ღილაკისაგან (ახლა ამ რიცხვს ემატება მულტიმედია კლავიატურაზე განლაგებული ღილაკების რაოდენობა). კლავიატურაზე ღილაკების ერთობლიობა პირობითად დაყოფილია რამოდენიმე ჯგუფებად. სიმბოლური ღილაკების ძირითადი დანიშნულებაა-ასოების, ციფრების, სპეციალური სიმბოლოების შეტანა. ისტორულად ჩამოყალიბდა, რომ ერთი და იგივე ღილაკები გამოიყენება დიდი და პატარა ასოების დასაწერად. ფუნქციონალური ღილაკების დანიშნულებაა ბრძანების გადაცემა. ბრძანების შინაარსი განისაზღვრება პროგრამის მიხედვით. ამ ღილაკებს მკაცრი დანიშნულება არ აქვთ.

მანიპულატორები [რედაქტირება]
თაგუნა

კომპიუტერთან მუშაობის დროს ეკრანზე გამოისახება მოციმციმე ვერტიკალური ხარ-კურსორი. კურსორი ეკრანზე გვიჩვენებს სიმბოლოს შეტანის ადგილს. მომხმარებელს შეუძლია გადაადგილოს კურსორი სასურველი მიმართულებით კლავიატურაზე არსებული ისრების აღმნიშვნელი ღილაკების მეშვეობით. კურსორის გამოყენება, განსაკუთრებით გრაფიკულ ინფორმაციასთან მუშაობისას მოუხერხებელია. კურსორის ნაცვლად გამოიყენება მანიპულატორი. ფართო გავრცელება პოვა მანიპულატორებმა სახელწოდებით „თაგვი“ (Mouse) და „ტრეკბოლი“. ტრეკბოლი ნაკლებადაა გავრცელებული. თაგვი წარმოადგენს პლასმასის პატარა კოლოფს. თაგვის მდებარეობა ეკრანზე პატარა ისრითაა აღნიშნული. ისრის გადასაადგილებლად საკმარისია გადავაადგილოთ თაგვი სიბრტყეზე.

თაგვს ორი ღილაკი აქვს (ემატება მულტიმედია თაგვების ღილაკები). ღილაკებზე თითის დაჭერით კომპიუტერს მიეცემა ბრძანებები. თაგვი მანქანას უერთდება კაბელით, COM1 გამთიშველით ან COM2 შეტანა — გამოტანის ადაპტერით (COM თაგვები უკვე მოძველდა, ახლა უკვე ხმარებაშია ლაზერული და ოპტიკური თაგვები).

გაფართოების პლატები [რედაქტირება]

გაფართოების პლატას უწოდებენ დამატებით ელექტრონულ მოწყობილობას. იგი სტანდარტული ფორმის ნაბეჭდი პლატაა ელექტრონული კომპონენტებით და მიკროსქემებით. იგი ყენდება ძირითადი პლატის თავისუფალ სლოტში. გაფართოების პლატებს მიეკუთვნება: მოდემი, ხმოვანი პლატა და სხვ.

გარე მოწყობილობები [რედაქტირება]

გარე მოწყობილობებს უწოდებენ სისტემური ბლოკის გარეთ არსებულ მოწყობილობებს. მათ მიეკუთვნება: პრინტერი, გრაფოამგები, მოდემი. სტრიმერი, სკანერი, საპროექტო პანელი და სხვა. უნდა ავღნიშნოთ, რომ სახელი „გარე მოწყობილობა“ პირობითია. გარე მოწყობილობაში შეიძლება მოხვდეს ნებისმიერი მოწყობილობა, თუ ის კონსტრუქციულად დამოუკიდებელი ბლოკის სახითაა წარმოდგენილი.

პრინტერები [რედაქტირება]
პრინტერი

პრინტერს უწოდებენ მოწყობილობას, რომლის საშუალებით ინფორმაცია ძირითადად მიიღება ქაღალდზე (შეიძლება გამჭირვალე ფირზე ან სხვ.). პრინტერის მრავალი მოდელი არსებობს ისინი განსხვავდებიან წარმოებულობით, ინტერფეისით, ფუნქციური შესაძლებლობებით და მოქმედების პრინციპით.

პრინტერის საფუძველი რთული ელექტრო მექნიკური მოწყობილობაა. იგი უზრუნველყოფს გამოსახულების ფორმირებას, ქაღალდის გადაადგილებას, საღებავის მიწოდებას და სხვ. პრინტერის შემადგენლობაშია ელექტრული ნაწილი მართვის სქემით და ბუფერული დამახსოვრების მოწყობილობით.

გამოსახულების ფორმირებით პრინტერები იყოფა კონტურულ და რასტულ პრინტერებად. კონტურულ პრინტერში სიმბოლოს გამოსახულება უწყვეტი ხაზია და მიიღება ქაღალდზე შემღებავი ლენტის გამოყენებით, ქაღალდზე ნემსის დარტყმის საშუალებით.

რასტულ პრინტერში გამოსახულება მიიღება უმცირესი წერტილების ერთობლიობით (წერტილის დიამეტრი 0,1-0,3მმ). ამჟამად პერსონალურ კომპიუტერებში გამოიყენება მხოლოდ რასტული პრინტერები. წერტილების გადატანის პრინციპით რასტული პრინტერები იყოფა: მატრიცულ, ჭავლურ და ლაზერულ პრინტერებად.

მოდემები [რედაქტირება]
მოდემი

მოდემი უზრუნველყოფს კომპიუტერის თავსე
პირველი მსოფლიო ომი
პირველი მსოფლიო ომი (1914-1918), ასევე ცნობილი როგორც ყველა ომის დასრულების ომი, იყო ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი კაცობრიობის ისტორიაში (მეორე მსოფლიო ომამდე), რომელსაც დაახლოებით 9 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

მოკავშირეთა ძალებმა ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუსეთისა და მოგვიანებით, იტალიისა და აშშ-ის მეთაურობით დაამარცხეს ცენტრალური ძალები გერმანიის იმპერიის, ავსტრო-უნგრეთისა და ოსმალეთის იმპერიის აქსისში.

ბრძოლების უდიდესი ნაწილი განხორციელდა დასავლეთის ფრონტის გასწვრივ ჩრდილოეთის ზღვიდან შვეიცარიის საზღვრამდე. აღმოსავლეთის ფრონტზე, კონფლიქტის მასშტაბი იგივე იყო, თუმცა ინფრასტრუქტურის განუვითარებლობის გამო ტექნიკურად ნაკლებად აღჭურვილი. შეტაკებები განხორციელდა ზღვაზე და მის ქვეშ, და პირველად ისტორიაში - ჰაერშიც.

ომს შედეგად ოთხი იმპერიის დაშლა მოჰყვა: ავსტრო-უნგრეთის, გერმანიის, ოსმალეთისა და რუსეთის. გერმანიამ დაკარგა მისი ზღვისიქითა იმპერია და ახალი სახელმწიფოები - ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი და იუგოსლავია შეიქმნა. ამ ომის შედეგები მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა მეორე მსოფლიო ომის განვითარებაში დაახ. 20 წლით გვიან.სექციების სია [დამალვა]
1 ომის წინა პერიოდი და გამომწვევი მიზეზები
1.1 ევროპის პოლიტიკური მდგომარეობა XX საუკუნის დასაწყისში
1.2 ომის გამოცხადება
2 ომის პირველი ეტაპი
2.1 პირველი საბრძოლო მოქმედებები დასავლეთ ფრონტზე
2.2 პირველი საბრძოლო მოქმედებები აღმოსავლეთ ფრონტზე
3 დასავლეთის ფრონტზე პოზიციური ომი
3.1 1914
3.2 1915
3.3 1916
3.4 1917
3.5 1918
4 აღმოსავლეთის ფრონტი
4.1 1914
4.2 1915
4.3 1916
4.4 1917
5 ომი ზღვაზე
5.1 წყალქვეშა ომი
6 ომი ჰაერში
7 ომის უკანასკნელი სტადია
8 სამშვიდობო მოლაპარაკებები
9 ომის შედეგები
10 წყაროები


ომის წინა პერიოდი და გამომწვევი მიზეზები [რედაქტირება]

ევროპის პოლიტიკური მდგომარეობა XX საუკუნის დასაწყისში [რედაქტირება]

XX საუკუნის დასაწყისში ევროპა იყო მსოფლიო პოლიტიკის ცენტრი, აღმოსავლეთით მდებარეობდა უზარმაზარი რუსეთის იმპერია, დასავლეთით პრუსიასთან ომის შედეგად დაკნინებული ავსტრო-უნგრეთი და საფრანგეთთან ომში გამარჯვებული და გაძლიერებული გერმანიის იმპერია. გერმანიის და საფრანგეთის შეიარაღებული ძალები ძალიან ძლიერი იყო, გერმანიას სურდა მზარდი ამბიციების დაკმაყოფილება, ხოლო საფრანგეთი ოცნებობდა ელსაზის და ლოტარინგიის დაბრუნებაზე. მიუხედავად ამისა ევროპის ყველაზე ძლიერი სახელმწიფო მაინც ბრიტანეთი რჩებოდა. ბრიტანეთის იმპერიას ეკავა დედამიწის მეექვსედი ნაწილი. ამხელა იმპერიის შესანარჩუნებლად ბრიტანელებს მსოფლიოში საუკეთესო ფლოტი ჰყავდათ.

ევროპის გარეთ არსებობდა ორი ძლიერი სახელმწიფო, რომლებიც აქტიურად ცდილობდნენ საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლას, ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატები და იაპონია. ბოლო ათწლეულების მანძილზე აშშ-ს ეკონომიკა საგრძნობლად წინ წავიდა და ქვეყანაში არ წყდებოდა იმიგრანტების დინება. იაპონია კი, რომელიც XIX საუკუნის შუა პერიოდამდე ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, ახლა ცდილობდა დაწეოდა სამხედრო და ტექნოლოგიურ სფეროში დასავლეთ ევროპას. ჩინეთთან და რუსეთთან ომებში მათ გამარჯვება მოიპოვეს, რამაც უბიძგა მათი ამბიციების ზრდას.

გერმანიას XX საუკუნის დასაწყისიდან სურდა სხვა ევროპული ქვეყნებისავით მოეპოვებინა აფრიკაში და აზიაში კოლონიები. რიგ კოლონიალურ კონფლიქტებში გერმანელები ეხმარებოდნენ აჯანყებულ ერებს, საფრანგეთისა და ინგლისის წინააღმდეგ, რის გამოც გერმანიის ურთიერთობები ინგლისთან და საფრანგეთთან სერიოზულად დაიძაბა.

მსოფლიო რუქა, ევროპის კოლონიები

ამ კოლონიალურმა კონფლიქტებმა გამოიწვია ევროპაში რამდენიმე მტრული ბანაკის ჩამოყალიბება. გერმანელებმა და ავსტრიელებმა შექმნეს თავდაცვითი კოალიცია, იტალია დაუკავშირდა საფრანგეთს, გერმანიის ინდუსტრიის ზრდით შეწუხებულმა ინგლისმა კი შექმნა კავშირები საფრანგეთთან და რუსეთთან, ამ კავშირს ანტანტა ეწოდა.

ბალკანეთის ნახევარკუნძული ეკუთვნოდა დასუსტებულ ოსმალეთის იმპერიას, ავსტრიასაც და რუსეთსაც ჰქონდათ ამ რეგიონში თავისი ინტერესები. 1912 წელს ამ რეგიონში დაიწყო განმანთავისუფლებელი ომი, რაც 1913 წელს თურქების ევროპიდან განდევნით დასრულდა, მაგრამ ახლადჩამოყალიბებული ბალკანური სახელმწიფოები უკმაყოფილონი დარჩნენ, სერბეთსაც და ბულგარეთსაც სურდა მეზობლების ხარჯზე საკუთარი ტერიტორიების გაფართოვება.

1914 წლის 28 ივნისს ავსტრო-უნგრეთის ტახტის მემკვიდრე ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი ჩავიდა სარაევოში ოფიციალური ვიზიტით, სადაც მას ახალგაზრდა სტუდენტმა გავრილო პრინციპმა მოუწყო თავდასხმა და მოკლა.

ომის გამოცხადება [რედაქტირება]

ავსტრო-უნგრეთის ტახტის მემკვიდრეზე თავდასხმაში ავსტრიელებმა დამნაშავედ სერბები მიიჩიეს და გერმანიასთან კონსულტაციის შემდეგ 23 ივლისსს ვენამ სერბეთს შემდეგი ულტიმატუმი წარუდგინა: სერბეთს უნდა შეეწყვიტა ანტიავსტრიული პროპაგანდა და დაეშვათ ავსტრიელი წარმომადგენლები მკვლელობის გამოსაძიებლად. სერბებმა უკანასკნელი პუნქტი არ მიიღეს, რის შედეგადაც 28 ივლისს ავსტრიამ ომი გამოუცხადა მათ. მსოფლიო ისტორიაში ომის გამოცხადება პირველად მოხდა ტელეგრამით.

გერმანიამ გააფრთხილა რუსეთი, რომ თუ ეს უკანასკნელები მობილიზაციას გამოაცხადებდნენ, გერმანია მათ ომს უცხადებდა. 30 ივლისს, როდესაც ავსტრიულმა არტილერიამ დაბომბა ბელგრადი, რუსებმა გამოაცხადეს მობილიზაცია და გერმანიასთან ომში ჩაებნენ. 1 აგვისტოს საფრანგეთმა გამოაცხადა მობილიზაცია და 2 დღეში, 3 აგვისტოს გერმანიამ საფრანგეთსაც ომი გამოუცხადა.

ინგლისს ჯერ ნეიტრალიტეტის შენარჩუნება სურდა, მაგრამ 4 აგვისტოს გერმანიის ჯარები შეიჭრნენ ბელგიაში, რამაც ინგლისის მთავრობას აზრი შეაცვლევინა და 5 აგვისტოს ბრიტანეთის ომში ჩაება.

ომის პირველი ეტაპი [რედაქტირება]

პირველი მსოფლიო ომი, მხარეები

პირველი საბრძოლო მოქმედებები დასავლეთ ფრონტზე [რედაქტირება]

გერმანელები შესანიშნავად აცნობიერებდნენ რომ ერთდროულად ომი საფრანგეთთანაც და რუსეთთანაც ძალიან რთული იქნებოდა. ისიც ცნობილი იყო რომ საფრანგეთი ბევრად სწრაფად ჩაატარებდა მობილიზაციას, ამიტომ გადაწყდა რომ საფრანგეთისთვის რაც შეიძლება მალე უნდა მიეყენებინათ ძლიერი დარტყმა რომ რუსეთთან უფრო თავისუფლად ეომად. მიიჩნეოდა რომ ფრანგები პირველ რუგში ეცდებოდნენ 1870 წელს დაკარგული ელზასის და ლოტარინგიის დაბრუნებას, ამიტომ გერმანელებმა ჯარები ჩრდილოეთიდან, ბელგიიდან შეიყვანეს და განიძრახეს ფრანგებისთვის ზურგიდან დაერტყათ. ეს გეგმა ეკუთვნოდა გერმანიის გენერალური შტაბის უფროსს გრაფ ალფრედ ფონ შლიფენს. ეს გეგმა არ მოიწონა ახალმა მეთაურმა ჰელმუტ ფონ მოლტკემ და შეცვალა გეგმა, მის მიხედვით ბელგიით საფრანგეთში შეჭრის შემდეგ ჯარები ელზასსა და ლოტარინგიაში უნდა გაემაგრებინათ. მოგვიანებით ეს ცვლილება ძალიან ძვირად დაუჯდა გერმანიას.

გერმანიის ჯარი იყო ძალიან კარგად გაწვრთნილი და მათი არტილერია იმ დროინდელ მსოფლიოში საუკეთესო იყო, ხოლო საფრანგეთის ჯარის უპირატესობად მათი საბრძოლო ჟინი მიიჩნეოდა. ამიტომ ფრანგებმა გადაწყვიტეს თავიდანვე ინიციატივის საკუთარ ხელში აღება და მთავარი დარტყმის სწორეთ ელზასზე და ლოტარინგიაზე განხორციალება.

ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ბრიტანული არმია მხოლოდ მოხალისეებით იყო დაკომპლექტებული, ამიტომ იგი სედარებით მცირერიცხოვანი იყო, მაგრამ საკმაოდ კარგად მომზადებული. ამის გათვალისწინებით ფრანგებს მათი ფლოტის იმედი უფრო ჰქონდათ, თან ბრიტანულ არმიას არ ჰყავდა კარგად მომზადებული რეზერვები. ომის დაწყებისთანავე, შეთანხმების თანახმად, ბრიტანელებმა გადასხეს საფრანგეთში ოთხი დივიზია და რამდენიმე კავალერისტული დანაყოფი.

ლორდ კიტჩენერმა, ბრიტანეთის სამხედრო მინისტრმა, გამოაცხადა მოხალისეთა მიღება ჯარში, მიუხედავად იმისა რომ მსურველი ბევრი იყო, მათ გაწვრთნას არაერთი თვე დასჭირდა. ამ ჯარს კიტჩენერის "ახალი ჯარი" უწოდეს.

14 აგვისტოს გერმანელებმა ბელგიის დედაქალაქი ბრიუსელი დაიკავეს. იმავე დღეს ფრანგები შევიდნენ ელზასსა და ლოტარინგიაში, სადათ თავდაპირველად უკან დახიეს გერმანელები, მაგრამ შემდეგ გერმანული არტილერიისა და ტყვიამფრქვევების მიწოლით თვითონ დაიხიეს უკან. უკან დახევისას ფრანგებმა ორ კვირაში 300 000 კაცი დაკარგეს. ჩრდილო დასავლეთით კი გერმანელებს ეწინააღმდეგებოდა ერთი ფრანგული არმია და ბრიტანული საექსპედიციო კორპუსი. ფრანგებმა და ინგლისელებმა დაიხიეს პარიზისკენ.

პარიზის ტაქსისტებს გადაყავთ ახლად ჩამოყალიბებული მეექსვსე არმია ფრონტზე, რომლებმაც უნდა დაარტყან გერმანულ ჯარებს მდინარე მარნაზე. ასეთი ხერხით ტაქსით 60 000 ჯარისკაცი ჩავიდა ფრონტზე

ბრძოლა არმიებს შორის მოხდა არა პარიზიდან დასავლეთით, როგორც ეს იყო თავდაპირველად ჩაფიქრებული გერმანელების მიერ, არამედ აღმოსავლეთით. ფრანგების არმიას კიდევ ერთი ჯარი შეემატა, რომელიც ფრონტზე პარიზელმა ტაქსისტებმა მოიყვანეს. მდინარე მარნასთან მომხდარმა ბრძოლამ კი საბოლოოდ დაასამარა ფონ შლიფენის გეგმები. გერმანელებმა დაიხიეს მდინარე ენისკენ სადაც გამაგრდნენ.

პირველი საბრძოლო მოქმედებები აღმოსავლეთ ფრონტზე [რედაქტირება]

აღმოსავლეთ ფრონტზე გერმანიის მცირერიცხოვანი ჯარები იდგნენ აღმოსავლეთ პრუსიაში, სადაც მათ თავი უნდა დაეცვათ ახალი დანამატების მიღებამდე. ავსტრიელები ჯერ კიდევ იბრძოდნენ სერბეთში, როდესაც ავსტრიის გენშტაბის უფროსმა კონრად ფონ გეტცენდორმა დაიწყო რუსულ პოლონეთზე თავდასხმის გეგმის შემუშავება. მას ჩრდილოეთიდან გერმანელების დახმარების იმედი ჰქონდა.

ავსტრიის შეიარაღებულ ძალებს ერთი სერიოზული ნაკლი ჰქონდა, მიუხედავად კარგი გაწვრთნისა და შეიარაღებისა, იგი ეთნიკურად ძალიან არაერთფეროვანი იყო და მისი ჯარისკაცები ათამდე სხვადასხვა ენაზე საუბრობდნენ. თან ყოველთვის იყო საშიშროება რომ ბრძოლისას ისინი თავის ეთნიკური მოძმეების წინააღმდეგ აღმოჩნდებოდნენ, ამ ყველაფრის გათვალისწინება უწევდა სარდლობას.

რუსეთის გეგმაში კი შედიოდა პოლონეთიდან შეტევა, აღმოსავლეთ პრუსიაში გერმანელების ალყაში მოქცევა და ბერლინისკენ გალაშქრება. ამავდროულად უნდა შეჭრილიყვნენ ავსტრიულ გალიციაში და კარპატებთან გამაგრებული ავსტრიელები გაენადგურებინა. რუსულ არმიას შეეძლო 6 მილიონი ადამიანის მობილიზაცია და იგი ყველაზე დიდი იყო ევროპაში, მაგრამ ამავდროულად ყველაზე არამობილურიც. რკინიგზების ძალიან მცირე რაოდენობა არ აძლევდა რუსეთს სწრაფი მობილიზაციის ჩატარების საშუალებას.

ავსტრიის შეჭრა სერბიაში არ ვითარდებოდა გეგმისამებრ, სერბები კარგად იყენებდნენ მთიან რელიეფს რაც მათ თავდაცვაში უპირატესობას ანიჭებდა. თვენახევრის მანძილზე ავსტროუნგრეთმა ვერავითარ წარმატებებს ვერ მიაღწია, ხოლო დანაკარგები უკვე 40 000 კაცი ჰყავდა. გალიციაშიც არ მიდიოდა საქმე კარგად, ქალაქ ლემბერგთან (ლვოვი) ავსტრიის და რუსეთის ჯარებმა ბრძოლა გამართეს, დანაკარგები ორივე მხარეს ძალიან მძიმე ჰქონდა, თან ავსტრიელებს 100 კმ-ით დასავლეთით მოუწიათ დახევა.

აღმოსავლეთ პრუსიაში სიტუაცია ბევრად უფრო დრამატულად განვითარდა. 17 აგვისტოს რუსულმა კავალერიამ რენენკამპფის მეთაურობით გადაკვეთა საზღვარი და სამ დღეში შეუტია გერმანიის მერვე არმიას გუმბინემთან. მარჯვენა ფლანგზე რუსების შეტევა შეაჩერეს, მაგრამ ცენტრალურ ნაწილში რუსებმა მიაღწიეს წარმატებას. გერმანელებს დაეწყოთ პანიკა და არმიის მხედართმთავარმა ფონ პრიტვიცმა უკან დახევა დაიწყო.

23 აგვისტოს პრიტვიცი შეცვალეს პაულ ფონ ჰინდენბურგით ხოლო შტაბის უფროსად დაინიშნა ერიხ ფონ ლუდენდორფი. გერმანელებმა შესანიშნავად იცოდნენ რუსების ყველა გეგმები, რადგან რუსები ატარებდნენ დაუშიფრავ მოლასპარაკებებს პრიმიტიული აპარატურით. 26 აგვისტოს გერმანელებმა შეუტიეს რუსებს და 4 დღიანი ბრძოლის შედეგად გაანადგურეს სამსონოვის მეორე არმია. ამის შემდეგ რენენკამპფის პირველ არმიას შეუტიეს და მაზურიის ტბებთან ბრძოლის შემდეგ ნემანს იქეთ განდევნეს. რუსებმა 60 000 ადამიანი დაკარგეს.

ამრიგან ომის დაწყებიდან თვენახევრის შემდეგ ვერცერთ ფრონტზე ვერცერთმა მხარემ ვერ მიაღწია სერიოზულ წარმატებას. თან გერმანელებს კარგად ესმოდათ რომ რუსები თავისი ჯარების მცირე ნაწილს იყენებენ. ამავდროულად იაპონიამ შესთავაზა ინგლისს ჩინეთში გერმანული ბაზის ცინდაოს დაკავება. ინგლისურ-იაპონურმა ჯარებმა შეუტიეს და ნოემბრის დასაწყისში ცინდაო დაეცა და გერმანიამ დაკარგა შორეულ აღმოსავლეთში კოლონიები, მხოლოდ გერმანული ფლოტი გადარჩა, რომელმაც სამხრეთ ატლანტიკის ოკეანეში გაქცევა მოახერხა. ამავდროულად გერმანელებმა სამხრეთ დასავლეთ აფრიკის კოლონიაც დაკარგეს.

მოუხედავად იმისა რომ ძირითადი საბრძოლო მოქმედებები ვითარდებოდა ევროპაში, კონფლიქტმა უფრო და უფრო გლობალური ხასიათი მიიღო. ყველა მხრის თავდაპირველი გეგმები მალევე ჩაიშალა და გასაგები გახდა რომ ომის წლის ბოლომდე დამთავრება შეუძლებელია.

დასავლეთის ფრონტი 1914 წელს

დასავლეთის ფრონტზე პოზიციური ომი [რედაქტირება]

1914 [რედაქტირება]

მდინარე ენაზე გერმანელების გამაგრების შემდეგ, ამ მდინარიდან ლამანშამდე წარმოიქმნა ერთგვარი ვაკუუმი. ფრანგებმაც და გერმანელებმაც გადაწყვიტეს ამ დაუცველი ტერიტორიიდან ერთიმეორეს ზურგში შეჭროდა, ამიტომ 16 სექტემბერს ორივე არმიამ დაიწყო ზღვისკენ სვლა. შეტევის ყველა მცდელობა კონტრშეტევით სრულდებოდა, ორივე არმია ერთმანეთის პარალელურად ცდილობდა ზღვისკენ გასვლას. ეს "ზღვისკენ სირბილი" ერთ თვეში ფრეთი დასრულდა, ფრანგებმაც და გერმანელებმაც ერთდროულად მიაღწიეს ლამანშს.

გერმანელებს მაინც სურდათ გაერღვიათ ფრანგების რიგები და ქალაქ იპრთან შეუტიეს. ბრძოლა 3 კვირა გაგრძელდა, გერმანელები მთელი ძალებით ცდილობდნენ გაერღვიათ მოკავშირეთა რიგები. ერთხელაც იმედგაცრუებულმა სარდლობამ ბრძოლაში ახალგაზრდა, ცუდად მომზადებული მოხალისეები გაუშვა, ბრიტანულმა ტყვიათმფრქვევებმა ისინი გაანადგურა. გერმანელებმა ამ დღეს "ახალშობილთა ჟლეტა" უწოდეს. ბრიტანულმა ჯარმა გაძლო, მაგრამ უდიდესი დანაკარგები ჰქონდა. იპრთან დასამარდა ბრიტანეთის რეგულარული არმია. ამ ბრძოლაში ტყვიათმფრქვევების და მაგაზინიანი თოფების უპირატესობა გამოიკვეთა. ეს ბრძოლა იყო გერმანელების უკანასკნელი მცდელობა მოეპოვებინათ სწრაფი გამარჯვება. სარდლობამ გადაწყვიტა თავდაცვაზე გადასვლა და ძალების ნაწილის აღმოსავლეთ ფრონტზე გაშვება.

იპრის ბრძოლამ ორივე მხარე გამოფიტა და ორივემ არჩია სანგრებში ჩაჯდომა. მალე შვეიცარიიდან ჩრდილოეთ ზღვამდე სანგრების უწყვეტი რიგი გაჩნდა. ჩრდილოეთით განლაგდა ბელგიის არმიის ნარჩენები და ფრანგული შენაერთები, შემდეგ ინგლისელები და მათგან მარცხნივ ფრანგების ძირითადი ძალები. დაიწყო პოზიციური სანგრებში ომი.

1914/15 წლების ზამთარი ძალიან ნესტიანი იყო, ამიტომ ორივე არმიის მთავარ მიზნად იქცა სანგრების წყლისგან დაცვა. შობაზე კი სანგრების ხაზს შორის, ნეიტრალურ ტერიტორიაზე დაიწყო ორივე მხრიდან ჯარისკაცების მასიური დაძმობილება.

1915 [რედაქტირება]

ინგლისური ზარბაზანი კაპ ჰელესში 1915

ზამთარში მოკავშირეთა სამხედრო ხელმძღვანელობა ცდილობდა შეემუშავებინათ რაიმე გეგმა, რომლითაც მიახერხებდნენ შექმნილი ვითარებიდან გამოსვლას. ერთი თვალსაზრისით გადამწყვეტი შეტევა დასავლეთ ფრონტზე უნდა განხორციალებულიყო, ხოლო მეორეთი, ვინაიდან დასავლეთ ფრონტზე ჩიხში შწევიდნენ, აქტივობა სადმე სხვა ადგილას უნდა გამოეჩინათ. გადაწყდა საომარი მოქმედებების დარდანელებზე დაწყება რათა თურქეთი გამოეყვანათ ომიდან. მაგრამ გაზაფხულზევე ეს კომპანიაც ჩიხში შევიდა.

თებერვალში საფრანგეთის მთავარსარდალი გახდა ჟოზეფ ჟოფრი, რომელმაც გასცა სამ ადგილას შეტევის ბრძანება, არტუაში, შამპანში და ლოტარინგიაში. არტუაში ფრანგებს ბრიტანელები უნდა დახმარებოდნენ. შეტევის წინ დაიწყო საარტილერიო მომზადება, შემდეგ მოყვა ნეიტრალური ზოლის გადაკვეთა და მოწინააღმდეგის სანგრებთან ბადეების გარღვევა. მეორე მხარე თავდამსხმელებს ტყვიათმფრქვევებიდან და თოფებიდან ცეცხლით პასუხობდა. ხოლო უშუალოდ სანგრების მისადგომებთან იწყებოდა ხელჩართული ბრძოლა, სადაც გამოიყენებოდა შტიკები, მუშტები და თოფების სახელურები. სატელეფონო კავშირის დამყარება ცეცხლის პირობებში შეუძლებელი იყო ხოლო შიკრიკები იშვიათად აქღწევდნენ დანიშნულების ადგილს, ამიტომ მხედართმთავრებს არანაერი წარმოდგენა არ ჰქონდათ რა ხდება შეტევაში და დროულად საჭირო ადგილზე ვერ აგზავნიდნენ დამატებით ძალებს.

ამიტომაც "საბგრებში ომის" ასეთი შეტევები არაეფექტური იყო და ძალიან დიდი დანაკარგებით სრულდებოდა. ამიტომ ფრანგულმა და ინგლისურმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გასდაწყვიტა რომ გერმანული პოზიციების უფრო ძლიერი საარტულერიო დამუშავებაა საჭირო. იმ დროინდელი ფრანგული 75 მმ-ანი, გერმანული 77 მმ.ანი და ინგლისური 83.8 მმ-ანი ზარბაზნები ამისთვის არ ვარგოდა, თან მძიმე არტილერია გერმანელებს ბევრად უკეთესი ჰქონდათ. ამასთან ერთად გაზაფხულის დასაწყისისთვის ინგლისელებს გამოელიათ ყუმბარების მარაგი.

ბრიტანელები სანგრებიდან შეტევას იწყებენ

აპრილის ბოლოსგერმანელებმა პირველად გამოიყენეს მასიური განადგურების იარაღი - გაზი. პირველად ეს იპრთან ბრძოლისას მოხდა, ფრანგების წინააღმდეგ გამოიყენეს ქლორი. ალჟუირული დანაყოფებიდან უმეტესობა დაიხჩო, ხოლო კანადელებმა თავისებური გამოსავალი მონახეს, მათ მოშარდეს ცხვირსახოცებზე და ეს აიფარეს სახეზე, რითაც გადარჩნენ. იპრთან ბრძოლა 4 კვირა გაგრძელდა და მხოლოდ ბოლო დღეებში ჯარისკაცებმა მიიღეს ნამდვილი აირწინაღები. ამის შემდეგ გაზს ორივე მხარე იყენებდა რაც საკმაოდ ტიპიური გახდა დასავლეთ ფრონტის ბრზოლებისთვის. იმავე წელს გერმანელებმა სხვა ახალი იარაღი გამოიგონეს - ცეცხლმფრქვევი.

მაისში ომში იტალიაც ჩაერთო, მოკავშირეთა მხარეს.

ზაფხულის დასაწყისში ფრანგებმა 4 დღიანი საარტილერიო მომზადების შემდეგ განახორციალეს ახალი შეტევა არტუაში, მაგრამ იმის გამო რომ სარდლობამ ისევ არ იცოდა რა ხდება წინა ხაზზე, შეტევა ჩაიშალა, თან გერმანელებს უკვე უკეთესი გამაგრებები ჰქონდათ. ორივე მხარეს მძიმე დანაკარგები ჰქონდა, გერმანიაში და საფრანგეთში ჯარში ახალი გაწვევები დაიწყო, ხოლო ინგლისელები "ახალი ჯარების" იმედათ იყვნენ.

დასავლეთის ფრონტი 1915-16 წლებში

25 სექტემბერს 4 დღიანი საარტილერიო მომზადების შემდეგ არტუაში და შამპანში მოკავშირეებმა ისევ შეუტიეს, ინგლისელებმა თავდაპირველად გაარღვიეს გერმანელთა თავდაცვის ხაზი, მაგრამ რეზერვები ძალიან გვიან მივიდნენ და გერმანელებმა მოახერხეს შეტევის შეჩერება. ამ შეტევებმა მოკავშირეებს ვერანაერი შედეგი ვერ მოუტანა, თან 250 000 ადამიანი დაკარგეს, გერმანელებმა კი 140 000. ამრიგად ჯარებს მოუწიათ სანგრებში კიდევ ერთი ზამთრის გატარება.

1916 [რედაქტირება]

ახალ 1916 წელს გადაწყდა გერმანელებისთვის ორივე ფრონტიდან აქტიურად შეტევა, ამაში მოკავშირეებს იტალიის დახმარების იმედი ჰქონდათ. ჟოფრმა ინგლისელების დახმარებით გადაწყვიტა სომაზე შეტევის დაწყება. გერმანულმა სარდლობამ კი გადაწყვიტა საფრანგეთისთვის ისეთი დარტყმის გამხორციელება, რომელიც ფრანგებს აიძულებდა მთელი ძალების იქ გადასროლოს. ასეთ ადგილად ქალაქი ვერდენი იყო არჩეული. გერმანელებმა იერიში 21 თებერვალს დაიწყეს. ფრანგებში ამან თავდაპირველად პანიკა გამოიწვია, მაგრამ ქალაქის მცველებმა არნახული წინააჭმდეგობა გაუწიეს, ახალი დახმარებებიც დროულად შეეშველნენ. ბრძოლები საბოლოო ჯამში დეკემბრამდე გაგრძელდა, თითოეულმა მხარემ 350 000 ადამიანი დაკარგა და თავდაპირველ პოზიციებზე დარჩნენ.

ირლანდიელი მსროლელები სანგარში, სომის ბრძოლის წინ 1916 წლის ივლისი

ვერდენის ამბების მიუხედავად მოკავშირეებმა მაინც განახორციალეს სომაზე შეტევა. 24 ივნისს დაიწყო ფრონტის 20 მილიან მონაკვეთზე გერმანული პოზიციების საარტილერიო მომზადება. შეტევა 1 ივლისს დაიწყო. სამხრეთით ნისლის წყალობით ფრანგებმა მიაღწიეს მცირე წარმატებებს, ინგლისელებმა კი პირველივე დღეს 60 000 ადამიანი დაკარგეს. აღმოჩნდა რომ საარტილერიო მომზადებით გერმანული პოზიციები არ დაზიანებულა. მიუხედავად ამისა სარდლობამ არ შეაჩერა შეტევა და ბრძოლებმა ნოემბრამდე გასტანა, როდესაც ტალახისგან უკვე შეუძლებელი იყო გადაადგილება. მოკავსირეები 4 თვეში 7 მილით წინ წავიდნენ და დაკარგეს 600 000 ადამიანი. პირველი იპრის ბრძოლა თუ ინგლისის რეგულარული ჯარის სასაფლაო გახდა, სომაზე ბრზოლა კიტჩენერის მოხალისეებისთვის გახდა სასაფლაო.

ინგლისელებმა შექმნეს ახალი იარაღი ტანკი, რომელსაც სეეძლო ტრანშეებისდ და ბადეების გამაგრებების გარღვევა. პირველი გამოცდები ტანკებმა სომაზე ბრძოლისას გაიარეს სექტემბერში. ინგლისელები ტანკებს ქვეითთა მხარდასაჭერად იყენებდნენ, ხოლო ფრანგები როგორც დამოუკიდებელ მოსიარული საარტილერიო დანადგარს. პირველი ტანკები ძალიან მოუქნელი იყო, მაგრამ მალე იგი დაიხვეწა. გერმანელებმაც მალევე გამოუშვეს ტანკების საკუთარი მოდელები.

1917 [რედაქტირება]

დასავლეთის ფრონტი 1917 წელს

ზამთარი ძალიან ცივი იყო და სანგრებში ავადმყოფობები გაჩნდა. საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტამ ორივე მხარეს ამოსუნთქვის საშუალება მისცა, რაც ამ გამოფიტვაზე ომში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ბრიტანეთში როგორც იქნა საყოველთაო სამხედრო ვალდებულება შემოიღეს. საფრანგეთში ჟოფრის სტრატეგიულმა შეცდომებმა მისი რობერ ნევილით შეცვლა გამოიწვია. ვერდენის ამბებმაც გამოიწვია გერმანულ სარდლობაში ცვლილება, ფონ ფალკენრეიხი შეცვალეს გინდენბურგით და ლუდენდორფით, რომლებმაც რუსები 1914 წელს დაამარცხეს. გერმანელებმა გადაწყვიტეს ახალი მძიმე დამაკარგების ასაცილებლად ფრონტის შეკვეცა, ახალ ხაზზე აიგო მძლავრი ბეტონის სანგრები და გამაგრებები. ამ ხაზს გერმანელებმა ზიგფრიდის ხაზი უწოდეს, ხოლო მოკავშირეებმა გინდენბურგის ხაზი.

ახალ თავდაცვის ხაზე გადასვლამდე მოკავშირეებს სურდათ მოეწყოთ ტანკების გამოყენებით ძლიერი შეტევა, ოპერაცია აპრილისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ გერმანელები ახალ გამაგრებებზე მარტში გადავიდნენ, თან დახევისას ბევრი მინები დატოვეს, რაც არ უწტყობდა მოკავშირეების წინსვლას ხელს. მიუხედავად ამისა ბრიტანელებმა 9 აპრილს არასთან იერიში განახორციალეს.

პირველივე დღეს კანადურმა შენაერთებმა დაიკავეს ვიმის ქედზე გერმანელთას გამაგრებები. მაგრამ ამით მოკავშირეთა წამატებები არდენში დასრულდა. შმენ-დე-დამის რაიონში ფრანგებს შეტევა იმავე დღეს უნდა დაეწყოთ, როდესაც არასის შეტევა დაიწყო, მაგრამ იერიში 16 აპრილზე გადაიდო. ამ დროისთვის გერმანელებმა კარგად მოასწრეს მომზადება. ოპერაცია აპრილის ბოლომდე გაგრძელდა, ფრანგებს ძალიან დიდი დანაკარგები ჰქონდათ, მაგრამ ვერავითარ წარმატებას ვერ მიაღწიეს.

აშშ-ს პრეზიდენტი ვუდრო უილსონი კონგრესის წინაშე ოფიციალურად აცხადებს გერმანიასთან დიპლომატიური კავშირის გაწყეტას. 1917 წლის 3 თებერვალი

ამ მოვლენებმა ფრანგების მოთმინების ფიალა აავსო და ჯარისკაცებში ღელვა დაიწყო. მთავრობამ ნევილი გადააყენა და მის ნაცვლად ანრი პეტენი დანიშნეს - ვერდენის ერთერთი გმირი. ახალმა მხედართმთავარმა გადაწყვიტა უშედეგო შეტევების ნაცვლად თავდაცვაზე გადასვლა. მოკავშირეები მდგომარეობა ძალიან სავალალო გახდა, მაგრამ 6 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატები ჩაება ომში მოკავშირეთა მხარეს, რამაც მათ ახალი იმედები მისცა. პირველი ამერიკული სამხედრო ფორმირებები ევროპაში ივნისში ჩამოვიდა, მაგრამ სანამ მათ შეძლეს საბრძოლო მოქმედებებში აქტიური მონაწილეობის მიღება თვეები გავიდა.

თავდაპირველად ამერიკა ძალიან უარყოფითად იყო ევრიოპული ომის მიმართ განწყობილი და მკაცრ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა. ვუდრო ვილსონმა არაერთხელ სცადა დაპირისპირებული მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დაესვა, მაგრამ უშედეგოდ. ამერიკის პაციფისტურ განწყობაზე ძალიან იმოქმედეს გერმანულმა წყყალქვეშა ნავებმა, რომლებიც 1917 წლისთვის უკვე განურჩევლად დროშისგან ყველა გემს ძირავდნენ. ამერიკელთა მოთმინების ფიალა კი გადაავსო გერმანიის მცდელობამ ამერიკის ნეიტრალიზაციისთვის, მექსიკაში ანტიამერუიკული მოძრაობის გასააქტიურებლად.

მოკავშირეებმა გადაწყვიტეს გერმანელების ყურადღების დასუსტებული ფრანგული პოზიციებიდან გადასატანად ჩრდილოეთით დესანტის გადმოსხმა. ამისთვის ინგლისი გულდასმით მოემზადა. მათი მიზანი იყო ვიტესხეტე-მესინის ქედის დაკავება. გერმანული გამაგრებების გასანადგურებლად ინგლისელმა საპიორებმა მთებში ტუნელების თხრა დაიწყეს, მათში ასაფეთქებლების ჩასადებად. 7 ივლისს დილით ვიტესხეტე-მესინის ქვეშ აფეთქდა 9 უძლიერესი ასაფეთქებელი. ხმა ინგლისის სამხრეთ სანაპიროზეც გაიგეს. ამის შემდეგ ბრიტანელებმა შეუტიეს და სწრაფად მოიპოვეს უპირატესობა. გეგმით ძიტითადი იერიში ივლისის ბოლოს უნდა მომხდარიყო, ხოლო დესანტის გადმოსხმა აგვისტოს დასაწყისში. იერიშის დაწყებამდე ომის მანძილზე ყველაზე ხანგძლივი საარტილერიო მომზადება უნდა ჩაეტარებინათ - 15 დღე.

იერიში 31 ივლისს დილით დაიწყო. საარტილერიო მომზადებამ ფლანდრიის სადრენაჟო სისტემა მოშალა, ამიტომ ბრძოლის ველი მალე უზარმაზარ ჭაობად იქცა. ამიტომ სწრაფი გარღვევა ვერ მოხერხდა და დესანტის გადმოსხმა გაუქმდა. ინგლისელები უნდა დალოდებოდნენ მიწის გაშრობას, რამაც გერმანელებს ამოსუნთქვის საშუალება მისცა. თან ის ზაფხული წვიმებითაც უხვი იყო. საბრძოლო პირობები უსაშინლესი გახდა, თან ცხადი გახდა რომ რუსეთი წაგების პირასაა და გერმანელები მთელ ძალებს დასავლეთის ფრონტზე გადმოისვრიან და შეუტევენ ჯერ კიდევ დემორალიზებულ საფრანგეთის ჯარს.

ავსტრალიელი ქვეითები რესპირატორებში გაზით შეტევისას

ამ ბრძოლებს მესამე იპრი დაერქვა. ნოემბრისთვის ბრიტანელებმა დაიკავეს 41 კვადრატული მილი ჭაობი, უდიდესი დანაკარგების საფასურად. ტანკებმაც ვერ გაამართლა, ისინი პირდაპირი გაგებით ჩაიფლნენ ტალახში. სარდლობა ცდილობდა დაემტკიცებინა რომ ტანკი კარგი იარაღია, ამისთვის აირჩიეს მშრალი მონაკვეთი სომასთან კამბრეს რაიონში. 20 ნოემბერს საარტილერიო მომზადების გარეშე 378 ტანკმა გადაკვეთა ნეიტრალური ზოლი და გაარღვია გერმანული თავდაცვის ხაზი. იერიშს უძღვებოდა გენერალი ჰიუ ლუისი. ბრიტანელებმა 5 მილით შეაღწიეს გერმანულ პოზიციებში. ინგლისელებს იმედი დაებადათ რომ როგორც იქნა მოხდა ნანატრი გარდატეხა და ომის მიმდინარეოისას პირველად ინგლისის ეკლესიებში აჟღერდა ზარები, მაგრამ სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. მეორე დღეს მხოლოდ 40 ტანკმა შეძლო შეტევის გაგრძელება, თან გერმანელებმა რეზერვებს მოუხმეს. ნოემბრის ბოლომდე ინგლისელებმა კიდევ 2 მილით შეძლეს გაღრმავება, მაგრამ გერმანელებმა შეძლეს მძლავრი კონტრშეტევის ორგანიზება და ინგლისელები საწყის პოზიციებზე გადაისროლეს. 1917 წელს ზამთრის საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა უფრო გვიან მოხდა ვიდრე წინა წლებში. მოკავშირეები ძალიან პესიმისტურად იყვნენ განწყობილნი. რუსეთში მოხდა ოქტომბრის რევოლუცია, რაც ნიშნავდა მათი ომიდან გამორთვას. გერმანელებმა აღმოსავლეთ ფრონტიდან ჯარები დასავლეთში გადაიყვანეს, ხოლო ამერიკის იომსი მონაწილეობა სიმბოლური კონტიგენტით იფარგლებოდა. ფრანგები და ინგლისელები კი 1917 წლის ოპერაციების შედეგად გამოიფიტნენ. ამიტომ მოკავშირეებმა თავდაცვით პოზიციებზე გადასვლა ამჯობინეს.

1918 [რედაქტირება]

დასავლეთის ფრონტი 1918 წელს, გერმანელთა საბოლოო შეტევები

გერმანელებმა კი შეიმუშავეს ახალი თავდასხმითი ტაქტიკა, რომელიც აღმოსავლეთ ფრონტზე უკვე იყო გამოყენებული. შეტევას იწყებდნენ სპეციალურად გაწვრთნილი საშტურმო რაზმები, რომლებიც ყველაზე დაძაბულ წერტილებს გვერდს უვლიდნენ, ამ წერტილების ჩახშობა უკან მომავალ ჯარებს ევალებოდათ და შედიოდნენ მოწინააღმდეგის თავდაცვაში რაც შეიძლება ღრმად. ხოლო წინასწარი მოკლე საარტილერიო მომზადება ემსახურებოდა წინა ხაზისა და უკანა ხაზებს შორის კავშირის გაწყვეტას.

პირველი დარტყმა ინგლისელების წინააღმდეგ იყო მიმართული. გერმანელებს სურდათ მათი ფრანგებისგან მოჭრა და ლა-მანშისკენ გადასროლა. გერმანელებს ის პირობა უწყობდა ხელს რომ, "მესამე იპრის" კრახ